იცით, რომ სანამ ამას კითხულობთ, თქვენ სხეულში 50000 უჯრედი კვდება და ახლით იცვლება?

CC BY 2.0 / Thomas Quine / Heavenly bodiesადამიანი ამოუცნობი არსებაა
ადამიანი ამოუცნობი არსებაა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ უცნაურ და საინტერესო ფაქტებს ადამიანის შესახებ, რაც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ადამიანი ამოუცნობი არსებაა და მისი ორგანიზმი უნიკალური მექანიზმია.

•    სხეულის ერთადერთი ნაწილი, რომელიც სისხლს არ იღებს — თვალის რქოვანაა. ჟანგბადს ის უშუალოდ ჰაერიდან იღებს.

•    ადამიანის ტვინის მოცულობა 4 ტერაბაიტს აღემატება

•    ბავშვს შვიდ თვემდე ერთდროულად სუნთქვა და ყლაპვა შეუძლია

•    თავის ქალა 29 სხვადასხვა ძვლისგან შედგება

•    ტვინიდან ნერვული იმპულსი 274 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს

•    ერთი ადამიანის ტვინი იმაზე მეტი ელექტროიმპულსების გენერირებას ახდენს ერთი დღის განმავლობაში, ვიდრე მსოფლიოს ერთად აღებული ყველა ტელეფონი

CC BY 2.0 / Jonny Hunter / newbornახალშობილს თითის ანაბეჭდები 3 თვიდან უჩნდება
ახალშობილს თითის ანაბეჭდები 3 თვიდან უჩნდება - Sputnik საქართველო
ახალშობილს თითის ანაბეჭდები 3 თვიდან უჩნდება

•    საშუალო ადამიანის სხეული საკმარისი რაოდენობის გოგირდს შეიცავს საიმისოდ, რომ საშუალო ზომის ძაღლის ყველა რწყილი მოკლას; ნახშირბადს — რომ დამზადდეს 900 ფანქარი; კალიუმს — რომ სათამაშო თოფიდან გაისროლოს; ცხიმს — რომ დამზადდეს 7 ნაჭერი საპონი და წყალს, რომ შეივსოს 50-ლიტრიანი კასრი.

•    ადამიანის გული სიცოცხლის განმავლობაში 182 მილიონ ლიტრ სისხლს „გადაქაჩავს“

•    სანამ ამ წინადადებას კითხულობთ, თქვენ სხეულში 50000 უჯრედი კვდება და ახლით იცვლება

•    ახალშობილს თითის ანაბეჭდები 3 თვიდან უჩნდება

•    ქალის გული უფრო სწრაფად ძგერს, ვიდრე მამაკაცის

•    ჩარლზ ოსბორნი 68 წლის განმავლობაში ასლოკინებდა

CC BY-SA 2.0 / Al Bee / Koalaთითის უნიკალური ანაბეჭდები ადამიანების გარდა კოალებს აქვთ
თითის უნიკალური ანაბეჭდები ადამიანების გარდა კოალებს აქვთ - Sputnik საქართველო
თითის უნიკალური ანაბეჭდები ადამიანების გარდა კოალებს აქვთ

•    მემარჯვენეები ცაციებზე საშუალოდ 9 წლით მეტხანს ცოცხლობენ

•    ადამიანების დაახლოებით 2/3 კოცნისას თავს მარჯვნივ ხრის

•    ადამიანის ორგანიზმში სისხლძარღვების საერთო სიგრძე დაახლოებით 100000 კილომეტრია

•    გაზაფხულზე სუნთქვის სიხშირე საშუალოდ 1/3-ით უფრო ხშირია, ვიდრე შემოდგომაზე

•    სიცოცხლის ბოლოს ადამიანი საშუალოდ 150 ტრილიონ ბიტ ინფორმაციას იმახსოვრებს

•    ადამიანის სხეული სითბოს 80%-ს თავიდან გასცემს

საყვარელი ფერი თქვენს ხასიათზე მეტყველებს - Sputnik საქართველო
როგორია შენი ხასიათის ფერთა გამა

•    როდესაც წითლდებით, თქვენი კუჭიც წითლდება

•    წყურვილის გრძნობა მაშინ ჩნდება, როდესაც იკარგება სხეულის წონის 1%-ის შესაბამისი წყალი. 5%-ზე მეტი სითხის დაკარგვამ, შესაძლოა, გონების დაკარგვა გამოიწვიოს, ხოლო 10%-ის — სიკვდილი გაუწყოვანებისგან

•    ადამიანის სხეულში მუშაობს არანაკლებ 700 ფერმენტისა

•    ადამიანი ერთადერთი არსებაა, რომელსაც ზურგზე სძინავს

•    4 წლის ბავშვი დღეში საშუალოდ 450 კითხვას სვამს

•    თითის უნიკალური ანაბეჭდები ადამიანების გარდა მხოლოდ კოალებს აქვთ

•    ადამიანის შეუძლოდ ყოფნას მხოლოდ ბაქტერიების 1% იწვევს

•    ჭიპის სამეცნიერო დასახელებაა უმბილიკუსი

•    კბილი ადამიანის ორგანიზმის ერთადერთი ნაწილია, რომელსაც თვითაღდგენა არ შეუძლია

