დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 18 ივლისი

© Sputnik / STRINGERთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

დღის დასაწყისი მშფოთვარე იქნება. ახლა საკუთარ თავზე კონტროლი შეიძლება იმათაც დაკარგონ, ვისაც, ჩვეულებრივ თავის გაკონტროლება არ უჭირს, მხოლოდ კარგად გააზრებულ გადაწყვეტილებებს იღებს და სანამ რამეს იტყვის, თითოეულ სიტყვას წონის. სახლშიცა და სამუშაოზეც, ჩვეულებრივზე ხშირად იწყება კამათი, ადამიანები, რომლებიც აქამდე მშვენივრად აგვარებდნენ ურთიერთობებს, ახლა ერთმანეთით უკმაყოფილო არიან.

სანაპირო  - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ყველაზე იღბლიანი ნიშნები - ვის უმართლებს ყველაზე მეტად ლატარიის თამაშში

დღის მეორე ნახევარი ნანატრ სიმშვიდეს მოიტანს. გამოაშკარავდება, რომ ბევრი პრობლემა არც ისე სერიოზულია, როგორც ჩანს, ზოგი კი თავისთავად მოგვარდება. კარგი დროა იმისთვის, რომ ცოტა ხნის წინანდელ მოვლენებზე დაფიქრდეთ. შესაძლოა, გაარკვიოთ, სად დაუშვით შეცდომა და მათ გამოსწორებას შეეცდებით.

ვერძი

მოვლენები ისე არ ვითარდება, როგორც ვარაუდობდით. მოგიწევთ გეგმების შეცვლა, რაც განერვიულებთ. გიჭირთ გონივრული გადაწყვეტილებების მიღება. მოუსმინეთ სანდო ადამიანების რჩევებს - ეს შეცდომებისგან გიხსნით. სჯობს, არავის არფერს დაჰპირდეთ, განსაკუთრებით ფულთან დაკავშირებით. ასევე, არავის გაუზიაროთ საკუთარი სამომავლო გეგმები, განსაკუთრებით, თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ მხარდაჭერას მიიღებთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

კურო

ხელსაყრელი დღეა მუშაობისთვის. ადვილად გაუგებთ გარშემომყოფებს, ნაკლებად სავარაუდოა უთანხმოებები. სასურველია, ხანგრძლივი მგზავრობა გადადოთ - ეს დაგღლით და თან, მოლოდინსაც არ გაამართლებს. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია გარკვეული ყოფითი პრობლემები, რომლებიც დაუყოვნებლივ გადაწყვეტას მოითხოვს. მაგალითად, შეიძლება გაფუჭდეს საოჯახო ტექნიკა, რომლის რემონტი იმაზე ძვირი დაჯდება, ვიდრე ვარაუდობდით.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

ტყუპი

იფრთხილეთ ადამიანებთან ურთიერთობებისას. თავი შორის დაიჭირეთ მათგან, ვინც თავს გაბეზრებთ, სვამს ბევრ კითხვას და გაძლევთ უამრავ რჩევას. სირთულეები ხანდახან ჩნდება, მაგრამ ეს ვერ გაიძულებთ, რომ ჩანაფიქრზე უარი თქვათ. ხანდახან, დაძაბულ მომენტებში იუმორის გრძნობა გიშველით. დღის მეორე ნახევარში კარგია, თუ საკუთარ იდეებს სხვებს გაუზიარებთ. გვერდით ბევრი დაგიდგებათ.

სავსემთვარეობა - Sputnik საქართველო
ამაღამ მთვარის დაბნელებაა: როგორ იმოქმედებს ზოდიაქოს ნიშნებზე

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

კირჩხიბი

მიზნისკენ მტკიცედ მიიწევთ წინ, უარს არ ამბობთ ჩანაფიქრზე. წარმატება მოვა, მაგრამ ცოტა მოგვიანებით. კარგი დღეა იმისთვის, რომ რამე ახალს შეეჭიდოთ, მოძებნოთ არასტანდარტული გადაწყვეტილებები. მოსალოდნელია თანხის მიღება. ზოგიერთი თქვენგანი შესამჩნევად გააუმჯობესებს ფინანსურ მდგომარეობას, დადებს მომგებიან გარიგებას. ახლობლებთან ურთიერთობები უკეთესობისკენ შეიცვლება.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ლომი

შესანიშნავი დღეა არაფორმალური შეხვედრებისთვის. ადვილად გაუმკლავდებით თუნდაც ყველაზე მომთხოვნ ადამიანებს; არ უშინდებით ტრადიციების დარღვევას. თქვენი ყველაზე ექსტრავაგანტული საქციელიც კი მხოლოდ კარგ შთაბეჭდილებას ახდენს. მოსალოდნელია თანხის მიღება. სახლში, შესაძლოა, ჩვეულებრივზე მეტი საზრუნავი გქონდეთ. ახლობლებს დახმარება სჭირდებათ. თქვენ ამაზე უარს არ ამბობთ და ამასთან, საკუთარ საქმეებსაც ასწრებთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ქალწული

თუ დროს ტყუილუბრალოდ არ დაკარგავთ, ბევრი საქმის გაკეთებას მოასწრებთ. გაითვალისწინეთ, რომ დილა დღის ყველაზე ნაყოფიერი დროა. გამოიყენეთ პოზიტიური ტენდენციების გავლენა და საქმეებს დილიდანვე შეუდექით. საღამო მიესადაგება დასვენებასა და შეხვედრებს არაფორმალურ გარემოში. მეგობრები კარგ სიახლეებს გაგაცნობენ, ასევე, არ არის გამორიცხული საინტერესო წინადადებებიც შემოგთავაზონ.

