დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 30 ივლისი

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს მთები
საქართველოს მთები - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

გააკეთეთ რამე საინტერესო საქმე, აჩვენეთ თქვენი ნიჭი. იქნება შანსი, რომ მონაწილეობა მიიღოთ რამე საინტერესო და პერსპექტიულ პროექტში, არ არის გამორიცხული მომგებიანი გარიგებების დადება. დღეს დაწყებულმა საქმიანმა ურთიერთობებმა მომავალში, შესაძლოა, რომანტიკული ხასიათი მიიღოს. მაგრამ ნუ დააჩქარებთ მოვლენებს, დაელოდეთ ხელსაყრელ მომენტს.

გულის ფორმის ბოქლომი წარწერით „ადამი და ევა“ - Sputnik საქართველო
სახალისო „შპარგალკა“ ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ქალებისთვის

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

კურო

არ იჩქაროთ. ახლა სწრაფად მოქმედება აუცილებელი არაა, არამედ საჭიროა სიფრთხილე და ზომიერება, თანდათანობით შეფასება ყოველი ახალი შესაძლებლობის. ოდნავ საეჭვო წინადადებაც კი გულდასმით უნდა შეამოწმოთ. მოვლენები ნელა ვითარდება, მაგრამ ეს გაწყობთ - დრო გრჩებათ ინფორმაციების შესამოწმებლად. დღის მეორე ნახევარში მოერიდეთ გადაღლას.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ტყუპი

დღე არცთუ მარტივად ვითარდება. ყველაფერი გულთან ახლოს მიგაქვთ და ნერვიულობთ, თუ რამე გეგმის მიხედვით არ მიდის. უსიამოვნებებისგან დაზღვევის გამო ხანდახან საერთოდ არაფერს აკეთებთ და ამით საინტერესო შესაძლებლობებს უშვებთ ხელიდან. გიჭირთ საერთო ენის გამონახვა ახლობლებთან. დაიცავით თქვენი უფლება, რომ გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღოთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

კირჩხიბი

უჩვეულო დღე გელოდებათ. მან შეიძლება მოიტანოს საოცარი და უცნაური მოვლენები, ყველაფერი ისე არ აეწყოს, როგორც ელოდებოდით. ბევრი თქვენგანი გრძნობს ცვლილებების მოახლოებას და ამისთვის ემზადება, ამასობაში კი ავიწყდება ყოველდღიური საქმეები და დაპირებები. არ იჩქაროთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. ნაკლებად სავარაუდოა უთანხმოებები და კონფლიქტები ოჯახში და ახლობლებთან.

მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო
ქალები, რომელთაც გვერდით ძლიერი მამაკაცი სჭირდებათ - ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ლომი

იღბლიანი დღეა. იქნება შესაძლებლობა, რომ მიაღწიოთ სწორედ იმ მიზანს, რაც თქვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. წინ სწრაფად მიიწევთ და ხანდახან ბარიერებსაც ვერ ამჩნევთ გზაზე. ხელსაყრელი დღეა ნებისმიერი წამოწყებისთვის, რომელიც მოგებას გპირდებათ. ასევე არ არის გამორიცხული შესამჩნევი დადებითი ცვლილებების პირად ურთიერთობებში.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ქალწული

დღეს ხელსაყრელი ტენდენციების გავლენა უნდა გამოიყენოთ, რომ ბოლომდე მიიყვანოთ მნიშვნელოვანი პროექტები. გრძელვადიანი გეგმების დაწყობა ჯერ არ ღირს, მაგრამ ზოგიერთი გადაწყვეტილების მიღება შეიძლება და საჭიროცაა. კარგი დღეა რომანტიკული ურთიერთობების დასაწყებად. შეგიძლიათ ინტუიციას ენდოთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში გაიზრდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

სასწორი

დღეს კარგ განწყობაზე იქნებით, წვრილმანი სირთულეებისა და გაუგებრობების გამო, რომლებიც დილით არის მოსალოდნელი, განწყობას არ გაიფუჭებთ. ეს სწორიცაა, რადგან პრობლემები სწრაფად მოგვარდება სწორედ ოპტიმიზმის წყალობით. კარგი იქნება, თუ წარსულს გაიხსენებთ და გააანალიზებთ თქვენს საქციელს, ეს სამომავლო ნაბიჯების გათვლაში დაგეხმარებათ.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს რომელი ნიშნების ქალებს შეაქვთ ლომის წილი მამაკაცების წარმატებაში

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

მორიელი

მარტივი დღე არ იქნება, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ნებისმიერ საქმეს ეჭიდება და ჰქონია, რომ მას სწრაფად და იდეალურად გაუმკლავდება. მოგიწევთ დიდი ძალისხმევის გამოჩენა ამოცანების შესასრულებლად. მოსალოდნელია არაკეთილმოსურნეების გააქტიურება - მათი ძალები სათანადოდ უნდა შეაფასოთ, რათა ინტრიგების მსხვერპლი არ გახდეთ. ადამიანებთან ურთიერთობებში დელიკატური იყავით.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში გაიზრდება

მშვილდოსანი

დღის პირველ ნახევარში დრო უქმად არ დაკარგოთ. ეს ხელსაყრელი დროა მუშაობის, საქმიანი მოლაპარაკებებისა და პირადი საკითხების გადაწყვეტისთვის. მოგვიანებით მოსალოდნელია შეფერხებები საქმეებში, საკითხების გადაწყვეტის გადადება. საღამოს მოახლოებასთან ერთად მატულობს უთანხმოებებისა და კამათის საბაბი. მოერიდეთ თანხის ხარჯვას, შეიძინეთ მხოლოდ აუცილებელი და დაგეგმილი ნივთები.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

თხის რქა

კარგი დღეა ურთიერთობებისთვის, საქმიანი და პირადი საკითხების განხილვისთვის. ეს დაგეხმარებათ პროფესიული საკითხების გადაწყვეტაში. მეტოქეების უკან ჩამოტოვების დიდი შანსი გაქვთ. შესაძლებელია სასიამოვნო ნაცნობობა. თუ მოისურვებთ, ის რომანტიკულ ხასიათს მიიღებს. შეგიძლიათ საყიდლებზე თამამად გაეშუროთ. კარგი დღეა იმიჯის შესაცვლელად.

მზის ამოსვლა დედამიწაზე ღია კოსმოსში - Sputnik საქართველო
პლანეტების ზემოქმედება ადამიანების ცხოვრებასა და ბედზე – ის, რაც უნდა ვიცოდეთ

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

მერწყული

შესანიშნავი, მსუბუქი და სასიამოვნო დღეა. გაქვთ შანსი, რომ დიდ წარმატებებს მიაღწიოთ მცირედი ძალისხმევით. საქმიან პარტნიორებზე ან გავლენიან ადამიანებზე კარგ შთაბეჭდილებას მოახდენთ. მოსალოდნელია დაუგეგმავი მგზავრობა. არ არის გამორიცხული რომანტიკული ისტორიის დაწყება. ეცადეთ, თავი არ დაკარგოთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

თევზები

არცთუ მარტივი დღეა. წარმატებების მიღწევა შესაძლებელია, მაგრამ ამისთვის შრომა მოგიწევთ. შეეჭიდეთ ისეთ საქმეებს, რომლებიც სწრაფად გაკეთდება. სხვა სახის საქმეებისთვის, სავარაუდოდ, მოთმინება არ გეყოფათ. მოსალოდნელია თანხის მიღება, მომგებიანი გარიგებების დადება. დღის მეორე ნახევარში სასიამოვნო შეხვედრები და ურთიერთობები გელოდებათ.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

ყველა ახალი ამბავი
0