•    ადამიანს დასაძინებლად საშუალოდ 7 წუთი სჭირდება

CC BY 2.0 / Flickr/ Erich Ferdinand / it's for youვაშლისა და ბანანის არომატი წონაში კლებას უწყობს ხელს
ვაშლისა და ბანანის არომატი წონაში კლებას უწყობს ხელს - Sputnik საქართველო
ვაშლისა და ბანანის არომატი წონაში კლებას უწყობს ხელს

•    მემარჯვენე საჭმლის უდიდეს ნაწილს ყბის მარჯვენა მხარეს ღეჭავს, ხოლო ცაცია — მარცხენა მხარეს

•    მსოფლიოში ცაცია სულ 7%-ია

•    ვაშლისა და ბანანის არომატი წონაში კლებას უწყობს ხელს

•    თავის თმის სიგრძე, თუ ადამიანი საშუალო სიცოცხლის განმავლობაში არ მოიჭრის, 725 კილომეტრია

•    იმ ადამიანთა შორის, ვისაც ყურების მოძრაობა შეუძლია, ცალი ყურის ამოძრავება მხოლოდ 1/3-ს შეუძლია

გენეტიკური ჰოლოგრამა - Sputnik საქართველო
გენი თუ წვრთნა? არჩევანი თქვენზეა...

•    ადამიანი საშუალოდ მთელი ცხოვრების განმავლობაში 8 პატარა ობობას ყლაპავს

•    ადამიანის ორგანიზმში მცხოვრები ბაქტერიების საერთო წონა 2 კილოგრამია

•    ორგანიზმის კალციუმის 99% კბილებშია

•    ადამიანის ტუჩები ასჯერ უფრო მგრძნობიარეა, ვიდრე თითის ბოლოები. ნამდვილი კოცნისგან გულის ფეთქვის სიხშირე 100 და მეტი ხდება წუთში

•    საღეჭი კუნთების აბსოლუტური ძალა ერთ მხარეს 195 კილოგრამს უდრის

•    კოცნის დროს ერთი ადამიანი მეორეს ბაქტერიების 278 სხვადასხვა კულტურას გადასცემს. საბედნიეროდ, აქედან 95% საშიში არ არის

•    პარტენოფობია არის ქალწულების შიში

•    კბილის მინანქარი ყველაზე მყარი ქსოვილია, რომელსაც ადამიანის ორგანიზმი წარმოქმნის

•    ადამიანის ორგანიზმში არსებული მთელი რკინა რომ შეაგროვოთ, საათის ერთი პატარა ჭანჭიკი გამოვა

•    არსებობს 100-ზე მეტი ვირუსი, რომლებიც სურდოს იწვევს

•    საკმაოდ ხანგრძლივი კოცნა უკეთესია, ვიდრე საღეჭი რეზინი. ის პირის ღრუს მჟავიანობას აწესრიგებს

© Flickr / qingqing3ნამდვილი ვნებიანი კოცნა ტვინში იმავე ქიმიურ რეაქციას იწვევს, როგორსაც პარაშუტით ხტომა ან პისტოლეტით გასროლა
ნამდვილი ვნებიანი კოცნა ტვინში იმავე ქიმიურ რეაქციას იწვევს, როგორსაც პარაშუტით ხტომა ან პისტოლეტით გასროლა - Sputnik საქართველო
ნამდვილი ვნებიანი კოცნა ტვინში იმავე ქიმიურ რეაქციას იწვევს, როგორსაც პარაშუტით ხტომა ან პისტოლეტით გასროლა

•    კედელზე თავის მირტყმით ადამიანი საათში 150 კილოკალორიას კარგავს

•    ადამიანი ცხოველური სამყაროს ერთადერთი წარმომადგენელია, რომელსაც სწორი ხაზის გავლება შეუძლია

•    სიცოცხლის განმავლობაში ადამიანის კანი დაახლოებით 1000-ჯერ იცვლება

•    ქალები დაახლოებით ორჯერ იშვიათად ახამხამებენ თვალებს, ვიდრე მამაკაცები

•    ადამიანის ორგანიზმის შემადგენლობაში სულ ოთხი მინერალი შედის: აპატიტი, არაგონიტი, კალციტი და კრისტობალიტი

•    ნამდვილი ვნებიანი კოცნა ტვინში იმავე ქიმიურ რეაქციას იწვევს, როგორსაც პარაშუტით ხტომა ან პისტოლეტით გასროლა

გაგრძელება იქნება…

ყველა ახალი ამბავი
0