„აზდაკის ბაღი“ - მსოფლიოში პირველი ადაპტირებული თეატრი საქართველოში აშენდება

© FB / Integrated Theater "Azdak's Garden"ინტეგრირებული თეატრი „აზდაკის ბაღი“
ინტეგრირებული თეატრი „აზდაკის ბაღი“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინტეგრირებული თეატრი „აზდაკის ბაღი” 2016 წელს დაარსდა. იგი 16 ზრდასრულ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს აერთიანებს.

დასმა დღემდე საკმაოდ შრომატევადი, რთული გზა განვლო და  წარადგინა არაერთი პრემიერა. პირველი სპექტაკლი გახლდათ „ბოშები”,  რასაც მოჰყვა  „საახალწლო აურზაური ზღაპარეთში”, „კაცია ადამიანი” და სხვა.

სულ ახლახან თეატრს მთაწმინდის პარკის ტერიტორიაზე გადაეცა მიწის ნაკვეთი, სადაც ადაპტირებული შენობა აშენდება. ამისთვის საჭიროა გარკვეული ოდენობის თანხა, რომლის შესაგროვებლად არა ერთი ღონისძიებაა დაგეგმილი. რა გზა გაიარა თეატრმა და რა გეგმები აქვთ სამომავლოდ, ამის შესახებ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბაჩო გაბრუაშვილი გვესაუბრა.

© FB / Integrated Theater "Azdak's Garden"ბაჩო გაბრუაშვილი
„აზდაკის ბაღი“ - მსოფლიოში პირველი ადაპტირებული თეატრი საქართველოში აშენდება - Sputnik საქართველო
ბაჩო გაბრუაშვილი

- „აზდაკის ბაღი“ ორი წლის წინ დავაარსე. დიდი ხანია ვმუშაობ სარეაბილიტაციო დღის ცენტრებში. როცა მუშაობა დავიწყე თავდაპირველად დავდგი სპექტაკლი. იქ იყო აუტისტური სპექტრის მქონე  ბავშვი, ლუკა. იმდენად ნიჭიერი იყო, რომ  გავოცდი. ვფიქრობდი, მე როგოც მსახიობი გავაკეთებდი თუ არა ისე, როგორც ლუკა აკეთებდა. ვფიქრობდი, რა მაგარი იქნებოდა, ეს ბავშვები პროფესიონალ მსახიობებთან ერთად, რომ იდგნენ სცენაზე. რატომ არ უნდა ჰქონდეთ მათ შესაძლებლობა, ფუფუნება, რომ იმუშაონ თეატრში და იდგნენ სცენაზე?

მე მქონდა ფართი, სარდაფის სტილში, რომლიც იყო დაახლოებით 40 კვადრატი და სწორედ იქ დავიწყეთ რეპეტიციები. ჩვენი პირველი სპექტაკლი „ბოშები“ დააფინანსა თბილისის მერიამ, რომელიც ვითამაშეთ მზიურის ამფითეატრში. ამის შედეგ გადავწყვიტეთ ეს სპექტაკლი გვეჩვენებინა სხვადასხვა ქალაქში. ჩავიტანეთ ხუთ თუ ექვს რეგიონში. ერთი სიტყვით ძალიან კარგად დაიწყო  ყველაფერი. მეორე სპექტაკლი დავიწყეთ საახალწლოდ, რომელიც არავინ არ დაგვიფინანსა. ისევ ჩვენი სახსრებით, წვალებით შედგა ეს სპექტაკლიც. ჩვენი ხელით შევქმენით და ავაშენეთ დეკორაცია, საკანცელარიო დანით გამოვთალეთ ნაძვის ხე. სპექტაკლს ესწრებოდა პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა. ძალიან მოეწონა და მისი მხარდაჭერით პრეზიდენტის ფონდმა იჯარით აიღო ფართი. ამის შემდეგ ლატარიის კომპანიამ 5 ათასი ლარი გადმოგვცა, რითიც ავაშენეთ სცენა. პრეზიდენტის ფონდის დაფინანსებით დავაყენეთ განათება. მოკლედ რაღაც შევაკოწიწეთ და დავიწყეთ სპექტაკლების თამაში. ჩვენთან სტუმრად იყო რამდენიმე სკოლა. დღეში სამჯერ-ოთხჯერ ვთამაშობდით სხვადასხვა სპექტაკლებს. ასე ნელ-ნელა გავიზარდეთ და ახლა ვართ იქ, სადაც ვართ.

