დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 26 ივლისი

გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

დღეს მღელვარება მოგიწევთ: მიიღებთ ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას და ყოველთვის გასაგები არ არის, მათზე როგორი რეაგირება უნდა გქონდეთ. შესაძლოა, თავი შეგახსენოთ ძველმა პრობლემებმა. დაგჭირდებათ შეუპოვრობა და ამასთან, არასტანდარტული დამოკიდებულება. საიდუმლო მხოლოდ ძალზე ახლობელ, სანდო ადამიანს გაანდეთ, ასევე, არასასურველი საკუთარი სამომავლო გეგმების სხვებისთვის გაზიარება.

კაირო - Sputnik საქართველო
ეგვიპტური ჰოროსკოპი – დაინახეთ თქვენი თავი განსხვავებულად

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

კურო

წინააღმდეგობებით აღსავსე, მშფოთვარე დღეა. გამწვავდება ნათესავებთან ურთიერთობები. შესაძლოა, ორ ცეცხლშუა აღმოჩნდეთ, რომლის დროსაც ნეიტრალიტეტის დაცვა ძალიან რთულია. აჩვენეთ, რომ მოვლენებს ძალზე სერიოზულად უყურებთ და მეტი შანსი გექნებათ, რომ მშვიდობისმყოფელის როლი შეასრულოთ. სამსახურში მოსალოდნელია წარმატებები, გაქვთ კარიერული წინსვლის შანსები.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ტყუპი

გექნებათ ადრე დაწყებული საქმეების დასრულების შესაძლებლობა. გაქვთ სიამაყის საფუძველი - წარმატებებს აღწევთ იქ, სადაც სხვებმა მარცხი განიცადეს. გარშემომყოფები ხშირად მოგმართავენ რჩევისთვის, მორალური მხარდაჭერისთვის. ეცადეთ, რომ თქვენი სიტყვები სწორად გაიგონ. დასვენებისთვის დრო ბევრი არ გრჩებათ, მაგრამ საწუწუნოდ საქმე არ გაქვთ - მოგწონთ ის, რასაც აკეთებთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

კირჩხიბი

ახალი იდეების დღეა, რომელიც აოცებს გარშემომყოფებს. ასევე გაკვირვებული რჩებიან ისინი თქვენი საქციელის გამო და განმარტებებს მოითხოვენ. თუნდაც არასასიამოვნოდ მოგეჩვენოთ, საუბარს თავი არ აარიდოთ. შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ გათავისუფლდეთ ყველაფრისგან, რაც მოგყირჭდათ, გაუმკლავდეთ დაგროვებულ პრობლემებს. მიიღეთ გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად და მათზე გავლენის უფლება არავის მისცეთ.

გეომაგნიტური ქარიშხალი მზეზე - Sputnik საქართველო
რამდენად გულწრფელი ხართ სიყვარულში – ამას ინდური ჰოროსკოპის მეშვეობით შეიტყობთ

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ლომი

საკმაოდ დაძაბული დღეა. არ გყოფნით თავდაჯერებულობა, ამიტომ გინდათ, რომ გეგმებზე უარი თქვათ. მაგრამ ეს არ უნდა გააკეტოთ. წარმატების მიღწევის სანსები დიდია. დღეს დაწყებულმა საქმიანმა ურთიერთობებმა დროთა განმავლობაში, შესაძლოა, მეგობრული ხასიათი მიიღოს. ზოგიერთ პრობლემას აზვიადებთ, დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ. მოგვიანებით ისინი თავისთავად გადაწყდება.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

ქალწული

შესანიშნავი დღეა გართობისა და დაუღალავი საქმიანობისთვის. სჯობს, სერიოზული და საპასუხისმგებლო დღეს არაფერი დაგეგმოთ - მოსალოდნელია, რომ წვრილმანების გამო გეგმების გადადება მოგიწიოთ. კარგი დღეა ოჯახური კავშირების გამტკიცებისთვის. არასასურველია სერიოზული ფიზიკური დატვირთვა - გადაღლილობის გამო, შესაძლოა, ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდეს.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

