10:18 24 მარტი 2017
პირდაპირი ეთერი
ცეცხლოვანი მამალი-2017 წელი

ხალხური რწმენა: რა არ ვარგა 31 დეკემბერს

© Sputnik / Alexander Imedashvili
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო ახალი 2017 წლისთვის ემზადება (35)
47 0 0

იმისათვის, რომ ახალმა წელმა ბედნიერება და კეთილდღეობა მოიტანოს, ადამიანები უამრავ საჭირო თუ არასაჭირო ადათებსა და ტრადიციებს იცავენ.

რამდენად ამართლებს ისინი და მართლა მოაქვთ თუ არა სიკეთე, არავინ იცის და ვფიქრობთ, არც აინტერესებთ. უბრალოდ, ზრდასრულ ადამიანებს პატარა ბავშვებივით სიამოვნებთ საახალწლო რიტუალების ჩატარება და სურთ ეჯეროთ, რომ მათ მართლა შესწევთ მაგიური ძალა.

და რადგან ახალი წელი ის დღესასწაულია, როდესაც ხალხში ფეხმოკიდებულ რწმენებს ლამის ყოველი მეორე ითვალისწინებს, ქვემოთ ძველთაგან შემორჩენილ თუ ახლად დამკვიდრებულ რამდენიმე რჩევას გთავაზობთ.

მაშ ასე, 31 დეკემბერს არ ვარგა:

• ვალების სამომავლოდ დატოვება ან ახალი წლის ჯიბეცარიელი დახვედრა

• საოჯახო საქმეების კეთება: სარეცხის რეცხვა, იატაკის ხეხვა და ა.შ.

• ახალი წლის დადგომის შემდეგ ნაგვის გადაყრა

• დაულაგებელ სახლში დღესასწაულის დახვედრა

•  აწყვეტილი ღილის დაკერება

• ფეხსაცმლის ყიდვა ან შეკეთება

• ძველი ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გადაყრა

• ნერვიულობა, ყვირილი და ჩხუბი

• ახალი წლის დახვედრა ცარიელი სუფრით

• სადღესასწაულო სუფრასთან მხოლოდ ქალების შეკრება

• ჭურჭლის დამტვრევა

• ინგლისური ქინძისთავების, ეგრეთ წოდებული, ბულავკების ტანსაცმელზე დამაგრება

• თმისა და ფრჩხილების დამოკლება

• თავის დაბანა

• ახალი წლის ძველ ან შავი ფერის სამოსში დახვედრა

• მეკვლედ ქალის მიღება

• სურვილის ჩათქმისას მისი დაწყება უარყოფითი ნაწილაკით ან სიტყვით: არაფერი, არ, ნურაფერი, ნუ, ვერაფერი, ვერ…

• ჩაფიქრებული სურვილის სხვისთვის გამხელა

• საახალწლო სანთლების დროზე ადრე ჩაქრობა და დარჩენილი ნამწვის გადაყრა

რას დაიჯერებთ და გაითვალისწინებთ ზემოთქმულიდან, ეს თქვენი საქმეა.

Sputnik-საქართველო კი გისურვებთ სიკეთესა და ბედნიერებას ახალ 2017 წელს.



თემები:
საქართველო ახალი 2017 წლისთვის ემზადება (35)

მთავარი თემები