ფეხსაცმელზე „დაბნეული“ ყვავილები და ქართველი დიზაინერის საუცხოო ნამუშევრები

© FB / CİSAცისი დაუშვილის ნამუშევარი
ცისი დაუშვილის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყვავილები მისთვის სიხარულთან და ბედნიერებასთან ასოცირდება. თვლის, რომ ფეხსაცმელს კი არ კერავს, უფრო ძერწავს, შემდეგ აფორმებს იებით, ზამბახებით, გვირილებით, კესანებით...

ცისი დაუშვილი აქსესუარებისა და ფეხსაცმლის დიზაინერია. ექვსი წელი თურქეთში ცხოვრობდა. სწორედ სტამბოლში ისწავლა ფეხსაცმლის კერვა, შემდეგ კი განსხვავებული ხაზი აირჩია, ის რაც CISA-ს სხვებისგან გამოარჩევს. სულ ერთი თვეა რაც საქართველოში დაბრუნდა. ამით ბედნიერია და ამბობს, რომ მალე ბევრ სიახლეს და „სილამაზეს“ შესთავაზებს ქართველ ქალბატონებს.

© Courtesy by Cisi Daushviliცისი დაუშვილი
ცისი დაუშვილი - Sputnik საქართველო
ცისი დაუშვილი

— სინამდვილეში ბავშვობის მერე არაფერი შეცვლილა. რაც  მიტაცებდა და მიყვარდა ეხლაც იმ საქმით ვარ დაკავებული. იყო ჰობი და გახდა პროფესია. დავამთავრე სამხატვრო აკადემია, მედიახელოვნების ფაკულტეტი. ასევე ვარ აქსესუარებისა და ფეხსაცმლის დიზაინერი.

- რატომ შეაჩერეთ არჩევანი ფეხსაცმლის დიზაინზე?

— ფეხსაცმლის შექმნა ჩემთვის საინტერესო პროცესია. ვთვლი, რომ კი არ ვკერავ, უფრო ვძერწავ.

- როდის ისწავლეთ ფეხსაცმლის კერვა?

— სტამბოლში გავიცანი ადამიანი, რომელმაც მასწავლა ფეხსაცმლის კერვა. თავიდან ვკერავდი ბავშვის სპორტულ ფეხსაცმელებს. ეს იყო ჩემი სამსახურეობრივი რუტინა, თუმცა მინდოდა მეკეთებინა ის, რაც ჩემთან უფრო ახლოს იქნებოდა. დავიწყე მუშაობა საკუთარ თავზე, ვიპოვე ჩემი სტილი, ჩემი ფერები. ფეხსაცმლის შექმნა, ეს ის არის, რაც მაბედნიერებს.

© FB / CİSAცისი დაუშვილის ნამუშევარი
ცისი დაუშვილის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
ცისი დაუშვილის ნამუშევარი

- უცხო ქვეყანაში არ გაგიჭირდათ გზის გაკვლევა, თავის დამკვიდრება?

— თავიდან ძალიან მიჭირდა სტამბულში ცხოვრება. იშვიათად, რომ რაიმე გასწავლონ და გზის გაკვლევაში დაგეხმარონ. ვთვლი, რომ საჭირო ადგილას, საჭირო ხალხთან მოვხვდი, ამიტომ ვამბობ, რომ იღბლიანი ვარ. ვმუშაობდი 15 საათი, შემდეგ სახლში მივდიოდი და უკვე იქ ვამზადებდი შეკვეთებს. პარალელურად გამოფენისთვის ვემზადებოდი. მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი ფეხსაცმელები თავიდან ბოლომდე ხელნაკეთია. მე ვკერავ, ვამაგრებ ძირს, ყვავილებს ხელით ვჭრი და თავად ვაფორმებ. ვერ ვიტყვი, რომ განვლილი გზა ადვილი იყო. რთულია როცა დიზაინერი, მკერავი, ფოტოგრაფი და ხშირად მანეკენიც თავად ხარ.

- საქართველოში როგორ გაიცნეს „Cisa“?

— იყვნენ ადამიანები, ვისაც ჩემი სჯეროდათ ჩემი. მათი დახმარებით გავაკეთე ფეისბუქ გვერდი სახელწოდებით CISA. ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი ჩემი დაა. ის მეხმარება გვერდის მართვაში. ჩემი პირველი დამკვეთი ქართველი ქალბატონი იყო საფრანგეთიდან. სწორედ მისი დახმარებით სულ მალე მექნება გამოფენა ლიონში.

