რვა წლის მოსწავლეების გადაღებული ანიმაციები, ანუ როცა მშობელი მასწავლებელი ხდება

© FB / kids.geღონისძიებაზე საკვირაო სკოლაში
ღონისძიებაზე საკვირაო სკოლაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაინტერესებთ რა ხდება მაშინ, როცა საკუთარი შვილების აღზრდას პროფესიონალურად მიუდგები და ამ სფეროში დაგროვილი ცოდნით ერთ მშვენიერ დღეს სკოლის გახსნასაც შეძლებ?!.. მაშინ თქვენ უნდა გაეცნოთ დავით ცვარიანის ისტორიას...

პროფესიით პედაგოგი არ არის, სამშენებლო და არქიტექტურული ფაკულტეტები აქვს დამთავრებული. საფრანგეთში მუზეოლოგია შეისწავლა და დღეს ეროვნულ მუზეუმში საგამოფენო სივრცეების მომზადების სპეციალისტია. თავიდან როგორც მშობელმა ისე დაიწყო ინფორმაციის შეგროვება და საქმე იქამდე მივიდა, რომ ამ სფეროში ბევრ პროფესიონალზე უკეთ გაერკვია და ერთ დღეს თეორია პრაქტიკად აქცია. დავით ცვარიანის მიერ დაარსებული საკვირაო სკოლაში აქცენტი ბავშვის ემოციურ და პიროვნულ განვითარებაზე კეთდება. მანამდე ყველა საჭირო და საინტერესო ინფორმაცია მან საბავშვო სვებ-გვერდზე განათავსა. ბატონ დავითს თბილისში, საკვირაო სკოლაში დავუკავშირდით.

© FB / Ekaterine Baratashviliდავით ცვარიანი ოჯახთან ერთად
დავით ცვარიანი ოჯახთან ერთად - Sputnik საქართველო
დავით ცვარიანი ოჯახთან ერთად

-ბატონო დავით, ვიცი, რომ პროფესიით პედაგოგი არ ბრძანდებით, როგორ მიხვედით საკვირაო სკოლის დაარსების იდეამდე?

— 2012 წელს დავაარსეთ ორგანიზაცია, თავად სკოლა კი- მოგვიანებით გავხსენით. თავიდან როგორც მშობელმა ისე დავიწყე ინფორმაციის შეგროვება. მე თავად ორი გოგონა მყავს: ერთი 8 წლისაა, მეორე ხუთის. ბევრი რამ მაინტერესებდა ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით. ორი თუ სამი წელი სხვადასხვა სპეციალისტები გავიცანი: ფსიქოლოგები, თერაპევტები, აღმზრდელები, ბავშვის უფლებებზე მომუშავე ადამიანები. ბევრი საინტერესო ინფორმაცია დავაგროვე და გადავწყვიტე, რომ ეს ცოდნა სხვებისთვისაც გამეზიარებინა. როცა საიტის გახსნა დავაპირეთ, აღმოვაჩინეთ, რომ Kids.ge -ეს სახელი თავისუფალი იყო. დავიწყეთ მშობლებისთვის საინტერესო ინფორმაციის საიტზე დადება. მერე გაჩნდა იდეა, რომ ბავშვებისთვის სხვადასხვა სახის თამაშებიც გაგვეკეთებინა.

© FB / kids.geღონისძიებაზე საკვირაო სკოლაში
ღონისძიებაზე საკვირაო სკოლაში - Sputnik საქართველო
ღონისძიებაზე საკვირაო სკოლაში

