08:35 03 აგვისტო 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6906
  • 100 RUB4.2578
  • USD3.1042
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
96 0 0

აქციის მონაწილეები 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით კვლავ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომასა და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.

თბილისი, 17 ივნისი - Sputnik. რუსთაველის გამზირი გადაკეტილია - პარლამენტთან 18:00 საათიდან მედიის წარმომადგენლების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციიდან ერთიანი ეთერით მაუწყებლობს სამი ტელევიზია - „TV პირველი“, „ფორმულა“ და „მთავარი არხი“. ორგანზიატორები აცხადებენ, რომ აქციაზე მათი სამომავლო გეგმები გაჟღერდება.

მედიის წარმომადგენლები საპროტესტო აქციებს 5 ივლისის შემდეგ მართავენ. იმ დღეს, როდესაც ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეებმა და „მორალის დამცველებმა" ჟურნალისტებზე ნამდვილი ნადირობა მოაწყვეს, მასმედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა - ჟურნალისტები, ოპერატორები, ფოტოგრაფები. მათ შორის იყო სასტიკად ნაცემი ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც ექვსი დღის შემდეგ გარდაიცვალა.

Георгий Маргвелашвили. Акция протеста у здания Парламента Грузии 17 июля 2021 года
© Sputnik / Alex Shlamov
Георгий Маргвелашвили. Акция протеста у здания Парламента Грузии 17 июля 2021 года

აქციის მონაწილეები თბილისში 5 ივლისს მომხდარი ძალადობის ფაქტების გამოძიებასა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას ითხოვენ. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ ხელისუფლებამ 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა აიღოს.

ჟურნალისტების მიერ ორგანიზებულ აქციას რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელიც შეუერთდა.

საპროტესტო აქციაზე რამდენიმე ათასი ადამიანია შეკრებილი. სცენაზე დამონტაჟებული ეკრანიდან 5 ივლისის მოვლენების კადრებს აჩვენებენ. ისმის უცხოეთში მყოფი მხარდამჭერების მიმართვები. მათ შეკრებილები ტაშით შეეგებნენ.

სამი ტელეარხის ჟურნალისტებმა მათ მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგები წარმოადგინეს. საუბარია ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების დეტალებზე და ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეების ხელისუფლებასა და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან კავშირებზე.

მანამდე კი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ გადადგომას არ აპირებს და ჟურნალისტები ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებით სპეკულაციასა და მანიპულირებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ოპოზიციური ტელეარხები საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ იმართება. ჟურნალისტების აქციას მან „პოლიტიკური აქტი“ უწოდა.

პარალელურად მდუმარე აქცია ლოზუნგით „ლექსოსთვის“ გაიმართა ზუგდიდის ცენტრალურ მოედანთან, სადაც სამეგრელოს რეგიონში მოქმედი მედიასაშუალებების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

Акция протеста у здания Парламента Грузии 17 июля 2021 года
© Sputnik / Alex Shlamov
Акция протеста у здания Парламента Грузии 17 июля 2021 года

მსგავსად თბილისში შეკრებილებისა, სამეგრელოშიც აქციის მონაწილეები 5 ივლისს მოვლენებთან დაკავშირებით დამნაშავე პირების დასჯას მოითხოვენ. მათ ასევე კიდევ ერთხელ გამოუცხადეს სამძიმარი „ტვ პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ოჯახს.

ოპერატორის გარდაცვალებამ თბილისისა და ქვეყნის დიდი ქალაქების ქუჩებში პრაქტიკულად ყველა ჟურნალისტი და ათი ათასობით ადამიანი გამოიყვანა. რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე შეკრებილებმა მთავრობას ულტიმატუმი წაუყენეს – ისინი პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობის გადადგომას მოითხოვენ. აქციებზე არაერთხელ გაისმა მოწოდებები იმ სასულიერო პირების პასუხისმგებლობის შესახებაც, რომლებიც 5 ივლისის აქციაზე შეკრებილებს ძალადობისკენ მოუწოდებდნენ და ამით ჟურნალისტების მიმართ აგრესიის პროვოცირებას შეუწყვეს ხელი.

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ყველა ძალადობის ფაქტი, რომელიც ჩადენილი იყო მედიის წარმომადგენლების მიმართ, მაქსიმალურად მოკლე დროში იქნება გამოძიებული და ყველა სათანადოდ დაისჯება.

„თბილისი პრაიდის” წინააღმდეგ გამართული აქციის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის, ბრალი 24 პირს წარედგინა. მათი უმრავლესობა განაჩენს საპატიმროში დაელოდება.

ამ ეტაპზე, საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 42 პირი, მათ შორის, 35 ჟურნალისტი და ოპერატორი.

მთავარი თემები