რატომ არ თხოვდებიან ქალები?

CC BY 2.0 / Flickr / daspunkt / I Do!დაიცავით საკუთარი სახლი და ქმართან ურთიერთობები ბოროტი ძალებისგან — თქვენ ეს შეგიძლიათ!
დაიცავით საკუთარი სახლი და ქმართან ურთიერთობები ბოროტი ძალებისგან — თქვენ ეს შეგიძლიათ! - Sputnik საქართველო
გამოწერა
არსებობს ერთი მთავარი მიზეზი - ქალს არ უნდა გათხოვება. თუ დღეს გათხოვილი არ ხართ, ესე იგი, არ გინდათ გათხოვება.

რატომ არ თხოვდები? რატომ არ გათხოვდი? როდის უნდა გათხოვდე?— ამ კითხვებით მიმართავენ ყველა ქალს, ვინც დაახლოებით 20 წელს გადააბიჯა. ამ კითხვების სიხშირე წლებთან ერთად იმატებს. მაგალითად, 25 წელს ზევით უკვე იწყება: დროა, გათხოვდე, შინაბერა ხომ არ უნდა დარჩე? ან — შენ ასაკში უკვე ორი შვილი მყავდა… 30 წლის მერე კითხვები განსაკუთრებით მძაფრდება, და ასე შემდეგ, ალბათ, დაახლოებით, 40 წლამდე, მერე იწყება: კარგი იქნებოდა, გათხოვილიყავი, რა ცუდია, რომ არ გათხოვდი, უნდა გათხოვილიყავი და ა.შ.

მაგრამ, როგორც საქმის პროფესიონალები — ფსიქოლოგები გვარწმუნებენ, ყველაფრის თავი და თავი ისაა, რომ ქალს არ სურს გათხოვება და იმიტომ არ თხოვდება.

მაშ ასე, რატომ არ თუ ვერ თხოვდება ქალი?

დღეს ადამიანს, ვინც ამ თემებზე არ საუბრობს, იშვიათად წააწყდებით. პასუხად უამრავი მიზეზი გვესმის: ქალს ძალიან უნდა გათხოვება და ამით მამაკაცებს აფრთხობს; ბევრს მუშაობს და პირადი ცხოვრებისთვის დრო აღარ რჩება; ქალი მამაკაცს დიდ მოთხოვნებს უყენებს; სახლში ზის და როგორ გაიცნობს ვინმეს; საკუთარი თავი არ უყვარს და სხვას როგორ შეიყვარებს? (ეს უკანასკნელი — ერთ-ერთი ყველაზე რეალური მიზეზი).

ჩვენ ირგვლივ არიან ქალები, რომლებსაც უყვართ საკუთარი თავი, კარგად გამოიყურებიან, უვლიან თავს, არც ბევრს მუშაობენ, არც სულ სახლში სხედან და ა.შ., მაგრამ მაინც გაუთხოვრები არიან.

რა არის ამის მიზეზი? ყველას თავისი მიზეზი აქვს. მაგრამ არსებობს ერთი მთავარი მიზეზი — ქალს არ უნდა გათხოვება. თუ დღეს გათხოვილი არ ხართ, ესე იგი, არ გინდათ გათხოვება. თუ ამას გადაწყვეტთ, გათხოვდებით კიდეც. ეს კანონია. ცხოვრებაში გვაქვს ის, რაც გვჭირდება.

© FL/ Rikard Elofssonსპეციალისტები გვარწმუნებენ: თუ ქალი არ თხოვდება, ესე იგი, გათხოვება არ სურს!
სპეციალისტები გვარწმუნებენ: თუ ქალი არ თხოვდება, ესე იგი, გათხოვება არ სურს!  - Sputnik საქართველო
სპეციალისტები გვარწმუნებენ: თუ ქალი არ თხოვდება, ესე იგი, გათხოვება არ სურს!

ის, როგორც დღეს ცხოვრობთ, თუნდაც გაუცნობიერებლისა და ქვეცნობიერის დონეზე, თქვენთვის ფასეული და მოსახერხებელია. ეს თქვენი არჩევანია.

