სიკეთის მორიგი გაკვეთილი თბილისში და სიყვარულით გამთბარი ადამიანები

© Photo: Courtesy of Sofo Vardidzeსაქველმოქმედო აქცია
საქველმოქმედო აქცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოფიკო ჭიაურელის სახელობის სკვერში მორიგი საქველმოქმედო აქცია „შემოსე ხეები“ გაიმართა. მისი ორგანიზატორი ამჯერადაც საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მანანა კვირკველია გახლდათ.

კიდევ ერთხელ ბევრი კეთილი ადამიანი გაერთიანდა იმისთვის, რომ სხვებს სითბო და სიყვარული გაუზიაროს. ჩვენ დავუკავშირდით ქალბატონ მანანას და ვთხოვეთ, ამ დღის ყველაზე საინტერესო ამბები გაეხსენებინა.

© Photo: Courtesy of Sofo Vardidzeსაქველმოქმედო აქცია
საქველმოქმედო აქცია - Sputnik საქართველო
საქველმოქმედო აქცია

- ქალბატონო მანანა, როგორ ჩატარდა სიკეთის მორიგი გაკვეთილი თბილისში?

— ძალიან კარგად ჩატარდა. თუმცა აქციაზე იმდენი შეჭირვებული არ მოვიდა, რამდენსაც ველოდით. გამოცხადებული გვქონდა, რომ აქცია 12-დან 6-საათამდე გაიმართებოდა და ქართველების ამბავი ხომ იცით? ვისაც უნდა მოეტანა ტანსაცმელი და ნივთები იქიდან ზოგი ხუთ საათზე, ზოგი კი უფრო გვიან მოვიდა. თუმცა ძალიან ბევრი ადამიანი გამოგვეხმაურა და ბევრი რამ მოიტანეს. დიდი მადლობა ყველას ამ სითბოსა და სიყვარულისთვის. ორი საათის განმავლობაში იქაურობა მოვაწყვეთ, ტანისამოსი ლამაზად ჩამოვკიდეთ. ნახევარ საათში უკვე ყველაფერი წაღებული იყო. მერე მეგობრებს და ახლობლებს, ვინც კი ეს ამბავი გაიგო, ტანსაცმელი და სხვადასხვა ნივთები გვიანობამდე მოჰქონდათ.

© Photo: Courtesy of Sofo Vardidzeსაქველმოქმედო აქცია
საქველმოქმედო აქცია - Sputnik საქართველო
საქველმოქმედო აქცია

- აქციის დროს ვინ დაგამახსოვრათ თავი?

— ისეთი კოლორიტები მოვიდნენ, რომ მართლა დაგვამახსოვრეს თავი. იყო ასაკოვანი საკმაოდ სიმპათიური, პომადიანი ქალბატონი, რომელიც მოგვიანებით ელენე მაქსიმოვნად გაგვეცნო. თავიდან ისეთი აგრესიული იყო, გაგვიკვირდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც თბილად გამოველაპარაკეთ, მოლბა. მერე მასთან ჩემი სტუდენტები მივიდნენ და გაესაუბრნენ. მოგვიანებით ქალმა მათთან ერთად იცეკვა. მართალია, ორჯერ წაიქცა, მაგრამ წამოდგა და ცეკვა ხალისით გააგრძელა. როცა ბავშვებმა გიტარაზე სიმღერა დაიწყეს, აღმოჩნდა, რომ ქალბატონი ეთერი თურმე, ფანტასტიურად მღერის. მისი ცხოვრების ამბავი მოგვიყვა: თურმე ბავშვთა სახლშია გაზრდილი და არავინ ჰყავს. თავისი ტელეფონი ჩაგვაწერინა და გვთხოვა, ხანდახან მაინც დამირეკეთ და გაიგეთ ცოცხალი ვარ თუ არა, მემღერება თუ არაო…

© Photo: Courtesy of Sofo Vardidzeსაქველმოქმედო აქცია
საქველმოქმედო აქცია - Sputnik საქართველო
საქველმოქმედო აქცია