© FB / Integrated Theater "Azdak's Garden"ინტეგრირებული თეატრი „აზდაკის ბაღი“
„აზდაკის ბაღი“ - მსოფლიოში პირველი ადაპტირებული თეატრი საქართველოში აშენდება - Sputnik საქართველო
ინტეგრირებული თეატრი „აზდაკის ბაღი“

- ვინ არიან ადამიანები, ვინც „აზდაკის ბაღის“ გარშემო არიან გაერთიანებული? რამდენი მსახიობი თამაშობს თეატრში?

- „აზდაკის ბაღში“ არის 16 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. შეზღუდვები არის სხვადასხვა. არის აუტისტური სპექტრი, დაუნის სინდრომი, ფსიქიკური აშლილობა და ა.შ. ისე არ არის, რომ რაღაც ერთი დიაგნოზის მქონე ადამიანები იყვნენ თავმოყრილი. აქ მენტალურ შეზღუდვებზეა საუბარი და არა ფიზიკურ შეზღუდვებზე.

რაც შეეხება პროფესიონალ მსახიობებს, ადრე თუ სახვეწარი იყო, რომ ამ ადამიანებთან ერთად ეთამაშათ, ახლა თავად გამოთქვამენ სურვილს, რომ ითამაშონ ჩვენს სპექტაკლებში. ნოდარ დუმბაძის მოთხრობებზე ვდგამთ ახლა სპექტაკლებს და ბევრმა მსახიობმა თავად მოიწადინა, რომ უნდათ ჩვენთან ერთად თამაში.

© FB / Ilia Chavchavadze Saguramo State Museumინტეგრირებული თეატრი „აზდაკის ბაღი“
„აზდაკის ბაღი“ - მსოფლიოში პირველი ადაპტირებული თეატრი საქართველოში აშენდება - Sputnik საქართველო
ინტეგრირებული თეატრი „აზდაკის ბაღი“

- რას აძლევს „აზდაკის ბაღი“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს?

- ალბათ საკუთარი თავის რწმენას, მომავლის რწმენას, საკუთარი თავის რეალიზების შესაძლებლობას, მომავლის ინტერესს, სამსახურს. მოკლედ, რომ ვთქვა, რასაც აძლევს თეატრი ნებისმიერ მსახიობს, იმას აძლევს „აზდაკს ბაღიც“ თავის მსახიობებს. გარდა ამისა აქ ხდება მსახიობის ოსტატობის არაფორმალური სწავლება. მოგეხსენებათ, შშმ პირს საქართველოს კანონმდებლობით არ აქვთ უფლება ჩააბაროს უნივერსიტეტში. აქედან გამომდინარე ის დიპლომს ვერასოდეს აიღებს. თუ მას სცენაზე დგომა სურს, არაფორმალური გზით უნდა მიიღოს განათლება. „აზდაკის ბაღში“ ასეც ხდება. არის ტრენინგები მეტყველების კულტურაში, სასცენო თერაპიაში, მსახიობის ოსტატობაში, სიმღერაში და ა.შ.  უკვე ვაპირებთ პატარა თაობისთვისაც გავხსნათ სტუდია. როცა საწყისი ეტაპი გაქვს გავლილი, იცი სცენაზე დგომის წესები, შემდეგ უფრო ადვილად შედიხარ სამუშაო პროცესში. გვინდა, რომ ამ ყველაფერს პატარა ასაკიდანვე მიეჩვიონ ბავშვები.

© FB / Integrated Theater "Azdak's Garden"ინტეგრირებული თეატრი „აზდაკის ბაღი“
„აზდაკის ბაღი“ - მსოფლიოში პირველი ადაპტირებული თეატრი საქართველოში აშენდება - Sputnik საქართველო
ინტეგრირებული თეატრი „აზდაკის ბაღი“

- ამ ეტაპზე თვითდაფინანსებით არსებობს თეატრი?

