06:19 25 სექტემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0868
  • 100 RUB3.9814
  • USD2.6226
ესთეტიკური მედიცინის ცენტრი ნეო-ნეო

პერმანენტული მაკიაჟი - მარტივი გამოსავალი საქმიანი ქალბატონებისათვის

© Sputnik / Denis Aslanov
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
მერი ბლიაძე
527 0 0

პერმანენტული ანუ კონტურული მაკიაჟი მარტივი გამოსავალია იმ ქალბატონებისთვის, რომლებსაც არ უყვართ, ან უბრალოდ არ აქვთ დრო ყოველ დილით სარკის წინ გარკვეული დრო გაატარონ. ეს პროცედურა ტატუაჟის ნაირსახეობაა. პერმანენტული მაკიაჟის საშუალებით, შესაძლებელია ნებისმიერ დროს უბადლოდ გამოიყურებოდეთ.

პერმანენტული მაკიაჟი გვაძლევს საშუალებას შევცვალოთ ტუჩის, წარბის, ქუთუთოს ფერი და ფორმა, გავასწოროთ ასიმეტრია, დავხატოთ არარსებული ხალი ან დავფაროთ დეფექტები ჩამოთვლილ ზონებზე. რა დადებითი და უარყოფითი მხარეები გააჩნია აღნიშნულ პროცედურას, როგორ კეთდება პერმანენტული მაკიაჟი, ამის შესახებ ესთეტიკური კლინიკა „ნეო-ნეოს“ ლაზერო თერაპევტი, კოსმეტოლოგი თიკო ჯანჯალაშვილი გვესაუბრა.

Центр эстетической медицины Нео-Нео
© Sputnik / Denis Aslanov
კოსმეტოლოგი თიკო ჯანჯალაშვილი

— პერმანენტული მაკიაჟი, ანუ კონტურული მაკიაჟი ყველაზე მარტივი გამოსავალია იმ ქალბატონებისთვის, რომლებსაც სურთ, ყოველდღიურად ლამაზად გამოიყურებოდნენ. მაკიაჟის დროს ხდება თვალის, წარბის, ტუჩის მოხატვა, ფორმის, ფერის შეცვლა. ტუჩის კონტურის შემთხვევაში ხდება უმნიშვნელო ასიმეტრიების გასწორება.

- როგორ კეთდება კონტურული მაკიაჟი?

— პროცედურა კეთდება სპეციალური აპარატით, ერთჯერადი ინსტრუმენტების გამოყენებით. ამ დროს  ხდება პიგმენტის შეღწევა კანის ზედა შრეში. პიგმენტს ვირჩევთ ინდივიდუალურად, კანის ტიპის და თმის ფერის შესაბამისად, რა თქმა უნდა პაციენტთან შეთანხმებით.

Центр эстетической медицины Нео-Нео
© Sputnik / Denis Aslanov
ესთეტიკური კლინიკა „ნეო-ნეო“

- რამდენად ხარისხიანი და უსაფრთხოა მასალა, რომლითაც კონტურულ მაკიაჟს აკეთებთ?

— ძირითადად ისრაელში წარმოებული პიგმენტები გვაქვს, რომელიც არის ბუნებრივ მინერალებზე დამზადებული და ანტიალერგიულია. საკმაოდ დიდხანს ნარჩუნდება ფერი. დაახლოებით წელიწად ნახევრიდან ორ წლამდე. გააჩნია კანის ტიპს. მშრალი კანის შემთხვევაში დიდხანს ნარჩუნდება პიგმენტი, ცხიმიანი კანის შემთხვევაში უფრო მალე გაიწოვება. ჩვენი პიგმენტები არ იცვლის ფერს, არ ლურჯდება და ინარჩუნებს მდგრადობას.

- რამდენი პროცედურა უნდა ჩაიტაროს პაციენტმა, რომ სასურველ შედეგს მიაღწიოს?

— პირველი პროცედურიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ უნდა მოხდეს განმეორებითი კორექცია, რადგან გავამყაროთ ფერი და იყოს უფრო მდგრადი. ორი პროცედურა საკმარისია სასურველი შედეგის მისაღწევად.

Центр эстетической медицины Нео-Нео
© Sputnik / Denis Aslanov
ესთეტიკური კლინიკა „ნეო-ნეო“

- მტკივნეულია ეს პროცედურა?

— ზონა ყუჩდება ადგილობრივი ანესთეზიით, ამიტომ პროცედურა უმტკივნეულოა.

- რა შემთხვევაში არ უნდა გაიკეთოს ადამიანმა პერმანენტული მაკიაჟი?

— არ შეიძლება კანის სხვადასხვა დაავადებების დროს, სისხლის დაავადებების დროს, ასევე ორსულობის და ლაქტაციის დროს.

- რა გართულებები და გვერდითი მოვლენები გააჩნია?

— რაიმე მნიშვნელოვანი ან განსაკუთრებული გვერდითი მოვლენები არ გააჩნია. უბრალოდ, წარბის შემთხვევაში შესაძლოა პაციენტს აღენიშნებოდეს ოდნავი შეშუპება.   თვალის და ტუჩის შემთხვევაში უფრო დიდხანს მუშავდება ზონა და შესაძლოა 3-4 დღის განმავლობაში იყოს გამოხატული შეშუპება და ტუჩის აქერცვლა.

© Sputnik / Denis Aslanov
GEO ლაზერო თერაპევტი, კოსმეტოლოგი თიკო ჯანჯალაშვილი საუბრობს, რამდენად ეფექტურია პერმანენტური მაკიაჟი

- კონტურული მაკიაჟის გაკეთების შემდეგ, როგორ უნდა მოუაროს და გაუფრთხილდეს პაციენტი?

— განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს, უბრალოდ უნდა მოვერიდოთ მზის სხივებს და სოლარიუმს, რადგან მზის სხივები აღიავებს პიგმენტს.

- ქალბატონები ყველაზე ხშირად რა ზონაზე იკეთებენ პერმანენტულ მაკიაჟს?

— ყველაზე მოთხოვნადია წარბი. წარბის გაკეთება ხდება დაფერვა ან მიკრობლეიდინგი. მიკრობლეიდინგის დროს კანზე სპეციალური კალმის საშუალებით ხდება  ბუნებრივთან მაქსიმალურად მიახლოებული ფერის ჩახატვა. ეს უფრო მშრალი კანისთვის არის.  ცხიმიანი კანის შემთხვევაში უფრო მალე გაიწოვება მიკრობლეიდინგით გაკეთებული, ამიტომ კეთდება დაფერვით და უფრო დიდხანს ინარჩუნებს ფერს.

- რამდენად ხელმისაწვდომია პერმანენტული მაკიაჟის გაკეთება?

— ჩვენს კლინიკაში პერმანენტული მაკიაჟის გაკეთება ნებისმიერ ზონაზე 250 ლარი ღირს. ამ თანხაში შედის კორექციაც, როემლიც ერთი თვის შემდეგ ტარდება. უფრო სრულად ინფორმაციას კლინიკა „ნეო-ნეოს" შესახებ შეგიძლიათ ჩვენს facebook გვერდზე გაეცნოთ

- თუ ადამიანს მობეზრდა, მისი ნაადრევად მოცილება შესაძლებელია?

— მოცილება შესაძლებელია ლაზერის საშუალებით, თუმცა შესაძლოა რაღაც ნაწიბური მაინც დარჩეს შესამჩნევი.

მთავარი თემები