10:57 25 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
თბილისის მერია (396)
42 0 0

თბილისის მერი კახა კალაძე აზერბაიჯანის დედაქალაქს ორდღიანი ვიზიტით გუშინ ეწვია. კალაძესთან ერთად ბაქოში ვიცე-მერი ილია ელოშვილი იმყოფება.

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. ბაქოში ვიზიტის ფარგლებში თბილისის მერმა კახა კალაძემ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრა გამართა და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილა, ნათქვამია თბილისის მერიის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პოლიტიკოსებმა მნიშვნელოვანი უწოდეს თბილისისა და ბაქოს დაძმობილების შესახებ მემორანდუმს, რომელსაც ხელი გუშინ მოეწერა.

„პირადად ჩემთვის აზერბაიჯანი მეგობრული ქვეყანაა, მე აქ ბევრი მეგობარი მყავს. თქვენს დედაქალაქში ენერგეტიკის მინისტრის რანგში ბევრჯერ ვყოფილვარ და, ჩემი აზრით, იგი ყოველდღიურად სულ უფრო ლამაზდება. მინდა მადლობა გადაგიხადოთ გულთბილი მასპინძლობისთვის", – განაცხადა კალაძემ.

შეხვედრაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ისაუბრა ბაქოსა და თბილისის დაძმობილების მნიშვნელობაზე და აღნიშნა კახა კალაძის პირადი წვლილი საქართველო–აზერბაიჯანის ურთიერთობების განმტკიცებაში.

„მსოფლიოში ბევრი ლამაზი ქალაქია, მაგრამ ბაქო და თბილისი გამოირჩევიან მათთვის დამახასიათებელი სილამაზით და კულტურით, იმით, რომ დიდ ყურადღებას უთმობენ ისტორიულ ძეგლებს. ვიცი, რომ თქვენ დიდ ძალისხმევას იჩენთ თბილისის კეთილმოწყობისთვის, ასევე აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარებისთვის", – განაცხადა ალიევმა.

ამ დროისათვის თბილისს მუდმივი მეგობრული ურთიერთობები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 20 ქალაქთან აქვს დამყარებული. ბაქო რიგით 21-ე გახდა. საქართველოს და აზერბაიჯანის დედაქალაქები 1997 წლიდან პარტნიორი ქალაქები არიან.

თემები:
თბილისის მერია (396)

მთავარი თემები