რა შეიძლება იყოს ის ქვეცნობიერი, რომელიც ქორწინებასთან დაკავშირებით თქვენს არჩევანს განაპირობებს? 

თქვენ შეიძლება ქვეცნობიერად ურთიერთობების შიში გაქვთ, განსაკუთრებით, თუ თქვენი მშობლების ურთიერთობები არ აეწყო და რთული, კონფლიქტური იყო; ასევე, აღარ გინდათ განიცადოთ ის ტკივილი, რომელიც ადრე განშორებამ, ღალატმა ან სხვა რამემ მოგანიჭათ; ბავშვობაში ერთ-ერთ მშობელთან განშორების ტრავმა გადაიტანეთ, ეს შიში ბლოკავს გათხოვების შესაძლებლობას, რადგან აღარ გსურთ, ვინმე ახლოს მოუშვათ, შემდეგ კი დაკარგოთ; ან, შეიძლება, არ გინდათ გაიზარდოთ და მშობლების გვერდით დარჩენა უფრო კომფორტულია, სადაც თავს ისევ პატარა გოგონად გრძნობთ. 

ყველა ამ მიზეზს თავისი ფარული „სარგებელი“ აქვს, მაგალითად, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას არ ვიღებ, არ ვიზრდები, დედისა და მამის თვალში კვლავ უმანკო გოგონა ვარ, არ ვრისკავ და ნამდვილ ურთიერთობებს არ ვიწყებ, თავს ვიცავ ტკივილისგან, ღალატისგან, იმედგაცრუებისგან, არ მინდა ცხოვრების შეცვლა, დედასთანაც კარგად ვგრძნობ თავს…

როგორ გავთხოვდე? უკვე 30-ის, ან 35 წლის ვარ, ყველა უკვე დიდი ხანია გათხოვდა… და რითი ვარ სხვაზე ნაკლები?

აქ კი მთავარი პრობლემა ისაა, რომ თქვენ არ გინდათ გათხოვება, რადგან დღევანდელი მდგომარეობა თქვენთვის უფრო მომგებიანი, მოსახერხებელია, ვიდრე ქორწინება, ამის გაცნობიერება გიჭირთ, მაგრამ თქვენმა „შინაგანმა“ ეს სარგებელი იცის და ამიტომაც არ ხართ გათხოვილი.

© FL/ Manitoba Coupon Maven გაუთხოვარ ქალებს სათქმელი აქვთ: „დღეს ნამდვილი მამაკაცები აღარ არიან, ვის გავყვე ცოლად?“, „ვაჟკაცები გადაშენდნენ...“
გაუთხოვარ ქალებს სათქმელი აქვთ: „დღეს ნამდვილი მამაკაცები აღარ არიან, ვის გავყვე ცოლად?“, „ვაჟკაცები გადაშენდნენ...“ - Sputnik საქართველო
გაუთხოვარ ქალებს სათქმელი აქვთ: „დღეს ნამდვილი მამაკაცები აღარ არიან, ვის გავყვე ცოლად?“, „ვაჟკაცები გადაშენდნენ...“

ეს შესამჩნევია გაუთხოვარი ქალების საქციელში, მაგალითად, ისინი ისეთ მამაკაცებს ირჩევენ, რომლებსაც ცოლის მოყვანის სურვილი არა აქვთ — ასე ვთქვათ, მარადიულ მექალთანეებს, ქალების გულთამპყრობელებს, ან ცოლიანებს; ასევე, ასეთი ქალების საქციელი მამაკაცებს სერიოზული ურთიერთობებისთვის არ განაწყობს; ან ქალი ყოველ წუთს იმეორებს: „არც მინდა გათხოვება“, „არ გავთხოვდები“, და ეს ძალზე სერიოზული შინაგანი განწყობაა, რომელმაც, შესაძლოა, გათხოვების ნებისმიერი შესაძლებლობა დააბრკოლოს; ქალები მამაკაცებს არარეალურ მოთხოვნებს უყენებენ და წინასწარ იციან, რომ ეს შეუძლებელია, მაგრამ სათქმელი აქვთ — „დღეს ნამდვილი მამაკაცები აღარ არიან, ვის გავყვე ცოლად?“, „ვაჟკაცები გადაშენდნენ“ და ა.შ.