- ქალბატონო მანანა,  ამ დღეს მომხდარი რაიმე ამბავი გაიხსენეთ…

— ჩვენთან მოვიდა ფაშფაშა ქალბატონი მარინა, ფანტასტიური ვინმე იყო. ის ყველაფერს აკონტროლებდა და წესრიგის დამყარებაში გვეხმარებოდა. ყველას დაუმეგობრდა, გოგონებს ტელეფონის ნომრები გამოართვა და და დაპირდა სვანეთიდან მჟავე წყალს ჩამოგიტანთო. იქვე იყო ერთი უცნაური, მუსულმანი ქალი, რომელიც რატომღაც სათამაშო დათვს  ითხოვდა: დათვი, დათვი მინდაო! მოგვიანებით ვიღაცის მოტანილ ნივთებში სათამაშო დათვი აღმოვაჩინეთ, რამაც ძალიან გამახარა.

© Photo: Courtesy of Sofo Vardidzeსაქველმოქმედო აქცია
საქველმოქმედო აქცია - Sputnik საქართველო
საქველმოქმედო აქცია

როცა ამ ქალს დავუწყე ძებნა, უკვე წასული აღმოჩნდა. დათვი სხვა უპოვარს გადავეცი, რომელიც დამპირდა, დათვს იმ ქალბატონს სახლში მიუტანდა. ამასობაში ის ქალიც დაბრუნდა. როცა ვუთხარი, რომ მისი დათვი სხვას გავატანე და ის ქალი აუცილებლად სახლში მიუტანდა, განაწყენებული წავიდა. ბოლოს ერთი ქალბატონის მიერ მოტანილ ნივთებში დათვი ისევ ამოვიდა. ის უკვე ზემოთ ხსენებულ ფაშფაშა მარინას გავატანეთ იმ ქალისთვის გადასაცემად…მოკლედ ერთის ნაცვლად ქალბატონს ორი დათვი ექნება.

© Photo: Courtesy of Sofo Vardidzeსაქველმოქმედო აქცია
საქველმოქმედო აქცია - Sputnik საქართველო
საქველმოქმედო აქცია

,

- მთელი აქციის მანძილზე ხალხს სტუდენტები ართობდნენ და ემსახურებოდნენ. ვინ იყვნენ ისინი?

— ესენი იყვნენ თეატრალური უნივერსიტეტის მეორე კურსის სამსახიობო ფაკულტეტის სტუდენტები, რომლებიც  იქ თავმოყრილ ხალხს ცხელი ჩაით, ყავით, ბუტერბროდებით და ნამცხვრებით გაუმასპინძლდნენ. მინდა წარმოგიდგინოთ ისინი: ანი ზენაიშვილი, ანა გვანცელაძე, ნინო ლორთქიფანიძე, ნესტან ბარათაშვილი, ირაკლი ჩხიკვაძე, ნიკა ძნელაძე, ნიკა ლორია, ოთო ლასხიშვილი, კვირიკე ბოკუჩავა (51-ე სკოლის მოსწავლე). მინდა ყველას მადლობა გადავუხადო. ტანსაცმლით მოგვამარაგა ორგანიზაცია „ქართულმა გენმა“ და გრიგოლ ხანძთელის საზოგადოებამ. აგრეთვე დიდი მადლობა გულიკო გამსახურდიას, რომელიც ამ აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო და დიდი შრომა გასწია საორგანიზაციო საქმეების მოგვარებაში. ასევე მადლობა ნინო ხურცილავას, რომელმაც აქცია ლამაზად გაგვიფორმა და ყველაფერში მოგვეხმარა. სოფო ვარდიძეს, რომელმაც ფოტოები გადაიღო. გვანცა ჭელიძეს და აქციის ყველა მონაწილეს სიყვარულისა და სითბოსთვის ჩვენგან დიდი მადლობა. განსაკუთრებით გამახარა უპოვარი ადამიანებისადმი სტუდენტების მიერ გამოხატულმა თანაგრძნობამ და სითბომ.

© Photo: Courtesy of Sofo Vardidzeსაქველმოქმედო აქცია
საქველმოქმედო აქცია - Sputnik საქართველო
საქველმოქმედო აქცია

მოკლედ, კარგი დღე იყო. გვინდა, მოვახერხოთ და ხანდახან  მაინც შევძლოთ იმ ადამიანების გახარება, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება…

 

ყველა ახალი ამბავი
0