05:05 24 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (311)
22701

რა მიზეზებმა აიძულა კალაძე, რომ არ დასწრებოდა თბილისის „დინამოსა" და ბაქოს „ნეფთჩის" დაპირისპირებას, არ ასახელებენ არც მერიაში და არც „ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში.

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დროზე ადრე დაასრულა ვიზიტი ბაქოში და სასწრაფოდ ბრუნდება თბილისში. ამის შესახებ აზერბაიჯანული მასმედია იტყობინება.

კალაძე თბილისის „დინამოსა" და ბაქოს „ნეფთჩის" შეხვედრაზე აპირებდა დასწრებას, რომელიც დღეს ბაქოში გაიმართება, მაგრამ მერის გეგმები მოულოდნელად შეიცვალა.

ეს ინფორმაცია ჯერ არც დაუდასტურებიათ და არც უარყვიათ თბილისის მერიაში და მმართველი პარტია „ქართული ოცნების" ოფისში, რომლის გენერალური მდივანიც არის კახა კალაძე.

თბილისისა და ბაქოს მერებმა კალაძის ვიზიტის მსვლელობისას ხელი მოაწერეს მემორანდუმს თანამშრომლობისა და ორი ქალაქის დაძმობილების შესახებ. კალაძე ასევე შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს. მხარეებმა განიხილეს ქვეყნებისა და მათი დედაქალაქების თანამშრომლობის პერსპექტივები.

თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (311)

მთავარი თემები