დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 28 ივლისი

© Pixabay / gabicuzბეღურა ხის ტოტზე
ბეღურა ხის ტოტზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

წარმატებების მისაღწევად დღეს ჩვეული მეთოდები არ გამოგადგებათ, ახალი უნდა მოიფიქროთ, მეტად შემოქმედებითი უნდა იყოთ. ბევრი რამ შეიცვლება სასიკეთოდ, თუ არ შეუშინდებით პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას. ურთიერთობების თვალსაზრისით არცთუ მარტივი დღეა. არ არის გამორიცული კონფლიქტები. მოერიდეთ ფულის დაუგეგმავად ხარჯვას.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ყველაზე კომუნიკაბელური ადამიანები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

კურო

დილით მეტად გაღიზიანებული ხართ, სიმშვიდეს კარგავთ, მაგრამ ემოციებს აკონტროლებთ, ამიტომ საქმე სერიოზულ კონფლიქტამდე არ მივა. ამ დროს არასასურველია სერიოზული საკითხების განხილვა. დღის მეორე ნახევარში გაჩნდება საინტერესო იდეები, რომელთა რეალიზება ახალ ჰორიზონტებს გახსნის. იდეების განხორციელებაში გვერდით საიმედო ადამიანები დაიყენეთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ტყუპი

კარგი დღეა. შეძლებთ იმის მიღებას, რაც შეცდომების გამო დაკარგეთ, რეპუტაციის აღდგენას, ან ურთიერთობების, რომლებიც თქვენთვის ძვირფასია. ახლა თქვენს მოსაზრებებს ისინიც ი უსმენენ, რომლებსაც აქამდე მხოლოდ საკუთარი აზრი აინტერესებდათ. კარგი დღეა მნიშვნელოვანი შენაძენებისტვის, მოგზაურობისა, ასევე, რომანტიკული არდადეგებისთვის.

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

კირჩხიბი

შესაფერისი დღეა ახალი ნაცნობობისთვის. დღეს გაცნობილი ადამიანები მალე დაგეხმარებიან, როდესაც ეს დაგჭირდებათ, თქვენ მხარეს დაიჭერენ. მოლაპარაკებებისგან საბოლოო შედეგებს ნუ დაელოდებით – ის მხოლოდ მოსამზადებელი ხასიათისა იქნება, ამიტომ ნუ გამოიჩენთ შეუპოვრობას. ფინანსებში გიმართლებთ, სიყვარულში – ნაკლებად. იოლია ჩხუბი საყვარელ ადამიანთან, შერიგებას კი დიდი ძალისხმევა დასჭირდება.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
რა ესაჭიროება ყველაზე მეტად ურთიერთობებში ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ლომი

მოერიდეთ საქმეებს, რომლებიც ძალიან დაგტვირთავთ და დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ზოგიერთი საზრუნავი სხვას გადააბარეთ. უნდა გაუფრთხილდეთ ძალებს, არ დაიტვირთოთ და არ იღელვოთ. ასევე, სასურველია, მოერიდოთ უსიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობებს. საღამო კარგია სხვადასხვა ღონისძიებაზე დასწრებისთვის. მოსალოდნელია საინტერესო ნაცნობობა.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ქალწული

ყველაფერში ზომიერებაა საჭირო. სწორედ ამის წყალობით მოახერხებთ ბევრი სირთულის თავიდან არიდებას. მოსალოდნელია უთანხმოებები ადამიანებთან, რომელთა მოსაზრება თქვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია. ადამიანებთან ურთიერთობებისას ფრთხილად იყავით – ყველას არ ენდოთ. მნიშვნელოვანი საკითხები მხოლოდ გამოცდილ და სანდო ადამიანებთან განიხილეთ. მოსალოდნელია ჯანმრთელობის პრობლემები.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

სასწორი

ყურადღებით იყავით, არ გაიმეოროთ წარსულის შეცდომები. თუ სერიოზულად მოეკიდებით საქმეებს, წარმატებებს მიაღწევთ, ხოლო ზერელე დამოკიდებულება უსიამოვნებებს გამოიწვევს. ეს განსაკუთრებით ფულთან დაკავშირებულ საქმეებს ეხება. ურთიერთობების თვალსაზრისით მარტივი დღე არ არის. მოგიწევთ კრიტიკული შენიშვნების მოსმენა, უამრავი რჩევის, რომლებიც უსარგებლო გეჩვენებათ. ამ სიტუაციებში იუმორის გრძნობა დაგეხმარებათ.

