ჟერარ ჟერმანი: ლაღი და თავისუფლებისმოყვარე ქართველები არასოდეს ეცემიან

© courtesy by Ilia Kakhoidzeჟერარ ჟერმანი საფრანგეთში, შატონეფში, მარკიზ დე რურეს სასახლეში სიღნაღელ ბავშვებთან ერთად
ჟერარ ჟერმანი საფრანგეთში, შატონეფში, მარკიზ დე რურეს სასახლეში სიღნაღელ ბავშვებთან ერთად - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჟერარ ჟერმანი – საფრანგეთში საკმაოდ ცნობილი ადვოკატი, რომელსაც ამ სფეროში დიდი გამოცდილება და ავტორიტეტი აქვს. ერთ დღესაც მან ცნობილი ქართველი მხატვრის ლევან მოსიაშვილს ნამუშევრები იხილა და საქართველოთი დაინტერესდა.

მას შემდეგ ბატონი ჟერარისთვის, შეიძლება ითქვას, რომ საქართველო მეორე სამშობლოც გახდა და ჩვენდამი სიყვარული საქმითაც არაერთხელ დაამტკიცა. ბატონ ჟერარს თბილისში შევხვდით.

© photo: Sputnik / Teona Gogniashviliჟერარ ჟერმანი
ჟერარ ჟერმანი - Sputnik საქართველო
ჟერარ ჟერმანი

- მუსიე ჟერმან, თქვენ ქვეყანაში საკმაოდ კარგად გიცნობენ როგორც პროფესიონალ ადვოკატს, რომელიც ასევე კარგად ერკვევა ღვინის საკითხებში და უყვარს ჩვენი ქვეყანა…

— დიახ, პროფესიით ადვოკატი ვარ და საფრანგეთში ადამიანის უფლებებს ვიცავ. საქართველოს შესახებ ქართველი მხატვრის ლევან მოსიაშვილის ნამუშევრების გაცნობის მერე შევიტყვე. ანტიფასა და კორსიკაში ბევრი მისი ნახატი მაქვს. იგი 2002 წელს საგამოფენო დარბაზში გავიცანი, მისმა ნახატებმა ჩემზე მაშინვე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ამ ქართველ მხატვარს საფრანგეთში ცხოვრება და მოღვაწეობა საფრანგეთის მთავრობამ შესთავაზა და 1998 წელს ქართველი მხატვარი მარსელის საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი გახდა. მას შემდეგ, რაც საქართველოთი დავინტერესდი, თქვენი ქვეყნის შესახებ ბევრი რამ გავიგე. ეს ძველი კულტურისა და ტრადიციების ქვეყანა გულწრფელად შემიყვარდა და გადავწყვიტე ჩემი წვლილი შემეტანა ამ ორი ქვეყნის დაძმობილების საქმეში.

– თქვენი ინიციატივით ძალიან ბევრი საქმე განხორციელდა – მოხდა ქართული და ფრანგული ქალაქების დაძმობილება, გაცვლითი პროგრამები ამოქმედდა და სხვა ბევრი რამ…

— მინდოდა ჩემი სიყვარული საქმით დამემტკიცებინა, ამიტომ ქართული სიღნაღისა და ფრანგული შატონეფის დაძმობილება გადავწყვიტე. შევიმუშავეთ პროექტი, რომლის მიხედვითაც ვიმოქმედეთ. დავუკავშირდი სიღნაღისა და გორის გამგეობებს, რომლებმაც ამ პროგრამისთვის ბავშვები თვითონ შეარჩიეს. შატონეფში გორიდან და სიღნაღიდან ხუთ-ხუთი მოსწავლე ჩამოვიყვანეთ. აუცილებელი პირობა ის იყო, რომ მათ პედაგოგები უნდა ხლებოდათ. საფრანგეთში წელს უკვე მეორედ ჩამოვიყვანეთ გორის ხალხური სიმღერების ანსამბლი „მაჩაბელა“, რომლის ხელმძღვანელი არსენ ახალაძეა. საფუძველი ჩავუყარეთ იმას, რომ გორის და კორსიკის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდეს.

© Courtesy by Ilia Kakhoidzeილია კახოიძე და ჟერარ ჟერმანი
ილია კახოიძე და ჟერარ ჟერმანი - Sputnik საქართველო
ილია კახოიძე და ჟერარ ჟერმანი

– თქვენ ასევე ჩამოაყალიბეთ ასოციაცია „საქართველო ცენტრში“, რა არის მისი მიზნები?

