ახალგაზრდები და ცნობილები: ყველაზე ლამაზი ქართველი დედიკოები

© photo: Mariam Shukakidze / FBმარიამ შუკაკიძე და დავით ბოლქვაძე
მარიამ შუკაკიძე და დავით ბოლქვაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყნად არ არსებობს ქალი, რომელსაც ერთხელ მაინც არ უფიქრია ან უნატრია დედობა. ქვეყნიერების სასწაული, სწორედ ბავშვის გაჩენა და ფეხმძიმობის პერიოდია. პატარა ასაკში დაოჯახებას თავისი ხიბლი და განსაკუთრებულობა აქვს, თუმცა სირთულეებიც მოჰყვება. დედობა ხომ ღირსება და ერთგვარი ნიჭია.

Sputnik-საქართველომ მოგიმზადათ ქართველი ახალბედა/ფეხმძიმე დედების ისტორიები და ფოტოები.

მარიამ ხორგუაშვილი - ბუნებრივი სილამაზით დაჯილდოებული, ცნობილი ქართველი მოდელი 20 წლის იყო, როდესაც პირველად დაოჯახდა. მარიამის და ფეხბურთელ ლაშა კალანდაძის ქორწილს საზღვარგარეთის ტაბლოიდები განიხილავდნენ და სამეფო წყვილს ადარებდნენ. მათ 2014 წლის 20 ივ­ლისს სი­ო­ნის ტა­ძარ­ში ჯვა­რი და­ი­წე­რეს. სამწუხაროდ, ფეხბურთელისა და მოდელი თანაცხოვრება მალე დასრულდა. მარიამს პირველი ქორწინებიდან 4 წლის ვაჟი - დემეტრე ჰყავს. მეუღლესთან დაშორების შემდეგ, მარიამმა სამოდელო კარიერა საზღვარგარეთ განაგრძო. დაბრუნებისთანავე ახალი რჩეული - ვაკო გიგინეიშვილი გაიჩინა. წყვილი ერთად თავს კომფორტულად გრძნობს, საკმარისია მარიამის Instagram-ს გადაავლოთ თვალი, ამაში თავად დარწმუნდებით. 

მარიამ სანოგო - აფრიკული წარმოშობის, საქართველოში გაზრდილი მოდელია. ეგზოტიკური გარეგნობის გამო ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. ტელეწამყვანს „ტვ იმედზე“ ამინდის პროგნოზი მიჰყავს და სულ ცოტა ხნის წინ დაოჯახდა. 2019 წელს ვაჟი შეეძინა. პირმშოს ფოტოებს ხშირად უზიარებს Instagram-ის გამომწერებს და დედობაც მარტივად აითვისა. მიუხედავად ფეხმძიმობისა, არ შეაჩერა კარიერა და ბოლო თვემდე აქტიურად იყო ჩართული გადაღებებში.

ანა ახვლედიანი - 23 წლის სუპერმოდელის ბუნებრივი სილამაზე არავის ტოვებს გულგრილს. 2014 წელს ანა Dolce&Gabanna კასტინგზე 500 გოგონადან ამოარჩიეს.

მოდელებმა ანა ახვლედიანმა და გიგი ბერაიამ ერთმანეთი სამი წლის წინ მეგობრის დაბადების დღეზე გაიცნეს. კარიერის გამო ანას საზღვარგარეთ მოუწია წასვლა და წყვილმა კონტაქტი გაწყვიტა, თუმცა მალე დაუბრუნდნენ ერთმანეთს და ულამაზესი ქალიშვილი ევა შეეძინათ. სოციალურ ქსელში ხშირად კამათობენ თუ ვის ჰგავს პატარა ანგელოზი.

სალი წვერავა - საზოგადოებამ ვლოგერი გიორგი ჯობავას მეუღლე ძალიან შეიყვარა. წყვილი არაორდინალური ცხოვრებით გამოირჩევა. ისინი ერთგულ მაყურებელს პოზიტიურ, სახალისო და ჰუმანურ ვიდეოებს სთავაზობენ. სოციალურ ქსელში ცნობილნი არიან „The Family Guys“ სახელით. წყვილმა ახალი პროექტი „1000 მუღამი, რომელიც უნდა გაისწორო სანამ ცოცხალი ხარ“ წამოიწყო, რომლის მიზანია სიკეთის გაზიარება და ლაღად ცხოვრება. საკმარისია, მათი ერთი ვიდეო ნახოთ და მთელი დღის განწყობა შეგექმნებათ. ჰყავთ 2 ულამაზესი შვილი- სებე და მია.

ნანუკა გუდავაძე - მომღერალ ბერა ივანიშვილის მეუღლემ 18 აპრილს გაუზიარა თაყვანისმცემლებს სასიხარულო ამბავი. დეკემბრის თვეში ბიძინა ივანიშვილი პირველად გახდება ბაბუა. ულამაზესმა წყვილმა უამრავი მილოცვა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მიიღო. ნანუკა გუდავაძე და ბერა ივანიშვილი 2018 წელს დაოჯახდნენ და ქორწილი ვიწრო წრეში გადაიხადეს.

მარიამ შუკაკიძე - დიზაინერი და ფოტომოდელია. მისი რჩეული მეზღვაური დათო მობქვაძეა. მათ მთელი საქართველო იცნობს და ცოტა ხნის წინ რუსეთის ერთ-ერთმა ცნობილმა გამოცემამ ყველაზე პოპულარულ და ლამაზ წყვილად აღიარა. ერთმანეთი 2017 წელს გაიცნეს და, როგორც თავად ამბობენ, ერთი ნახვით შეუყვარდათ. „სიყვარულში ძალიან მალე გამომიტყდა და პირდაპირ მითხრა, ჩემი ცოლი უნდა გახდეო"- აღნიშნავს მარიამი. ცოტა ხნის წინ მშობლები გახდნენ, წყვილს ქალიშვილი მართა შეეძინა.

ყველა ახალი ამბავი
0