თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. „მის საქართველო 2011“-ის ტიტულის მფლობელი, მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი და ტელეარხ „იმედის“ პროდიუსერი და წამყვანი ნოე სულაბერიძე ევროპაში ისვენებენ.
„მის საქართველო 2011“ თხოვდება>>
ნიშნობის შემდეგ წყვილი ავსტრიაში გამართულ ერთ-ერთ წვეულებას დაესწრო, სადაც ჯანეტ ქერდიყოშვილს ლაშა ჯოხაძის მიერ შექმნილი დახვეწილი კაბა ემოსა.
როგორც Instagram Story-სა და ფოტოების მეშვეობით ირკვევა, რომანტიკული დღეების გატარება წყვილმა იტალიის ქალაქ ფლორენციაში გადაწყვიტა.
ფოტოზე თანდართული წარწერები #dreamboy და #loveistheanswer მეტყველებს წყვილის შეხმატკბილებულ ურთიერთობაზე.
საზოგადოებამ ნოე სულაბერიძისა და ჯანეტ ქერდიყოშვილის ნიშნობის შესახებ 10 აპრილს სოციალური ქსელის მეშვებით გაიგო.
ჯანეტ ქერდიყოშვილი 1991 წლის 29 ნოემბერს თბილისში დაიბადა. 19 წლის ასაკში „მის საქართველო 2011"-ის ტიტულის მფლობელი გახდა. მუშაობდა ჟურნალისტად, მოდელად ჟურნალ Vogue-ში (უკრაინა), ასევე იყო ტელეკომპანია „რუსთავი2"-ის გადაცემა „მის საქართველო 2015"-ის კონკურსის დღიურების" წამყვანი. ბოლო დროს ცხოვრობდა მილანში, სადაც მოდისა და დიზაინის კერძო იტალიურ სკოლა Istituto Marangoni-ში მოდისა და დიზაინის ფაკულტეტზე სწავლობდა.