შუაფხოს საშუალო სკოლის 17 მოსწავლიდან რვა დირექტორის შვილია

გამოწერა
ჩვენი დღევანდელი სტუმარი შუაფხოს საშუალო სკოლის დირექტორი, ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პედაგოგი ირმა ცქიფაშვილია. ქალბატონი ირმა 10 შვილის დედაა.

შუაფხოს სკოლაში დღეის მონაცემებით 17 ბავშვი სწავლობს, აქედან რვა ქალბატონი ირმას შვილია.

© FB / Xatia Maglaferidzeირმა ცქიფაშვილი და გია ალავიძე
ირმა ცქიფაშვილი და გია ალავიძე - Sputnik საქართველო
ირმა ცქიფაშვილი და გია ალავიძე

— სპეციალობით პედაგოგი არ გახლავართ. სკოლა, რომ დავამთავრე არც ვფიქრობდი პედაგოგობაზე. ჩემს მშობლებს ძალიან უნდოდათ მასწავლებელი გავმხდარიყავი, თუმცა მე ინჟინერია მაინტერესებდა და გავხდი ინჟინერი. ვცხოვრობდი სოფელში და ჩვენს სკოლაში გამოჩნდა მასწავლებლის ადგილი. შრომის და ხელოვნების მასწავლებლად დავიწყე მუშაობა. ამის შემდეგ ჩემი ცხოვრება დაუკავშირდა. პარალელურად მიღებული მქონდა პროფესიული განათლება, მეხალიჩე-მქსოველის დიპლომით, სწორედ ამ დიპლომის საფუძველზე დავიწყე სკოლაში შრომის და ხელოვნების მასწავლებლად მუშაობა და სწორედ ასე აღმოვჩნდი სკოლაში მასწავლებლის სტატუსით. გარკვეული პერიოდის შემდეგ, მაშინდელი დირექტორი იყრიდა კენჭს ადგილობრივ დეპუტატად და დამასახელა თავის შემცვლელად. მაშინ ვასრულებდი დირექტორის მოვალეობას და დღემდე შემოვრჩი დირექტორის პოზიციაზე.

ასევე დამთავრებული მაქვს ტექნიკური უნივერსიტეტი, კომპიუტერული მართვა და პროგრამები. დღეს კი ბავშვებს ვასწავლი ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს.

© FB / Giorgi Kekelidzeწიგნები სოფელი შუაფხოს სკოლის მოსწავლეებს საჩუქრად
წიგნები სოფელი შუაფხოს სკოლის მოსწავლეებს საჩუქრად - Sputnik საქართველო
წიგნები სოფელი შუაფხოს სკოლის მოსწავლეებს საჩუქრად

- პირველი გაკვეთილი და მოსწავლეები გაიხსენეთ…

— პირველი გაკვეთილი იყო საოცარი ემოციებით დატვირთული. თავიდან, როგორც პედაგოგს ცოტა გამიჭირდა ბავშვებთან ურთიერთობა, თუმცა შემდეგში ბავშვებმა თვითონ მასწავლეს პედაგოგობა.

- ხშირად სხვადასხვა თაობის ბავშვებს ადარებენ ერთმანეთს. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს თაობები ასე ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან?

— კი, განსხვავდებიან ერთმანეთისგან. რა თქმა უნდა ჩემს თაობასა და დღევანდელ თაობას შორის ძალიან დიდი სხვაობაა. გაოცებული ვუყურებ დღევანდელ ბავშვებს. დღევანდელმა ახალგაზრდებმა უფრო მეტი იციან, ვიდრე ჩვენ ვიცოდით მათ ასაკში.

—  რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია შუაფხოს საშუალო სკოლას თქვენს ცხოვრებაში?

— სკოლა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია და დიდი ადგილი უკავია ჩემს ცხოვრებაში. სკოლის მოსწავლეების უმრავლესობა ჩემი შვილები არიან. წარმოიდგინეთ სკოლაში 17 ბავშვი სწავლობს, აქედან რვა ჩემი შვილია.

© FB / Irma Ckifashviliირმა ცქიფაშვილი ოჯახთან ერთად
ირმა ცქიფაშვილი ოჯახთან ერთად - Sputnik საქართველო
ირმა ცქიფაშვილი ოჯახთან ერთად

- რა პრობლემები აქვთ მთის ბავშვებს დღეს?

— საგანმანათლებლო კუთხით არანაირი პრობლემა არ არსებობს. ამ ეტაპზე ორი სოფელი სარგებლობს შუაფხოს საშუალო სკოლით. უკვე ორი წელია მოსწავლეები სარგებლობენ სასკოლო ტრანსპორტით, რომელიც უზრუნველყოფს მათ გადაადგილებას და ამ მხრივ პრობლემა მოხსნილია. ერთადერთი პრობლემა არის ის, რომ ბავშვებს აკლიათ კულტურულ-შემეცნებითი პროგრამები.

ჩვენი სკოლა არ იყო საშუალო და საბედნიეროდ წელს 15 სექტემბრიდან გვაქვს საშუალო საფეხური. პარალელურად მიმდინარეობს სკოლის რემონტი და ალბათ ნოემბრისთვის გვექნება გარემონტებული სკოლა. მას შემდეგ რაც ჩვენი სკოლა საშუალო გახდა სამი მოსწავლე დაგვიბრუნდა მე-11- მე-12 კლასში.

- შუაფხოს სკოლის ის მოსწავლეები, ვინც უნივერსიტეტებს ამთავრებენ ბრუნდებიან სოფელში, თუ ქალაქში აგრძელებენ ცხოვრებას და მუშაობას?

— მე რაც ნაკადი გავუშვი, ეს არის ცხრა კლასიანი. 2-3 წელია რაც სტუდენტები არიან ჩემი გაშვებული ბავშვები. იმედი მაქვს, რომ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დაბრუნდებიან. ერთმა ჩემმა მოსწავლემ გასულ წელს შექმნა კოოპერატივი. მომავალ წელს უნივერისტეტს ამთავრებს და იმედი მაქვს დაბრუნდება.

- როგორ მომავალზე ოცნებობთ?

— ალბათ, როგორც ყველა ქართველი, მეც ნათელ, მზიან მომავალზე ვოცნებობ. მინდა მთა იყოს ძლიერი, ყველანაირად უზრუნველყოფილი, მოწესრიგდეს ინფრასტრუქტურა. ეს დაეხმარება მთიდან წასულ ადამიანებს, რომ დაბრუნდნენ მთაში და მთა ისევ გაივსოს ხალხით.

 

ყველა ახალი ამბავი
0