12:48 25 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
54 0 0

მისი თქმით, ქვეყნის ამჟამინდელი ლიდერების იმგვარი კომენტარები, როგორიცაა - „ჩვენ ვაფრთხილებდით“ – „არაკომპეტენტურობის პიკია“.

თბილისი, 7 ივლისი - Sputnik. საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას მიაჩნია, რომ მთავრობის რეაქცია 5-6 ივლისის მოვლენებზე იყო „არაკომპეტენტურობის პიკი“. ამაზე მან ზუგდიდში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ასე გამოეხმაურა ის თბილისში 5 და 6 ივლისს რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს, როდესაც ლგბტ-თემის უფლებების დაცვის კვირეულის წინააღმდეგ მოწყობილი კონტრაქცია ძალადობასა და აგრესიაში გადაიზარდა.

„ეს იყო პოლიტიკური მოვლენა, უმძიმესი საყურებელი, როდესაც ჩამოშლილი სახელმწიფო დავინახეთ. როდესაც სახელმწიფო ვერ იცავდა ვერც კონსტიტუციას, სახელმწიფომ ვერ დაიცვა ფიზიკური ძალადობისგან თავისი მოქალაქეები, ვერ დაიცვა მასობრივი დევნისგან ჟურნალისტები, ვერ დაიცვა ტურისტები, ეს უბრალოდ წარმოუდგენელი იყო, რაც ჩვენ ვნახეთ. ეს იყო გამოხატულება უუნარობის“, - აღნიშნა გახარიამ.

მისი თქმით, ქვეყნის ამჟამინდელი ლიდერების იმგვარი კომენტარები, როგორიცაა - „წინასწარ ვიცოდით, რომ ასე იქნებოდა და გაგაფრთხილეთო“ – „არაკომპეტენტურობის პიკია“.

მსგავსი ბრალდებები თავად ყოფილი პრემიერის მისამართითაც ხშირად ისმის. ოპონენტები მას 2019 წლის 20-21 ივნისის ღამის მოვლენების დროს პოლიციელების მიერ ძალის გადამეტების წახალისებაში ადანაშაულებენ. იმ ღამის შემდეგ საპროტესტო აქციები შს მინისტრის თანამდებობიდან გახარიას გადადგომის მოთხოვნით ორი თვე გრძელდებოდა.

1 ივლისს თბილისში დაიწყო „ღირსების კვირეული“, რომლის დროსაც ლგბტ-საზოგადოებამ რამდენიმე ღონისძიება გამართა. კვირეული უნდა დასრულებულიყო „ღირსების მარშით“, მაგრამ ღონისძიების მოწინააღმდეგეებმა დილიდან დაიწყეს კონტრაქციების ჩატარება და რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. არეულობების დროს ძალადობის 55 ფაქტი გამოვლინდა, საიდანაც 53 მასმედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ იყო მიმართული. რამდენიმე ჟურნალისტს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. მომხდარის შედეგად ორგანიზატორებმა „ღირსების მარში“ გააუქმეს.

სამშაბათს რუსთაველის გამზირზე ერთბაშად ორი აქცია ჩატარდა: „მდუმარე აქცია“ ძალადობის წინააღდეგ და ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეთა კონტრაქცია. ღამით მათ პოლიციის კორდონი გაარღვიეს და პარლამენტის წინ მოედანი დაიკავეს. პოლიციამ პარლამენტის ტერიტორიიდან „მდუმარე აქციის“ მონაწილეების გაყვანა მოახერხა. მანამდე კონტრაქციის აგრესიულად განწყობილმა მონაწილეებმა პარლამენტთან ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს. დილით დროშა ადგილზე პარლამენტის თავმჯდომარემ საკუთარი ხელით დააბრუნა და განაცხადა, რომ საქართველო არ იტყვის უარს ევროინტეგრაციაზე. პოლიციამ მართლწესრიგისა და კანონის ასზე მეტი დამრღვევი დააკავა.

მთავარი თემები