02:19 18 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2980
  • 100 RUB4.6380
  • USD2.9682
პოლ უოკერი

9 ათას დოლარად ღირებული ბრილიანტის ბეჭედი უცნობი ჯარისკაცის საცოლისთვის

© FL/ KIERO APRENDER MAS
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
46321

ცნობილი მსახიობი საშინლად შეწუხებულა, რომ ჯარისკაცს, რომელიც სიცოცხლეს სწირავდა ქვეყნისთვის, საცოლისთვის ბეჭდის ყიდვის საშუალებაც კი არ ჰქონდა.

იდგა 2004 წელი. ამერიკელი წყვილი, კაილ აფჰემი და მისი საცოლე, ამჟამად უკვე მეუღლე, კრისტენი, სანტა-ბარბარას ერთ-ერთ საიუველირო მაღაზიაში შევიდნენ ბრილიანტის ბეჭდის შესარჩევად. მათ გარდა მაღაზიაში კიდევ ერთი ახალგაზრდა მამაკაცი იყო, მაგრამ წყვილი იმდენად ჩაეფლო ძვირფასეულობის თვალიერებაში, რომ მისთვის ყურადღება არც მიუქცევია.

მოულოდნელად უცნობი ახალგაზრდა მამაკაცი მიუახლოვდა პოლს და ურჩია, უფრო ძვირადღირებული სამკაულებიდან აერჩია ბეჭედი. 

კაილ აფჰემი და მისი მეუღლე კრისტენი
კაილ აფჰემი და მისი მეუღლე კრისტენი

—  სამწუხაროდ, თავს ამის უფლებას ვერ მივცემ, — უპასუხა პოლმა და მამაკაცს შეხედა, რომ რჩევისთვის მადლობა ეთქვა…

და იცნო. ეს ცნობილი მსახიობი პოლ უოკერი გახლდათ.

ისინი ერთმანეთს გამოელაპარაკნენ. კაილმა მსახიობს უთხრა, მალე მეორედ მივდივარ ერაყში და საცოლისთვის ნიშნობის ბეჭდის ყიდვა მინდოდაო.

—  როცა პოლმა გაიგო, რომ კაილი ჯარისკაცი იყო, სახე შეეცვალა. მაგრამ მაშინ ამაზე ყურადღება დიდად არ გაგვიმახვილებია. ვერაფრის ყიდვა ვერ შევძელით, ყველაფერი ძალიან ძვირი იყო ჩვენთვის და გულდაწყვეტილები წამოვედით მაღაზიიდან, — იხსენებს კრისტენი.

გამოხდა ხანი და კრისტენსა და კაილს მაღაზიიდან დაურეკეს, უთხრეს, შენაძენის წასაღებად მისულიყვნენ. განცვიფრებული წყვილი საიუველირო სალონს ეწვია, სადაც უჩვეულო სიურპრიზი ელოდათ: 9 ათას დოლარად ღირებული ბრილიანტის ბეჭედი!

პოლ უოკერის ანონიმური საჩუქარი აფჰემების წყვილისთვის
პოლ უოკერის ანონიმური საჩუქარი აფჰემების წყვილისთვის

ამერიკელმა ჯარისკაცმა და მისმა საცოლემ გამყიდველს სთხოვეს, გაემხილა მჩუქებლის ვანაობა, მაგრამ მან ღიმილით უთხრა უარი.

სიმართლე მხოლოდ ცხრა წლის შემდეგ, 2013 წელს გაირკვა, როცა პოლ უოკერი გარდაიცვალა. მაშინ საიუველირო მაღაზიის გამყიდველმა აირინ კინგმა ჩათვალა, რომ ამ ისტორიის დამალვას აზრი აღარ ჰქონდა.

თურმე, პოლ უოკერს დაუნახავს, რომ გოგონას ძალიან მოსწონებია ერთი ბეჭედი, მაგრამ საქმროს უთქვამს, მაგ ფასს ვერ გადავიხდიო. როცა ისინი ხელცარიელები წასულან, პოლს მაღაზიის მენეჯერისთვის უთხოვია, სამკაული მის ანგარიშზე ჩაეწერათ და წყვილისთვის გადაეცათ, ოღონდ ერთი პირობით: არავითარ შემთხვევაში არ გაემხილათ მჩუქებლის ვინაობა!

—  იცით, პოლი საშინლად შეწუხდა, რომ ჯარისკაცს, რომელიც სიცოცხლეს სწირავდა ქვეყნისთვის, საცოლისთვის ბეჭდის ყიდვის საშუალებაც კი არ ჰქონდა. ჰოდა, გადაწყვიტა, ეს უსამართლობა გამოესწორებინა, — იხსენებს გამყიდველი აირინ კინგი.

ასე შეიტყვეს კაილმა და კრისტენმა, ვინ იყო მათი საქორწინო საჩუქრის იდუმალი „ავტორი“.

ჰოდა, გადაწყვიტეს, ეს ბეჭედი და მისი ისტორია თაობიდან თაობას გადასცენ, როგორც ჯარისკაცის ღვაწლის მიმართ ადამიანური მადლიერების გამოვლენის მაგალითი.

მთავარი თემები