14:23 25 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
ჟურნალისტ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება: ვერსიები და რეაქციები (45)
121 0 0

სუბარმა, რომელიც წარსულში დიდი ხნის განმავლობაში ჟურნალისტად მუშაობდა, მოუწოდა ყველას ექსპერტიზის დასკვნის გამოქვეყნებას დაელოდოს.

თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენელი სოზარ სუბარი მიიჩნევს, რომ ოპერატორის გარდაცვალების თემის პოლიტიკური მიზნებით გამოყენება არასწორია.

ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან იმართება საპროტესტო აქცია, რომლის მთავარი მოთხოვნაა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით მთავრობის გადადგომა. აქცია შეიკრიბა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა „ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შესახებ, რომელსაც 5 ივლისს ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეები სასტიკად გაუსწორდნენ. მომიტინგეები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგოს იმისათვის, რომ საკუთარი მოქალაქეების დაცვა ვერ შეძლო.

„როდესაც ადამიანი კვდება, და ეს ადამიანი რამდენიმე დღის წინ იყო უსასტიკესად ნაცემი, ბუნებრივია, ძალიან ბევრი ეჭვი ჩნდება და ემოციები მაღლა მიდის. ასეთ დროს ემოციებისთვის ვერავის ვერ დავძრახავთ. მაგრამ მეორეს მხრივ, როდესაც პოლიტიკოსები პირდაპირ ბრალს სდებენ ვიღაცას ისე, რომ არავინ არ ვიცით ჯერ მიზეზები (გარდაცვალების - რედ.) და ამას იყენებენ გარკვეული სპეკულაციებისთვის, ვითარების დასამუხტად ქვეყანაში - ეს არა მგონია რომ სწორი იყოს“, - განაცხადა სუბარმა „იმედის“ ეთერში.

სუბარმა, რომელიც დიდ ხანს ჟურნალისტად მუშაობდა და ასევე სახალხო დამცველის თანამდებობას იკავებდა, აღნიშნა, რომ თბილისში არეულობების დროს ბევრი ჟურნალისტი სცემეს, და ლექსო ლაშქარავას ყველაზე მძიმე დაზიანებები ჰქონდა.

„მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რითი გარდაიცვალა ადამიანი“, - განაცხადა სუბარმა.

სუბარმა აღნიშნა, რომ თუ ექსპერტიზა დაადგენს დაზიანებების კავშირს გარდაცვალებასთან, საქმე გადაკვალიფიცირდება.

„მაგრამ ასეც რომ იყოს, ეს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ ცვლის. თუ პოლიციას შეეძლო მოეხდინა უფრო მკაცრი რეაგირება და დაეცვა ყველა ჟურნალისტი ვინც იყო თავდასხმის მსხვერპლი, და არ გააკეთა - ეს ერთი ტიპის პასუხისმგებლობაა, და თუ იმ მომენტში ამაზე მეტის გაკეთება შეუძლებელი იყო - ეს სხვა ტიპის პასუხისმგებლობაა“, - განაცხადა სუბარმა.

ამასთან, გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია და ექსპერტიზის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ გახდება ცნობილი.

შსს-მ გამოთქვა მზადყოფნა, საგამოძიებო მოქმედებებში ჩართოს საერთაშორისო ექსპერტები და ექსპერტიზის ნიმუშები უცხოეთში გაგზავნოს.

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება

ლექსო ლაშქარავა დღეს დილით საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მას სახის ძვლების მოტეხილობები აღენიშნებოდა. იმ დღესვე მას ოპერაცია ჩაუტარდა. ბოლო დღეები მან სახლში გაატარა, შაბათს კი ის „ტვ პირველის“ დღის ეთერის ერთ-ერთი სტუმარი იყო და 5 ივლისის მოვლენებს იხსენებდა.

როგორც „ტვ პირველის“ ჟურნალისტი მირანდა ბაღათურია იხსენებს, რომელიც ლექსო ლაშქარავასთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში თავდასხმის ობიექტი გახდა, ლექსოს დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში 20 ადამიანი სცემდა და ის სისხლის გუბეში დატოვეს.

ლექსო ლაშქარავას დედა, რომელმაც დილით შვილი გარდაცვლილი ნახა, ამტკიცებს, რომ 5 ივლისის აქციაზე ცემამდე მისი შვილი აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო და მის გარდაცვალებას სწორედ ამ მოვლენებს უკავშირებს, მაგრამ კონკრეტული მიზეზის დასახელება უჭირს.

სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული - ცხედარზე ძალადობრივი სიკვდილის აშკარა ნიშნების არარსებობის შემთხვევაში ეს სტანდარტული პროცედურაა. არ არის გამორიცხული, რომ მოგვიანებით საქმის კვალიფიკაცია შეიცვალოს.

თემები:
ჟურნალისტ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება: ვერსიები და რეაქციები (45)

მთავარი თემები