- ანუ საბოლოო ჯამში მიხვედით იმ იდეამდე, რომ თეორია პრაქტიკად გექციათ…

— დიახ, საბოლოო ჯამში ყველაფერი იქითკენ წავიდა, რომ ბავშვის აღზრდასა და მიდგომებთან დაკავშირებით რაღაც ხედვები ჩამოგვიყალიბდა. საბოლოო ჯამში ეს ვირტუალური სივრცე გადავწყვიტეთ, რეალურ სივრცეში გადაგვეტანა. გადავწყვიტეთ, რომ გაგვეხსნა საკვირაო სკოლა, რომელიც იმ დროს არსებული სხვა სკოლებისგან განსხვავებით ბავშვის განვითარებაზე იქნებოდა ორიენტირებული იქნებოდა. დღეს სკოლა წარმატებით მუშაობს და ვცდილობთ, მის საქმიანობაში მშობლებიც ჩავრთოთ. ავუხსნათ მათ, თუ როგორი მიდგომაა საჭირო ბავშვის მიმართ და რა პირიქით არ არის საჭირო. ასზე მეტ ბავშვი გყავს- ეს საკმაოდ ნორმალური ციფრია, თუკი იმას გავითვალისწინებთ, რომ დღეს ამ სფეროში დიდი კონკურენციაა. ჩვენ შევქმენით ისეთი საკვირაო სკოლა, სადაც აქცენტი ბავშვის გონებრივ და სულიერ განვითარებაზეა. ჩვენი სურვილი იყო, ბავშვი ისე მოგვემზადებინა, რომ მას ნებისმიერი სასარგებლო მასალა- ცოდნა კარგად აეთვისებინა.

© FB / kids.geღონისძიებაზე საკვირაო სკოლაში
ღონისძიებაზე საკვირაო სკოლაში - Sputnik საქართველო
ღონისძიებაზე საკვირაო სკოლაში

-იქნებ დავკონკრეტდეთ მომზადებაში რას გულისხმობთ?

— მომზადებაში ბავშვის ემოციურ და პიროვნულ განვითარებას ვგულისხმობ. ჩვენ გვყავს ლოგოპედი, რომელიც ბავშვს სიტყვების სწორად წარმოთქმას და გამართულ მეტყველებას ასწავლის, რომ ბავშვმა თამამად შეძლოს იმის თქმა, რაც სურს. ვუხსნით, რომ შესაძლოა, შეცდომით თქვას რაიმე, მაგრამ ეს დასაძრახი არ იყოს, ანუ აქ მის ემოციურ განვითარებაზეა აქცენტი გაკეთებული.

-ანუ ბავშვს გარკვეულ კომპლექსებს უხსნით და თავდაჯერებულს ხდით…

— დიახ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რადგან მერე ასეთი ბავშვი სოციუმში კარგად გრძნობს თავს. სკოლაში პირველ კლასში რომ მივა ადვილად ადაპტირდება საზოგადოებაში, სხვადასხვა საგნის გაკვეთილზე უფრო გახსნილი იქნება და ცოდნას თამამად მიიღებს. განსხვავებით იმ ბავშვებისგან, რომლებიც თავს ცოტა დათრგუნულად გრძნობენ იმის გამო, რომ ახალ გარემოში აღმოჩნდნენ.

- ბატონო დავით, ანიმაციამდე როგორ მიხვედით, ფაქტია, რომ დღეს ქართულ ანიმაციას ძალიან უჭირს, თქვენთან 8 წლის ბავშვები ქმნიან ფილმებს…

— ფაქტობრივად თქვენი კითხვა ის მიზეზია, რატომაც მივედით ანიმაციამდე. თუმცა მარტო ეს არ არის, ჩვენს საიტზე ძალიან ბევრი ავტორის ნაწარმოებია განთავსებული. ვიფიქრობთ, რომ საბოლოო ჯამში კარგი იქნება, რომ ეს ახალი ნაწარმოებები, რაც იქმნება, ლექსები, ჩანახატები და მოთხრობები, კარგი იქნებოდა, რომ მათი ანიმაციები გაგვეკეთებინა, ისინი გაგვეცოცხლებინა, ეს თავად ავტორებისთვისაც კარგი სტიმული იქნებოდა თავიდან გვინდოდა, რომ მხოლოდ ნახატები ყოფილიყო, მერე კი სურვილი გაგვიჩნდა, ისინი გაგვეცოცხლებინა. ეს ანიმაციები დაახლოებით 8-10 წლის ბავშვებმა თვითონ გადაიღეს და ეს ნახატები თვითონ აამოძრავეს. ანუ ჩვენთან ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ბავშვებს ჩვენთან მოსვლა უხაროდეთ და მათთვის ყოველი ახალი დღე რაღაც აღმოჩენასთან იყოს დაკავშირებული. ამაში მას გამოცდილი პედაგოგებიც ეხმარებიან, რომლებიც ამავე დროს გულისხმიერი ადამიანები არიან.

 

ყველა ახალი ამბავი
0