მზე - Sputnik საქართველო
რასაც მოისურვებთ: ზოდიაქოს სამი იღბლიანი ნიშანი ივლისის მეორე ნახევარში

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

სასწორი

ყველაფერი კარგად გამოგდით. კარგი დღეა რამე ახლის დასაწყებად ან ძველი ჩანაფიქრის განსახორციელებლად. ხშირად მიზნისკენ ინტუიციას მიჰყავხართ. მისი კარნახის წყალობით რთულ საქმეებთან გამკლავებასაც ახერხებთ. შესაძლებელია მოულოდნელი საქმიანი შემოთავაზება გქონდეთ და ახალი კარგი პერსპექტივები გაჩნდეს. კარგად ჩაივლის თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანებთან შეხვედრა. პირად ურთიერთობებში მოსალოდნელია ცვლილებები უკეთესობისკენ.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მორიელი

დღე საკმაოდ იღბლიანად ეწყობა, ბევრ რამეში გიმართლებთ. ისარგებლეთ ხელსაყრელი მომენტით და შეეჭიდეთ რთულ საქმეს. გაჩნდებიან ახალი მოკავშირეები და თანამოაზრეები, რომელთა ნდობაც შეიძლება. ასევე, იქნება შანსი, რომ აღადგინოთ ძველი საქმიანი კავშირები. ამის შემდეგ თავს უფრო თავდაჯერებულად იგრძნობთ. მოსალოდნელია საინტერესო შეხვედრები, ასევე, იმ ურთიერთობების აღდგენა, რომელთა გაწყვეტასაც ძალიან ნანობდით.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

მშვილდოსანი

წარმატებებს აღწევთ არა იმდენად საკუთარი ცოდნისა და შეუპოვრობის წყალობით, არამედ ადამიანებთან ურთიერთობების დამყარების უნარით - კარგად გრძნობთ, რა სურთ ადამიანებს თქვენგან და საერთოდ, ცხოვრებისგან. კარგი დღეა თანამშრომლობის დაწყებისთვის - ის ნაყოფიერი და სასიამოვნო იქნება. კარგად ჩაივლის საჯარო გამოსვლებიც, აუდიტორიის ყურადღებას იოლად დაიპყრობთ. საყიდლებისთვის დღის მეორე ნახევარი უფრო კარგი პერიოდია, ვიდრე პირველი.

მზის ჩასვლა მთების ფონზე  - Sputnik საქართველო
ზოგი ხუმრობით, ზოგიც... ზოდიაქოს ნიშნები სხვა რაკურსით

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

თხის რქა

მოთმინებით აღიჭურვეთ, ამის გარეშე დღეს გაგიჭირდებათ. ყველაზე უბრალოს საქმეებთანაც კი გიჭირთ სწრაფად გამკლავება. დღის დასაწყისში მოსალოდნელია გაუგებრობები, არეულობა, გეგმები შესაძლოა, დაიმსხვრეს. სამაგიეროდ, დღის მეორე ნახევარი გაგახარებთ. შესაძლოა, აგიხდეთ დიდი ხნის ოცნება, სურვილი, გაჩნდება შანსი, მიაღწიოთ მიზანს, რომელზეც დიდი ხანია, ოცნებობთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მერწყული

ყველას აჩვენებთ, რა შეგიძლიათ. იქნება შანსი, რომ კარიერულ კიბეზე წაიწიოთ წინ, იპოვოთ გავლენიანი მოკავშირე, რომლის წყალობითაც თქვენ წინაშე პროფესიული პერსპექტივები გაიხსნება. მნიშვნელოვანია, რომ არ აურიოთ პირადი და საქმიანი ურთიერთობები, არ იფიქროთ, რომ ვინც გეხმარებათ, ყველა თქვენი მეგობარია. დღის მეორე ნახევარში, შესაძლოა, გარისკვა დაგჭირდეთ. კარგი დღეა საქმიანი მიზნით მგზავრობისთვის.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

თევზები

ურთიერთობებისთვის რთული დღეა. შესაძლებელია პრობლემები ადამიანებთან საქმიან ურთიერთობებში. ოჯახშიც ყველაფერი წესრიგში არ არის, მაგრამ გქონდეთ იმედი, რომ ახლობლები თქვენს სისუსტეებს გაითვალისწინებენ. მშვიდობის შესანარჩუნებლად დათმობებზე წასვლაა საჭირო, მაგრამ ზოგჯერ ეს ძალიან სარისკოა, ამიტომ, სჯობს, ოქროს შუალედი გამოძებნოთ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყველასთვის მნიშვნელოვან საქმეებში.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ყველა ახალი ამბავი
0