„სტოკჰოლმში“ 15 ლარად – არ გეკაიფებით, ასეა!

© Courtesy by Tornike Abashidzeკაფე სტოკჰოლმი
კაფე სტოკჰოლმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თავიდანვე გეტყვით, რომ მასალა მოგზაურობაზე არ არის, სინამდვილეში შვედეთში მოგზაურობა გაცილებით ძვირი რომ ჯდება – ეს ფაქტი აღმოჩენა არავისთვის იქნება. არც იმას უნდა დიდი დაკვირვება, რომ თბილისში ყველაზე ხშირი სტუმარი კვების ობიექტებს ჰყავს.

ამოცანა, რომელიც ვერც ერთ ეკონომისტს ვერ ამოუხსნია, გვეკითხება: ქვეყანაში, სადაც უმუშევრობა გადაუჭრელ პრობლემად რჩება, საღამო ხანს ყველა რესტორანში ანშლაგი როგორ არის?! თუმცა შევეშვათ სტატისტიკას, რადგან მას შემდეგ, რაც თბილისში გაიხსნა ადგილი, სადაც მხოლოდ 15 ლარადაა ულიმიტო ჭამა-სმა შესაძლებელი, საერთო სურათი ალბათ შეიცვლება.

თბილისში პირველი „შვედური მაგიდის“ რესტორანი გაიხსნა. აქ 15 ლარად თამამად შეგიძლიათ შეხვიდეთ და რაც გეამებათ, ყველაფერი აიღოთ – საკვები, ხილი, დესერტი, გამაგრილებელი სასმელი და ყავა ულიმიტო რაოდენობით. მისი გახსნის იდეა პროფესიით პედაგოგს თორნიკე აბაშიძეს და მის ბიზნეს-პარტნიორს კონსტანტინე მოსიძეს მოუვიდათ თავში. თორნიკეს თბილისში დავუკავშირდით.

© FB / Tornike Abashidzeთორნიკე აბაშიძე
თორნიკე აბაშიძე - Sputnik საქართველო
თორნიკე აბაშიძე

– თორნიკე, ჯერ მოგვიყევი შვედეთში როდის მოხვდი?

— 2007 წელს მამის ჯანმრთელობის გამო მომიწია შვედეთში გამგზავრება და 2007-დან 2017-მდე იქ ვიცხოვრე. ჩემი ბიზნეს-პარტნიორი კონსტანტინე მოსიძეა. შვედეთში ქალაქ კალმარში ვცხოვრობდი და სულ სხვა სფეროში ვიყავი დაკავებული.

– რას ფიქრობდით – რამდენად გაამართლებდა ეს ისეთ ტრადიციულ ქვეყანაში, სადაც სპეციფიური სამზარეულო, კერძები და სუფრის წესებია?

— რა მოხდა, იცით? საქართველოდან ძალიან ბევრი სტუმარი ჩამოგვდიოდა. შვედეთში, კარგად იცით, ყოველი მეორე რესტორანი ასეთი ტიპისაა. როცა იქ ქართველები შემყავდა, ყველას მოსწონდა და გამოთქვამდა აზრს, რა კარგი იქნებოდა, ასეთი რამ საქართველოშიც რომ იყოსო. ერთხელ მეწვია ნათესავი, რომელსაც ამ საქმეში კარგი გამოცდილება აქვს და შემომთავაზა, მოდი, მსგავსი რამ ერთობლივი ძალით საქართველოში გავაკეთოთო. ეს იდეა იმიტომაა მოსაწონი, რომ იმ კატეგორიაზეა გათვლილი, რომლებიც შესვენებაზე დროში შეზღუდული არიან, და თანხაც ხელმისაწვდომია…

© Courtesy by Tornike Abashidzeკაფე სტოკჰოლმი
კაფე სტოკჰოლმი - Sputnik საქართველო
კაფე სტოკჰოლმი

– ქართველებს ნატურალური საკვები უყვართ…

— ჩვენ სპეციალური დანადგარები გვაქვს, რომელიც საკვებს თბილად ინახავს. თანაც ყოველი საკვები 3 საათში ახლით იცვლება. თუ, მაგალითად, მექსიკური კარტოფილი 3 საათის მანძილზე არ შეიჭამა, მას აუცილებლად ახლით გამოცვლიან. ჩვენთან მხოლოდ მზა ნატურალური და ჯანსაღი პროდუქციაა…

– თუ არ ვცდები, მომხმარებელს დეგუსტაციის საშუალებაც აქვს…

— დიახ, ჩვენთან მომხმარებელს დეგუსტაციის საშუალებაც აქვს. ეს კი, თუ არ ვცდები, ჩვენთან ახალი ხილია. თანაც 15 ლარად რაც მოგეწონებათ, იმას აიღებთ. ასე რომ, თბილისელებს და მის სტუმრებს ჩვენებური „სტოკჰოლმი“ ქართულად და ხელგაშლილად გელოდებათ.

© Courtesy by Tornike Abashidzeკაფე სტოკჰოლმი
კაფე სტოკჰოლმი - Sputnik საქართველო
კაფე სტოკჰოლმი

სურვილის შემთხვევაში მისამართს გაცნობებთ: თბილისი, ყაზბეგის გამზირი 14. და, კიდევ, ყოველ შემთხვევაში, მათ ოფიციალურ გვერდზე მიწერილ ფრაზას გავიმეორებთ:

– არ გეკაიფებით, ასეა!..

 

ყველა ახალი ამბავი
0