დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 29 ივლისი

CC0 / Julian Peters / IMG_2874ხომალდი ოკეანეში
ხომალდი ოკეანეში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

მშფოთვარე და დაძაბული დღეა. მოგიწევთ გეგმების შეცვლა, შეხვედრებისა და საქმეების გადადება; გაჩნდება ახალი ამოცანები, რომლებიც სერიოზულ ძალისხმევასა და დიდ დროს მოითხოვს. მოსალოდნელია უმნიშვნელო, მაგრამ საწყენი ფინანსური დანაკარგები, უსიამოვნებები ახლობლებთან, განსაკუთრებით, დღის მეორე ნახევარში. ამ დროს არასასურველია საკუთარ გეგმებზე და მნიშვნელოვან საკითხებზე საუბარი.

ვეფხვი - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ყველაზე „მოუთვინიერებელი" ნიშნები - ტოპ-ოთხეული

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

კურო

დღე ძალიან კარგად ჩაივლის. შესაძლებელია ძველი გეგმების განხორციელება და ასევე, ახლად გაჩენილი იდეების რეალიზება. მოქმედება სწრაფად გიწევთ. გადაწყვეტილებების მიღებაში ინტუიცია გეხმარებათ. დღის მეორე ნახევარში საინტერესო შეხვედრები გელოდებათ. ახალი ურთიერთობები შეიძლება განვითარდეს როგორც მეგობრულ, ისე სასიყვარულო ჭრილში. ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ტყუპი

არაერთმნიშვნელოვანი დღეა. ხან ძალზე დაკავებული ხართ, ხან უსაქმურობთ და ელოდებით გარშემომყოფებს, რომლებიც რაღაცის გაკეთებას შეგპირდნენ. არის შანსი, რომ განახორციელოთ ყველაზე თამამი გეგმები ქონების ყიდვა–გაყიდვასთან დაკავშირებით. ხშირად იღებთ სწორ გადაწყვეტილებებს მინიმალური ინფორმაციის არსებობის შემთხვევებშიც.

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

კირჩხიბი

მშფოთვარე, მაგრამ საინტერესო დღეა. ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე მწვავედ რეაგირებთ, ყველაფერი გულთან ახლოს მიგაქვთ. ხშირად სხვისი სიტყვები კალაპოტიდან გაგდებთ, ხანდახან გიჭირთ საერთო ენის განომონახვა ახლობლებთან. კონფლიქტების თავიდან ასარიდებლად მხოლოდ თქვენი ძალისხმევა ხანდახან საკმარისი არ არის. საღამოს დაისვენეთ.

პატარძალი - Sputnik საქართველო
ვნებიანი ზაფხულიდან თეთრ კაბამდე: ხუთი ნიშანი, რომლებსაც ელოდება...

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ლომი

მნიშვნელოვან გამარჯვებებს, დიდი ალბათობით, იოლად ვერ მიაღწევთ, შრომა მოგიწევთ. მეტოქეებზე გამარჯვებისთვის უჩვეულო მეთოდების გამოყენება მოგიწევთ. მოსალოდნელია კამათი უფროსი თაობის ნათესავებთან. განსაკუთრებულად სერიოზული იქნება უთანხმოებები ქონებასთან და ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხებზე. შეინარჩუნეთ სიმშვიდე – არის შანსი, რომ მოლაპარაკებებით სასურველს მიაღწიოთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ქალწული

დღევანდელი გეგმების დაწყობისას გაითვალისწინეთ, რომ ჩვეულმა საქმეებმაც კი, შესაძლოა, ბევრი დრო წაიღოს. საბედნიეროდ, არსად გეჩქარებათ. შესაძლებელია თითოეული ნაბიჯის მშვიდად მოფიქრება, გეგმების დაწყობა და გადაწყვეტილებების მიღება. დაისვენეთ, დატკბით ცხოვრების მშვიდი დინებით, განეწყვეთ მშვიდობიან კილოზე და ნებისმიერ კამათს თავიდან აიცილებთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

