09:05 03 აგვისტო 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6906
  • 100 RUB4.2578
  • USD3.1042
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
50 0 0

ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე კენჭისყრის ჩავარდნის შემდეგ უნდა გაიმართოს კიდევ ერთი კენჭისყრა ცესკოს თავმჯდომარის ნახევარი წლის ვადით არჩევის საკითხზე.

თბილისი, 22 ივლისი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ და ოპოზიცია ვერ მივიდნენ კონსენსუსამდე საქართველოს ცესკოს თამჯდომარის არჩევის საკითხში – ხუთშაბათს ხელმეორე კენჭისყრაც ჩავარდა.

მეორე კენჭისყრის შედეგებით კანდიდატმა გიორგი კალანდარიშვილმა 83 ხმა მიიღო 100-ის ნაცვლად, ხოლო გიორგი სანტურიანმა – ოთხი.

ცესკოს თავმჯდომარის ხუთი წლის ვადით არჩევის საკითხის ჩავარდნის შემდეგ უნდა გაიმართოს კენჭისყრა მისი ნახევარი წლით არჩევის საკითხზე.

საქართველოს საარჩევნო კოდექსში მიღებული შესწორებების თანახმად, ხუთი წლის ვადით თავმჯდომარედ გახდომისთვის კანდიდატს მხარი უნდა დაუჭიროს დეპუტატების ორმა მესამედმა (100 ხმა და მეტი). თუ ეს არ მოხდა და კანდიდატმა მხოლოდ ხმათა უბრალო უმრავლესობა (76 და მეტი) მიიღო, მაშინ ის ამ თანამდებობაზე მხოლოდ 6 თვით დაინიშნება.

ცესკოს თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით შესწორებები საარჩევნო კოდექსში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების შედეგად მიიღეს, რომელიც ევროპული კავშირის პრეზიდენტის შარლ მიშელის შუამდგომლობით შედგა.

მთავარი თემები