როგორ შევხვდეთ ახალ 2018 წელს

© AFP 2024 / Ye Aung Thuჩინური ახალი წელი
ჩინური ახალი წელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალ წელს ჩინეთში, ტრადიციულად, ორჯერ ხვდებიან – პირველად 1 იანვარს, ხოლო მეორედ – ჩინური ახალი წლის დადგომის დღეს.

ახალ წელს აღმოსავლური კალენდრით მუდმივი თარიღი არა აქვს და ის ყოველ წელს სხვადასხვა დროს აღინიშნება.

2018 წელს ჩინური ახალი წელი 16 თებერვალს დადგება.

აღმოსავლურ ჰოროსკოპში ყოველ წელს თავისი მფარველი ჰყავს, რომელიც 12-წლიანი ციკლით იცვლება. 2018 ძაღლის წელი იქნება.

გარდა მფარველისა, თითოეულ წელს ასევე აქვს თავისი ფერი და სტიქია, რომელიც ათწლიანი ციკლით იცვლება — 2018 წელს სტიქია იქნება დედამიწა, ხოლო ძირითადი ფერი — ყვითელი.

იხილეთ ასევე „2018 წლის ასტროლოგიური პროგნოზი">>>

ამგვარად, 2018 წელი იქნება პასუხისმგებლიანი და მეგობრული ყვითელი ძაღლის წელი, რომელიც ჭირვეულ მამალს შეცვლის.

ყვითელი ძაღლი მომავალ წელს მოიტანს წესრიგსა და შინაგან სიმშვიდეს.

ძაღლი განსაკუთრებით მადლიერი იქნება იმ ადამიანებისა, რომლებიც ეხმარებიან სხვებს, მოაქვთ მშვიდობა და ჰარმონია, ასევე იმსახურებენ ნდობასა და პატივისცემას.

© photo: Sputnik / Александр Вильф / გადასვლა მედიაბანკშიძაღლი
Собака породы померанский шпиц - Sputnik საქართველო
ძაღლი

ჩინური კალენდრით, ერთგული და მაღალინტელექტუალური ცხოველი — ძაღლი ყველა გაჭირვებულს დაეხმარება და დასჯის პირფერებს, ბოროტებსა და მატყუარებს. ძაღლი ყოველთვის იყო ერთგული მეგობარი, კარგი თანამოსაუბრე და მკაცრი მოსამართლე. მომავალი წელიც ამ მფარველი ცხოველის ნიშან-თვისებების შესატყვისად ჩაივლის — 2018 წელი სიყვარულისა და ერთგულების წელი იქნება.

როგორ შევხვდეთ ახალ წელს

ძნელია იმის რჩევა, თუ როგორი კაბა უნდა ჩაიცვას ქალმა ახალ წელს — ყველას ხომ თავისი გემოვნება და სურვილი აქვს, მაგრამ შეიძლება ყური ვუგდოთ ექსპერტების რჩევებს ფერებთან დაკავშირებით, რათა ის წლის სიმბოლოს შეესაბამებოდეს.

შემდეგი წელი, როგორც აღვნიშნეთ, ყვითელი დედამიწის ძაღლის წელი იქნება — ეს ცხოველი გამოირჩევა მხიარულების სიყვარულით, კაშკაშა ფერებითა და დროის აქტიური გატარებით.

აღმოსავლურ ფილოსოფიაში ყვითელი მუდმივობისა და სიბრძნის ფერია. ის ახალი წლის ხასიათს შეესაბამება — ოჯახური მუდმივობა, პრინციპების ერთგულება და წარმატების მიღწევის სურვილი.

© photo: Sputnik / Alexey Nikolskiy / გადასვლა მედიაბანკშიმოდელი ყვითელ კაბაში
Модель в желтом платье - Sputnik საქართველო
მოდელი ყვითელ კაბაში

ასტროლოგები, იმის გათვალისწინებით, რომ 2018 წლის სტიქია დედამიწაა, გვირჩევენ, ახალ წელს შევხვდეთ ბუნებრივი გამის ფერებში კაბით ან პიჯაკით. ეს ფერებია: შავი, ოქროსფერი, ყვითელი, ბაცი წითელი, ნარინჯისფერი, აგურისფერი და ყავისფრის ყველა ტონი.

ჩინურ ჰოროსკოპში ძაღლის წლისთვის განსაზღვრულია შემდეგი ფერები: ყვითელი, ოქროსფერი, რძიანი ყავისფერი, ჩალისფერი, ყავისფერი.

ამდენად, ჯობს სამოსი შევარჩიოთ ყვითელ, ოქროსფერ და ყავისფერ ტონებში.

მოგეხსენებათ, ყვითელი ფერი ყველას არ უხდება, ამიტომ ის შეგიძლიათ სამოსის ერთ-ერთ კომპონენტად გამოიყენოთ.

ჩრდილოეთის ნათება - Sputnik საქართველო
რას უქადის 2018 წელი ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს

ახალი წლის ღამეს ასევე შეიძლება შავი ფერის სამოსის ჩაცმა, ოღონდ კოსტიუმი პირქუშად არ უნდა გამოიყურებოდეს, მას უნდა დაუმატოთ რაიმე კაშკაშა, ნათელი ფერი, მაგალითად რაიმე აქსესუარი, მაგრამ არა ისე, რომ მყვირალა და უგემოვნო გამოვიდეს.

გახსოვდეთ, რომ ძაღლს ზომიერება, სტილის გრძნობა უყვარს, ამიტომ ძალზე გამომწვევად ნუ ჩაიცვამთ.

ასევე, ახალ წელს უადგილოა ისეთი სამოსის ჩაცმა, რომელზეც ლეოპარდი ან, განსაკუთრებით, კატაა გამოსახული — ძაღლები და კატები ხომ, როგორც წესი, ერთმანეთს მტრობენ.

ბუნებრივია, ეს რეკომენდაციები უმეტესად მშვენიერი სქესის წარმომადგენლებისთვის არის განკუთვნილი, მაგრამ მამაკაცებსაც სურთ, ახალ წელს კრეატიულად და ეფექტურად გამოიყურებოდნენ.

მამაკაცის სამოსშიც წამყვანი იქნება ფერი — პიჯაკს ძალიან მოუხდება ნათელი ფერის პერანგი.

ასევე, კარგი იქნება ჰალსტუხი ან კაშნე კისერზე — ესეც კრეატიულ ფერებში. მთლიანობაში, მამაკაცებს შეუძლიათ თავს უფლება მისცენ, ახალ წელს შეხვდნენ იმაში, რაც მოესურვებათ, უბრალოდ, თავის სამოსს უნდა დაამატონ კაშკაშა, საახალწლო ელემენტები.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით

 

ყველა ახალი ამბავი
0