სასწორი

მნიშვნელოვანი მოვლენები და დიდი ცვლილებები არ გელოდებათ, მაგრამ, მთლიანობაში, დღე საკმაოდ სასიამოვნოდ ჩაივლის. იქნება ადრე დაწყებული საქმეების ბოლომდე მიყვანის, ასევე, ფინანსური სფეროს მოწესრიგების შესაძლებლობა. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაკარგოთ წონასწორობა, განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარში, როცა ოჯახური საქმეებით მოგიწევთ დაკავება და, სავარაუდოდ, ოჯახის წევრის სერიოზული შეცდომის გამოსწორება.

საქორწინო ბეჭდები - Sputnik საქართველო
თუ ქორწილს გეგმავთ: საქორწინო ჰოროსკოპი

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

მორიელი

ნაყოფიერი და იღბლიანი დღე გელოდებათ. შეგიძლიათ დაგეგმოთ საქმეები, რომლებიც ყურადღებასა და წინდახედულებას საჭიროებს. კარგად ჩაივლის საქმიანი მოლაპარაკებები. დადგა ხელსაყრელი დრო იმისთვის, რომ პირად ცხოვრებაში რამე შეცვალოთ უკეთესობისკენ. გამოიჩინეთ ინიციატივა, აღიარეთ თქვენი გრძნობები. მოსალოდნელია თანხის მიღება.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში გაიზრდება

მშვილდოსანი

კარგი დღეა დასვენებისა და ჩვეული საქმეების გადაწყვეტისთვის. არ ღირს ახალ და რთულ საქმესთან შეჭიდება., რადგან ყურადღების კონცენტრირება გაგიჭირდებათ. სჯობს, ის საქმეები გააკეთოთ, რაც კარგად იცით - ასე უსიამოვნებებს აირიდებთ თავიდან. ადვილად იპოვით საერთო ენას ახლობლებთან, შესანიშნავ დროს გაატარებთ თქვენთვის საყვარელ ადამიანებთან.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

თხის რქა

დამღლელი დღეა, რომლის დიდ ნაწილს, შესაძლოა, სასიამოვნო, მაგრამ უსარგებლო საქმიანობა წაიღებს. მოგიწევთ სხვისი პრობლემების გადაჭრა. შეგაშფოთებთ, რომ საკუთარი გეგმა უამრავი გაქვთ, მაგრამ მათი ხორცშესხმის დრო - არა. ცოტა უნდა მოიცადოთ. არასასურველია დიდი თანხის ნივთის ყიდვა. ემოციური ფონი არასტაბილურია, ნერვიულობთ წვრილმანების გამო. დაგეხმარებათ ახლობლების მხარში დგომა.

თეთრი ღამე ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო
ბოშური ჰოროსკოპი - გაიგეთ თქვენი და თქვენი ახლობლების თვისებები ახალი რაკურსით

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

მერწყული

თუ თავს ფანტაზიის უფლებას მისცემთ, არ შეუშინდებით თამამი იდეის რეალიზებას, დღე კარგად ჩაივლის. იხსნება ახალი შესაძლებლობები და ცოტაოდენი სიმტკიცე და შეუპოვრობა გჭირდებათ, რომ ეს შესაძლებლობები გამოიყენოთ. იკვეთება ლიდერის თვისებები, რაც თანამოაზრეების შემოკრებისთვის უნდა გამოიყენოთ. მოსალოდნელია სასიამოვნო სიახლეები. შეგიძლიათ, დაგეგმოთ მოგზაურობა.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

თევზები

ნუ ენდობით სხვების დაპირებებს - დიდი ალბათობით, ისინი ვერ შესრულდება. ახლობლებმა, თავისდაუნებურად, დილით, შესაძლოა, პრობლემები შეგიქმნან. შუადღე მიესადაგება დამოუკიდებლად მუშაობას. საღამოს დაისვენეთ, არ გადაიღალოთ. ჩვეულმა საქმეებმა ამ დროს, შესაძლოა, ძალზე გაგაღიზიანოთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ყველა ახალი ამბავი
0