14:50 24 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2005
  • 100 RUB4.6592
  • USD2.8867
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის (186)
1142520

მთლიანობაში, კვირა ხელსაყრელი პერიოდია იმისთვის, რომ გავთავისუფლდეთ ნეგატიური აზრების, შიშების, კომპლექსებისგან, რომლებიც ბლოკავს ჩვენს ენერგეტიკას და ბედნიერებისკენ მიმავალ გზას.

ამ კვირის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა მთვარის დაბნელება.

ასტრონომიული მონაცემებით, მთვარის დაბნელება 16–17 ივლისის ღამეს მოხდება. ეს ნიშნავს, რომ საშიში იქნება არა ერთი, არამედ ორი დღე. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ დაბნელების შემდეგ ორი კვირა ასევე მოახდენს გავლენას ადამიანებზე, აქედან გამომდინარე, ფრთხილად უნდა ვიყოთ თვის ბოლომდე.

ივლისის მთვარის დაბნელების განსაკუთრებული მახასიათებელია ის, რომ ეს „კერძო“ დაბნელებაა, ანუ, ძირითადი ნეგატივი შეეხება არა საზოგადოებას ან ოჯახს, არამედ ცალკე აღებულ პიროვნებებს. თითოეულ ჩვენგანს მოუწევს გარკვეულ პრობლემებთან და დისჰარმონიასთან შეჯახება.

დაბნელება თხის რქის ნიშანში მოხდება. ეს ნიშნავს, რომ ორი დღე საკმაოდ ნეგატიური იქნება ყველასთვის, ვინც სიხარბესა და ეგოიზმს გამოავლენს. მთვარის ნაწილობრივი დაბნელება მიწის სტიქიის გავლენით  – ეს ნეგატიური ფაქტორია, რომლის გაუთვალისწინებლობა ამ ორი დღის დაგეგმვისას ნამდვილად არ შეიძლება.

სასურველის მისაღწევად მქსიმალური ძალისხმევა დაგვჭირდება. სიყვარულის სფეროშიც აქტიურობა და შეუპოვრობა გვმართებს. თუ ურთიერთობებმა უკვე ამოწურა თავი, ამ დაბნელების დროს შესაძლებელია წყვილის დაშორება. ეს ნიშნავს, რომ ასეც უნდა მომხდარიყო.

ადამიანები მეტად ეგოისტური და იმპულსურები გახდებიან. შესაძლებელია ჩხუბი, კონფლიქტი, რაც ყველანაირად უნდა ავირიდოთ თავიდან, რადგან ეს შრომისუნარიანობასა და პროდუქტიულობას დაგვაკარგვინებს.

როგორ დავგეგმოთ ივლისის მეორე დეკადა მთვარის კალენდრის მიხედვით>>

მთლიანობაში, კვირა ხელსაყრელი პერიოდია, რომ გავთავისუფლდეთ ნეგატიური აზრების, შიშების, კომპლექსებისგან, რომლებიც ბლოკავს ჩვენს ენერგეტიკას და ბედნიერებისკენ მიმავალ გზას.

თემები:
ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის (186)

მთავარი თემები