მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ საქართველოშია

© photo: Sputnik / Miroslav Rotar / გადასვლა მედიაბანკშიმაია სანდუ
მაია სანდუ - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2021
გამოწერა
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოწვევით საქართველოს მაია სანდუ ესტუმრა, რომელიც ბათუმში საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.
თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. მოლდოვის პრეზიდენტის მაია სანდუს თვითმფრინავი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა.
სახელმწიფო მეთაურს აეროპორტში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დახვდა. 
სალომე ზურაბიშვილი და ვლადიმირ ზელენსკი - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2021
უკრაინის პრეზიდენტი საქართველოს ეწვია
მაია სანდუ მონაწილეობას იღებს მე-17 საერთაშორისო კონფერენციაში „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“, რომელიც ბათუმში გაიხსნა.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვლენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი, მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი. შარლ მიშელმა კონფერენციის გახსნამდე შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და ოპოზიციის ლიდერებთან.
კონფერენციის მთავარი თემა სამ ასოცირებულ პარტნიორთან – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინასთან ევროკავშირის თანამშრომლობის გაღრმავება იყო. აღნიშნული სამი ქვეყანა ახლახან ოფიციალურად აღიარეს როგორც ასოცირებული ტრიო.
კოვიდ-პანდემიის გამო 2020 წელს ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია არ გამართულა. წელს კი იგი ჰიბრიდულ ფორმატში ტარდება – სპიკერების ნაწილი შეხვედრაში ონლაინ ჩაერთვება.
 
ყველა ახალი ამბავი
0