© FB / CİSAცისი დაუშვილის ნამუშევარი
ცისი დაუშვილის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
ცისი დაუშვილის ნამუშევარი

- თურქეთშიც ახდენდით თქვენი ნამუშევრების რეალიზებას?

— თურქეთში სახელოსნო მქონდა. იქ არ ვახდენდი ჩემი ნამუშევრების რეალიზაციას, არც კი მიცდია. ის სხვა სამყაროა, ვერ გამიგებენ. ვფიქრობ ჩემი ფეხსაცმელები განსაკუთრებული, თავისუფალი, ხელოვანი ხალხისთვისაა. CISA-ს მომხმარებლების უმრავლესობა ქართველია, ძირითადად საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები, ასევე უცხოელი გლამურული ქალბატონები.

- ფეხსაცმელის გასაფორმებლად ყვავილები რატომ აირჩიეთ?

— ჩემი პირველი ფეხსაცმელი შევქმენი ორი წლის წინ გაზაფხულზე. ბუნებამ იმოქმედა ჩემს შემოქმედებაზე, ერთი კვირა ვჭრიდი ტყავის ყვავილებს და ვამაგრებდი ფეხსაცმელზე. სამსახურში ეხლაც მახსოვს ჩემი თანამშრომლების გაკვირვებული სახეები, მეკითხებოდნენ მართლა თუ მჯეროდა, რომ ამ ფეხსაცმელს ვინმე ჩაიცმევდა. პირველად მე მოვირგე ფეხზე და ძალიან თავდაჯერებულმა ვისეირნე სტამბოლის ქუჩებში. ფოტოებიც გადამიღო რამდენიმე გამვლელმა.

© Courtesy by Nukri Mandzulashviliცისი დაუშვილის ნამუშევარი
ცისი დაუშვილის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
ცისი დაუშვილის ნამუშევარი

- თქვენი საყვარელი ყვავილი რომელია?

— მე მიყვარს სითბო, მზე, ამიტომ  ჩემი საყვარელი ყვავილიც მზესუმზირაა.

- ყვავილებს ერთმანეთს რის მიხედვით უხამებთ?

— ჩემს ფეხსაცმელზე არც ერთი ყვავილი არ არის შემთხვევით დამაგრებული. მე ვგრძნობ ფერებს, ვძერწავ, ხშირად ვეფერები კიდეც ჩემს ყვავილებს. თუ გინდა, ის რასაც აკეთებ კარგი გამოვიდეს, აუცილებლად უნდა გიყვარდეს შენი საქმე.

- სულ ახლახან საქართველოში დაბრუნდით საცხოვრებლად. რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?

— სტამბოლში ექვსი წელი ვიცხოვრე და ბედნიერი ვარ, რომ დავბრუნდი. რომ არა  საფრანგეთში დაგეგმილი გამოფენა, ალბათ კიდევ დიდხან ვერ მივიღებდი ამ გადაწყვეტილებას.

© Courtesy by Cisi Daushviliცისი დაუშვილის ნამუშევარი
ცისი დაუშვილის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
ცისი დაუშვილის ნამუშევარი

- ქართულ ბაზარს აუღეთ ალღო, თუ ჯერ გზის გაკვალვის პროცესში ხართ?

— ჯერ ეხლა ვეცნობი ქართულ ბაზარს. ქართველები ნიჭიერი ერი ვართ და ამ პატარა ქვეყანაში უკვე ძალიან ბევრი საუკეთესო დიზაინერია, მაგრამ ჯანსაღი კონკურენცია ყოველთვის საინტერესოა და მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს.

- როგორც აღნიშნეთ სულ მალე გამოფენას გეგმავთ საფრანგეთში. როგორ დაგიკავშირდნენ, ვინ არიან ორგანიზატორები?

— 21 ოქტომბერს პერსონალური გამოფენა მაქვს საფრანგეთში, კერძოდ ლიონში. მეხმარება საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ქალბატონი ელეონორა მიქელაშვილი. სწორედ მისი ინიციატივა იყო ეს გამოფენა და ქართული სათვისტომო ლიონში. გამოფენაზე წარმოდგენილი მექნება ექსკლუზიური ხელნაკეთი ფეხსაცმელები, ჩანთები და სხვა აქსესუარები.

© FB / CİSAცისი დაუშვილის ნამუშევრები
ცისი დაუშვილის ნამუშევრები - Sputnik საქართველო
ცისი დაუშვილის ნამუშევრები

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?

— გამოფენის შემდეგ პირველ რიგში სტამბულიდან დანადგარებს ჩამოვიტან. ვეცდები, რომ CISA-მ  საქართველოში წარმატებით დაიმკვიდროს თავი.

 

ყველა ახალი ამბავი
0