სიტყვის ძალა — მასწავლებლის წერილი აუტისტ მოსწავლეს წარუმატებელი გამოცდების შემდეგ

© TW/ Gail Twistბენ ტვისტი
ბენ ტვისტი - Sputnik საქართველო
გამოწერა

ბრიტანელი ბენ ტვისტი 11 წლისაა, ქალაქ სენტ–ჰელენსში ცხოვრობს და ლენსბერი–ბრიჯის სკოლაში სწავლობს. ბენი აუტისტია. ცოტა ხნის წინ ბიჭს გამოცდები ჰქონდა სკოლაში, მაგრამ, მიუხედავად დიდი მცდელობისა, მაინც ვერ მიიღო სასურველი შედეგები.

გავიდა ორიოდე დღე და ბენმა საკუთარი მასწავლებლისგან წერილი მიიღო — იმდენად ამაღელვებელი და ადამიანური სიყვარულით გაჯერებული, რომ ბიჭის დედა გულიანად ატირა, ხოლო „ტვიტერის“ ათასობით მომხმარებელი – აღაფრთოვანა.

ბენი დიდხანს ვერც იჯერებდა, რომ ეს თბილი, გულისამაჩუყებელი სიტყვები მას ეკუთვნოდა.

ეს წერილი დასტურია იმისა, რაოდენ დიდი ძალა აქვს სიტყვას და რაოდენ აუცილებელია ამ ძალის სწორ დროსა და სწორი მისამართით გამოყენება.

თავად განსაჯეთ:

ძვირფასო ბენ,

გილოცავ სასწავლო წლის დასრულებას.

ამ წერილს იმიტომ გწერ, რომ შენც და შენს მშობლებსაც ტესტის შედეგები ვაცნობო.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია: ეს შედეგები სრულად ვერ აფასებს შენს შესაძლებლობებს. რა თქმა უნდა, შედეგები მნიშვნელოვანია, მაგრამ, ბენ, შენ უამრავი სხვა, ჩვენთვის უცნობი უნარი და ნიჭი გაქვს.
შენი ღირსებები, რომელთა შეფასებაც ამ ტესტებს არ შეუძლია, ასეთია:

•    ხატვის ნიჭი

•    გუნდური მუშაობის უნარი

•    მზარდი დამოუკიდებლობა

•    სიკეთე

•    საკუთარი აზრის გამოხატვის უნარი

•    მეგობრობის ნიჭი

•    საკუთარი პროგრესის შესახებ მსჯელობისა და შეფასების უნარი

•    სპორტული და მუსიკალური წარმატებები

ჩვენ ძალიან გვახარებს, რომ შენ ამდენი სხვადასხვა უნარი გაქვს. ეს შენ განსაკუთრებულს გხდის.

შენ პიროვნება ხარ. და ეს ისაა, რასაც ჩვენ ვაფასებთ. შენ გამუდმებით ვითარდები და არაჩვეულებრივი, კაშკაშა ყმაწვილი ხარ.

ბენ, ყოჩაღ! ჩვენ ვამაყობთ შენით.

საუკეთესო  სურვილებით, მისის კლარკსონი

ყველა ახალი ამბავი
0