ასეთი ქალები საკუთარი თავის შეცოდებას იწყებენ, ხელს იქნევენ ყველაფერზე და ამბობენ, რომ ყველაფერი უშედეგოა, არაფერი გამოვა და საერთოდ არაფერს აკეთებენ; არ აქცევენ თავს ყურადღებას, წონაში იმატებენ და ამით მამაკაცებს უფრო მეტად აფრთხობენ; ზოგიერთი ქალი უამრავ საქმეს „წამოიკიდებს“ ხოლმე, ეხმარება ნათესავებს, მშობლებს, რათა ფიქრის — რატომ არ ვარ გათხოვილი?— დრო საერთოდ აღარ დარჩეს. 

პასუხი კი მარტივია — არ მინდა! აი, რა უნდა გაიაზროთ, სხვა მიზეზი არ არსებობს! ავადმყოფი მკურნალობის დაწყებას მხოლოდ მაშინ შეძლებს, როდესაც აღიარებს, რომ ავად არის.

კარგად ვიცით, როგორ ვიქცევით, როცა რამე გვინდა. აქ ყველაზე რთული შინაგან „სარგებელზე“, მოსახერხებელ ვითარებაზე უარის თქმა და ვითარების შეცვლის გადაწყვეტილების მიღებაა!

როდესაც საკუთარ თავთან აღიარებთ, რომ მზად არ ხართ გადაწყვეტილების მისაღებად, თქვენ იღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ გაუთხოვარი ხართ და აგრძელებთ ცხოვრებას ისე, როგორც ცხოვრობდით, მაგრამ კმაყოფილებით! იცით, რომ ეს თქვენი არჩევანია.

© FL/ nloikქალმა, რომელიც გათხოვებისთვის მზად არის, ქალური თვისებები უნდა გამოაჩინოს.
ქალმა, რომელიც გათხოვებისთვის მზად არის, ქალური თვისებები უნდა გამოაჩინოს.  - Sputnik საქართველო
ქალმა, რომელიც გათხოვებისთვის მზად არის, ქალური თვისებები უნდა გამოაჩინოს.

მაგრამ თუ გათხოვების გადაწყვეტილებას იღებთ, მაშინ უნდა იმოქმედოთ. და ესეც თქვენი პასუხისმგებლობაა. 

ეს პროცესი, როგორც წესი, მდორედ მიმდინარეობს, შესაძლოა, პროფესიული დახმარება დაგჭირდეთ, რათა დაინახოთ ის „ტკბილი სარგებელი“, მოსახერხებელი მდგომარეობა, რაც გაუთხოვრობას აქვს. 

უნდა გაიაზროთ! უნდა ნახოთ, რას ეძებთ მამაკაცთან ურთიერთობებში და რატომ გინდათ გათხოვება. ესეც არაა მარტივი კითხვა. თუ თქვენმა შინაგანმა ბავშვმა გადაწყვიტა მარტოობას დააღწიოს თავი მამაკაცის დახმარებით, არაფერი გამოვა, რადგან თქვენ გათხოვება კი არა, არამედ ბავშვობაში დაბრუნება გინდათ.

ქალმა, რომელიც გათხოვებისთვის მზად არის, თავს უნდა მიხედოს. გამოაჩინოს თავისი ქალური თვისებები. უნდა გაიზარდოს, მოწიფული ქალი უნდა გახდეს, რომელიც მზადაა არა მარტო მიიღოს, არამედ გასცეს კიდეც. აქ საჭირო იქნება რესურსები: დრო, ენერგია და ფული, და რაც მთავარია — გადაწყვეტილება — როგორ იმოქმედებთ — დამოუკიდებლად თუ სხვა ადამიანის, წიგნის ან ტრენინგის დახმარებით.

პრობლემის გადაწყვეტას ნუ გადადებთ. გახსოვდეთ, ერთხელ ვცოცხლობთ და დრო კი არც ერთი წამით არ ჩერდება!


ყველა ახალი ამბავი
0