სასწორი

დღეს არაფერი უჩვეულო და მნიშვნელოვანი მოსალოდნელი არ არის. ის ძალზე მშვიდად ჩაივლის. არ გექნებათ შფოთვისა და ნერვიულობის საბაბი, მაგრამ არც განსაკუთრებული შედეგების მიღწევის შანსი. არ ღირს მღელვარება და მოვლენების დაჩქარება. უბრალოდ, დაელოდეთ ვითარების შეცვლას. არახელსაყრელი დღეა ახალი ნაცნობობისთვის – დღეს ურთიერთობები თქვენთვის საინტერესო არ არის.

მტირალი მამაკაცი - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს რომელი ნიშნის წარმომადგენელ მამაკაცებს შეუძლიათ ღალატის პატიება

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

მორიელი

შესანიშნავი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად, ასევე, ძველი პროექტების დასამთავრებლად. სიტუაციას სწორად აღიქვამთ, ალღო არ გღალატობთ. მოსალოდნელია ახალი ბრწყინვალე იდეების გაჩენა. კარგად ურთიერთობთ გარშემომყოფებთან, მათზე სასიამოვნო შთაბეჭდილებას ახდენთ. შესაძლებელია რომანტიკული გატაცება, სერიოზული ურთიერთობების დაწყება.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლოაში გაიზრდება

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა, რომელიც დიდ გამარჯვებებს გპირდებათ. წინასწარ ხვდებით, როგორ განვითარდება მოვლენები, რაშიც ხან გამოცდილება, ხან კი ინტუიცია გეხმარებათ. არ ეცადოთ ყველაფრის ფასად თვითკონტროლის შენარჩუნება, ხანდახან გრძნობებსა და ემოციებს გარეთ გამოსვლის საშუალება უნდა მისცეთ. კარგი დღეა გარემოს შეცვლის, მოგზაურობისთვის.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

თხის რქა

რასაც არ უნდა აკეთებდეთ, დაუყოვნებლივი წარმატების იმედი არ გქონდეთ. ვისაც ლოდინი არ შეუძლია, ეს დღე მხოლოდ იმედგაცრუებას მოუტანს. საქმეებში მოსალოდნელია შეფერხებები სხვების სიზანტისა და დაუდევრობის გამო. შესაძლებელია კონფლიქტი ახლობელ ადამიანთან. გარშემომყოფებისთვის ყოველთვის გასაგები არ არის, რატომ ცვლით გეგმებს. ეცადეთ, პროვოკაციას არ აჰყვეთ და ჯანსაღი აზრით იხელმღვანელოთ.

ვარსკვლავური სისტემა ეტა–კილია - Sputnik საქართველო
როგორ ქმარზე ოცნებობენ ქალები – ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

მერწყული

კარგი დღეა, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, მოაწესრიგოთ საქმეები, გამოასწოროთ ადრე დაშვებული შეცდომები. დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია მცირე უსიამოვნებები, გაუგებრობები, მაგრამ ეს ჩანაფიქრზე უარს ვერ გათქმევინებთ. გარშემომყოფებისგან ბევრს ნუ მოითხოვთ – ასეთ შემთხვევაში მათთან ურთიერთობა არ გართულდება.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

თევზები

წარმატებული დღეა. თუ სერიოზულად განეწყობით, შესამჩნევ წარმატებებს მიაღწევთ. გექნებათ ბევრი საქმე, ეცადეთ, თანამიმდევრულად იმოქმედოთ. მიუხედავად ამისა, თავისუფალი დრო მაინც დაგრჩებათ, რომელიც შეგიძლიათ ახლობელ ადამიანებთან გაატაროთ. კარგი დღეა საოჯახო დღესასწაულის მოსაწყობად. მოსალოდნელია საჩუქრები და სასიამოვნო სიურპრიზები.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ყველა ახალი ამბავი
0