თბილისური კონკა მსოფლიოს საუკეთესო ადგილთა ნუსხაში და ქართული ღვინის ბარი მანჰეტენზე

© Erekle Khaziuriერეკლე ხაზიური
ერეკლე ხაზიური - Sputnik საქართველო
გამოწერა
მისი ღვინისადმი სიყვარული და პატივისცემა შეიძლება ითქვას, გენეტიკურია და პაპისგან ერგო. ბიზნესი საკმაოდ ადრე, 16 წლის ასაკში დაიწყო. მის მიერ თბილისში გახსნილი ღვინის ბარი „კონკა“ საკმაოდ მალე იქცა კოლორიტულ ადგილად და უცხოეთშიც გახდა პოპულარული.

2015 წელს გაზეთმა „ნიუ-იორკ თაიმსმა“ ჩამონათვალში: „მსოფლიოში არსებულ 52 საუკეთესო ადგილი, რომელიც უნდა ნახოთ“ თბილისური „კონკა“ 25-ე ადგილზე გაიყვანა. ამას გარდა „კონკა”დიდი ბრიტანეთის სავაჭრო პალატის წევრი გახდა. ამერიკაში მცხოვრებ წარმატებულ ბიზნესმენს, ერეკლე ხაზიურს ნიუ-იორკში დავუკავშირდით. 

© Erekle Khaziuriერეკლე ხაზიური
ერეკლე ხაზიური - Sputnik საქართველო
ერეკლე ხაზიური

— ერეკლე, ბიზნესი 16 წლის ასაკში დაგიწყიათ და ეს ოჯახურ ტრადიციასთანაა დაკავშირებული? 

— დიახ, ღვინის დაყენება ყოველთვის ჩემი ოჯახის პირველი საოჯახო საქმე იყო და მას სერიოზული სახე მიეცა 2005 წელს, როდესაც მამაჩემმა, გიორგი ხაზიურმა სოფელ ახაშენში ღვინის მასიური წარმოება დაიწყო. დღეს უკვე ღვინის საკმაოდ დიდ რაოდენობას აწარმოებს. ღვინის სიყვარული პაპისგან მერგო. სკოლის დამთავრების შემდეგ მეგობრებმა გადავწყვიტეთ ტურისტული ბიზნესისათვის მოგვეკიდა ხელი, თუმცა საქმე საქმეზე რომ მიდგა, ამ იდეას მარტო შემოვრჩი და ტურისტული სააგენტო "ქართველი მოგზაურების" ჩამოყალიბება დავიწყე.16 წლის ბიჭისთვის საკმარისზე მეტი იყო, რასაც ვაკეთებდი, მაგრამ სამწუხაროდ ის საქმე 2008 წლის ომის მერე გავყიდე. 

© Erekle Khaziuriერეკლე ხაზიური
ერეკლე ხაზიური - Sputnik საქართველო
ერეკლე ხაზიური

— თქვენი ბიზნეს-საქმიანობის ერთი ეტაპი იყო თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე გახსნილი ღვინის ბარი, სადაც ტრადიციულ ქართულ ღვინოს უწევდით პოპულარიზაციას.

— ღვინის ბარი "კონკა",  რომელიც ბარათაშვილზე, მატარებლის ვაგონში იყო, საკმაოდ პოპულარობით სარგებლობდა ტურისტებში და ღვინის გურმანებში. 2015 წელს, გაზეთმა „ნიუ-იორკ თაიმსმა“ მსოფლიო 52 საუკეთესო ადგილში-“რომელიც უნდა ნახოთ“ ჩვენი ღვინის ბარი „კონკა“ 25-ე ადგილზე გაიყვანა. “კონკა" მართლაც კოლორიტული ადგილი იყო თბილისის ცენტრში და ის საქართველოში 2015 წელს, საუკეთესო ღვინის ბარად აღიარეს. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ღვინის ბარი „კონკა” დიდი ბრიტანეთის სავაჭრო პალატის წევრი გახდა. მოგვიანებით თბილისის მერიასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, მე და ჩემმა ბიზნესპარტნიორმა ის დავხურეთ…

© Erekle Khaziuriერეკლე ხაზიური
ერეკლე ხაზიური - Sputnik საქართველო
ერეკლე ხაზიური

— ერეკლე, როგორ წარიმართა თქვენი ბიზნესის ბედი ნიუ- იორკში გადმოსვლის შემდეგ? მაინტერესებს, როგორ დაარწმუნეთ ვისკის მოყვარული ამერიკელები, რომ ქართული ღვინო-მართლა მსოფლიო დონის პროდუქტია?

— სიმართლე გითხრათ, ეხლაც დარწმუნების პროცესში ვარ და ყველაფერი გეგმიურად მიიწევს წინ, რაშიც ღვინის კლუბი და ქართული წესით დაყენებული ღვინო დიდ როლს თამაშობს.

— რამდენად შესაძლებელია, რომ კალიფორნიის, აფრიკის და ჩილედან ჩამოტანილი ყურძნიდან (ტექნოლოგიას ვგულისხმობ)ქართული ღვინის დაყენება?

— ყურძნის ჯიშის და მისი სახასიათო თვისებების შესწავლა საშუალებას იძლევა ქართული წესით ჭაჭაზე ფერმენტაციით (ჯერჯერობით ქვევრის გარეშე) დავაყენოთ ღვინო და ის ქართულ ღვინოებს მივამსგავსოთ. ეს ყველაფერი ხდება “კონკა ვაინერიში" მანჰეტენზე, რომელიც ისთ ვილიჯში ყველაზე ბოჰემურ ადგილად ითვლება, რაც მე ძალიან მახარებს და რითაც მართლა ვამაყობ. ეს ხომ ქართული ღვინის, ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის გამარჯვება და მსოფლიოს მასშტაბით საქართველოს პოპულარიზაციაა…

ყველა ახალი ამბავი
0