— ყველაფერს ამ ასოციაციის ეგიდით ვახორციელებთ. ამ ასოციაციას ისე ვუყურებ და ვუფრთხილდები, როგორც საკუთარ ბავშვს. ასოციაცია საფრანგეთის კანონების მიხედვითაა შექმნილი. მისი საქმიანობა და მიზანია, რომ თქვენ ქვეყანას ტერიტორიულად ახლოს მყოფმა სახელმწიფოებმა სხვაგვარად შეხედონ. მინდა ასოციაციის მიზნები ხალხმა კარგად გაიგოს და გაითავისოს, რომ საქართველომ მსოფლიო ღვინის მწარმოებელ ქვეყნებს შორის საპატიო ადგილი დაიმკვიდროს. მინდა ღვინის საშუალებით ქართული კულტურა წარმოჩინდეს. ამ მხრივ სერიოზული სამუშაოებია გასატარებელი.

– თქვენთან თუ იცნობენ ქართულ ღვინოს?

— ჩვენ უბანში არის მაღაზიები, სადაც ქართული ღვინო იყიდება, მაგრამ მას არ იცნობენ, ამიტომ არც ყიდულობენ. ჩემი სურვილია, რომ მის შესახებ ბევრმა გაიგოს, მისი პოპულარიზაციის მიზნით მინდა გარკვეული ღონისძიებები ჩავატარო. სხვათა შორის, ჩემი სახლის წინ დიდი ვენახი მაქვს, სადაც ქართული ვაზია. არის ასეთი აგრონომი — კრისტიან კარნე დე კარნავალე, რომელიც ღვინის საქმეში ბევრ სასარგებლო რჩევას გვაძლევს. კერძოდ, მან გვირჩია ვენახის მოვლის ტრადიციულ მეთოდთან ერთად ახალი მეთოდის — მიკორიზაციის დანერგვა გვეცადა.

© photo: courtesy of Ilia Kakhoidzeქართული ღვინო
ქართული ღვინო - Sputnik საქართველო
ქართული ღვინო

– რას იტყვით თქვენ მიერ დაარსებულ ასოციაციასა და ორგანიზაციაზე?

— მოგახსენებთ: იმისთვის, რომ საფრანგეთში ქართული ღვინის პოპულარიზაცია მოხდეს, ჩამოვაყალიბე ასოციაცია „საქართველო ცენტრში (la Georgie au Ceნtre) და საზოგადოება „კავკასიური ხიდი“ (le ont Coucasien). სამომავლოდ მინდა, რომ გადავიღოთ ფილმი „ღვინის გზა“ და ამ სფეროში ქალი მეღვინეების როლიც წამოვწიო და ვაჩვენო. 20 წელია კორსიკაში ღვინით და ვენახით დაინტერესებული ბევრი ქალია. მინდოდა, რომ საქართველოშიც მეპოვა ასეთი ქალბატონები…

– „შერშე ლა ფამ“, მუსიე ჟერმან?

— დიახ, სწორედ… და ვიპოვე კიდეც! თქვენ იცით, ვინ არის ანა გოდაბრელიძე?— ის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში ღვინის კონტროლის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს.

– საინტერესოა, თქვენი თვალით დანახული ჩვენი ქვეყანა როგორია, რა მოგწონთ, რა არა?

— თავიდანვე გეტყვით, რომ უარყოფითის დასახელებისგან თავს შევიკავებ, არ მინდა. რაც შეეხება იმას, თუ რა მომწონს, საამისოდ ბევრი სუბიექტურ-ობიექტური მიზეზი არსებობს. ობიექტური მიზეზი თქვენი ბუნებაა. როცა საქართველოს მთის ხედებს გადავხედე, ისინი კორსიკის ბუნებას იმდენად ჰგავს, რომ ამ მსგავსებამ ჩემზე ძალიან იმოქმედა… სუბიექტურს რაც შეეხება, ესაა ქართველების თავისუფლებისკენ სწრაფვა. საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ ქართველები ჩვენ მსგავსად არასოდეს ეცემიან და ძალიან ლაღები არიან. კიდევ, კორსიკაც თქვენ მსგავსად რეგიონებადაა დაყოფილი, კორსიკამ იგივე დიქტატურა გამოიარა, რაც საქართველომ და, ბოლოს — ჩვენ ნაპოლეონი გვყავდა, თქვენ კი — სტალინი. მოკლედ, საქართველო ჩემთვის დიდი კორსიკაა…

 

ყველა ახალი ამბავი
0