- დაფინანსება ისევ არ გვაქვს. იშვიათად გვაქვს ერთჯერადი დახმარებები. ამ ბოლოს მიდიოდა საუბარი, რომ უნდა ჩაგვსვან ბიუჯეტში. იქნებ რაღაცნაირად მოვაგვაროთ ჩვენი პრობლემა და გავაგრძელოთ არსებობა, რადგან ჩვენ ქვეყანას სჭირდება „აზდაკის ბაღი“.

- ალბათ არც ისე მარტივი იყო აქამდე მოსვლა. ამ ხნის  განმავლობაში ვინ გეხმარებოდათ ამ საქმეში, ვინ მუშაობს მსახიობებთან თქვენთან ერთად?

- ეს ადამიანი არის ფსიქოლოგი ქეთი ქიმოსტელი, ჩემი მეგობარი და მეუღლე. მისი თანადგომით ძალიან ბევრი რამე შევძელი.

© FB / Integrated Theater "Azdak's Garden"ინტეგრირებული თეატრი „აზდაკის ბაღი“
„აზდაკის ბაღი“ - მსოფლიოში პირველი ადაპტირებული თეატრი საქართველოში აშენდება - Sputnik საქართველო
ინტეგრირებული თეატრი „აზდაკის ბაღი“

- მშობლების თანადგომა რამდენად მნიშვნელოვანია ამ დროს?

- მე ყოველთვის მადლობელი ვარ მშობლების. ნებისმიერი რამ, რაც გამოდის, მშობლების თანადგომით გამოდის. მშობლები აქტიურად არიან პროცესში ჩართულები და მინდა დიდი მადლობა ვუთხრა მათ ამისთვის. პირველ რიგში მადლობას ვუხდი ნდობისთვის. ნდობის გარეშე რთულია შენი შვილის აწმყო და მომავალი დაუკავშირო, ანდო სხვა ადამიანს. ახლაც გასტროლებზე ვიყავით სამი დღით და 40 ადამიანი ერთი ოჯახივით ვცხოვრობდით.  დიდი შთაბეჭდილებებით ჩამოვედით. საერთაშორისო ინკლუზიური ფესტივალი იყო და სწორე იქ მივიღეთ მონაწილეობა. სამწუხაროდ მსგავს ფაქტს არავინ არ აშუქებს.

© FB / Integrated Theater "Azdak's Garden"ინტეგრირებული თეატრი „აზდაკის ბაღი“
„აზდაკის ბაღი“ - მსოფლიოში პირველი ადაპტირებული თეატრი საქართველოში აშენდება - Sputnik საქართველო
ინტეგრირებული თეატრი „აზდაკის ბაღი“

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

- ჩვენი თეატრი თეატრალურმა საზოგადოებამ მიიღო და გავხდით თეატრალური საზოგადოების წვერი. ახლა აკაკი ხორავას სახელობის სახლში გვაქვს რეპეტიციები, ფაქტიურად იქ გადავცხოვრდით. იქ მოგვიწევს რეპეტიციები, სანამ რაღაცას ავაშენებთ. ახლო მომავალში ვგეგმავთ ნოდარ დუმბაძის მოთხრობების მიხედვით მოვამზადოთ სპექტაკლი. წელს ნოდარის წელია და გვინდა ერთი სპექტაკლი მას მივუძღვნათ. კიდევ ორი სპექტაკლი გვაქვს გეგმაში და ვნახოთ, რომელს გადავწყვეტთ. და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ მთაწმინდის პარკმა გამოგვიყო მიწა და დაგვრთო ნება, რომ ავაშენოთ „აზდაკის ბაღი“. მაკეტი დამთავრდება მალე და დავიწყებთ აქციას. ნებისმიერ ადამიანს ექნება შესაძლებლობა, რომ დაგვეხმაროს და ერთდ ავაშენოთ მსოფლიოში პირველი ადაპტირებული თეატრალური სივრცე.

 

ყველა ახალი ამბავი
0