აფეთქებული ვარსკვლავი კოსმოსში - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ყველაზე ბედნიერი ნიშნები

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

მორიელი

თუ ძალიან მაღალ მიზნებს არ დაისახავთ, დღე წარმატებული იქნება. დაქვეითებულია შემოქმედებითი პოტენციალი, ახალი იდეები მაინცდამაინც არ მოდის. საქმეებშიც შესაძლებელია სირთულეების გაჩენა. ზოგიერთ თქვენგანს გეგმების შეცვლა მოუწევს. სირთულეები ურთიერთობებშიც მოსალოდნელია, განსაკუთრებით, ახალგაზრდებს შორის. არ არის გამორიცხული ჩხუბი წვრილმანების გამო.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლოაში გაიზრდება

მშვილდოსანი

პრობლემებისგან მთლიანად გათავისუფლებას ვერ შეძლებთ, მაგრამ არც ჩიხში მოქცევა და ჩანაფიქრზე უარის თქმა მოგიწევთ. გამოსავალს მალე იპოვით, რაშიც ინტუიცია დაგეხმარებათ. იოლი არ იქნება გარშემომყოფებთან ურთიერთობები, განსაკუთრებით, საერთო ენის გამონახვა უფროსი თაობის წარმომადგენლებთან. დღეს თქვენში მეამბოხე სული ბობოქრობს და გსურთ, ყველას დაუმტკიცოთ თქვენი მოსაზრებები, ამიტომ ჯანსაღ აზრს არ ეპუებით.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

თხის რქა

ძალზე იღბლიანი დღეა. არის საშუალება, დაასრულოთ ადრე დაწყებული საქმეები, ან ახალი დაიწყოთ. შეგიძლიათ დაიხმაროთ მოკავშირეები, მაგრამ მარტოც გაართმევთ თავს. საკუთარ ძალებს ობიექტურად აფასებთ. მგზავრობა არარეკომენდებულია, რადგან სირთულეები შეიძლება გაჩნდეს. შესაძლებელია საყიდლებზე წასვლა, ფინანსებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება – ინტუიცია არ გიღალატებთ.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ყველაზე საიმედო მამაკაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

მერწყული

მშვიდი დღეა პატარა სასიხარულო მოვლენებითა და სასიამოვნო სურპრიზებით. ზოგიერთი თქვენგანი კარგ სიახლეს შეიტყობს. შეიძლება ცხოვრებაში რამის შეცვლის დაწყება – აჩქარების გარეშე. ახლა მთავარია, გესმოდეთ, რა არის თქვენი ჭეშმარიტი მიზანი. თუ სერიოზულად იქნებით განწყობილი, გაუმკლავდებით არა მხოლოდ საკუთარ, არამედ სხვების პრობლემებსაც. საყვარელ ადამიანს აუცილებლად დაუთმეთ დრო – მისთვის ეს ახლა აუცილებელია.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

თევზები

რთული და დაძაბული დღეა. მოდუნება არ შეიძლება. ძალიან დიდ ყურადღებას აქცევთ წვრილმანებს და ამ დროს, შესაძლოა, რაღაც ძალზე მნიშვნელოვანი მხედველობიდან გამოგეპაროთ. ემოციური ფონი არახელსაყრელია, ხშირად გეცვლებათ განწყობა, ბრაზდებით წვრილმანების გამო. ეცადეთ, სიტუაცია მთლიანობაში აღიქვათ. მნიშვნელოვანი იქნება ახლობლების მხარდაჭერა.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ყველა ახალი ამბავი
0