„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პარლამენტთან განვითარებული მოვლენები შეაფასა

© photo: Sputnik / Stringerირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 07.07.2021
გამოწერა
ირაკლი კობახიძის თქმით, საზოგადოება აუცილებლად უნდა გაერთიანდეს იმ ძალების წინააღმდეგ, რომლებიც ებრძვიან ქვეყანას, სახელმწიფოსა და ეკლესიას.
თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ შსს ოთხშაბათს გაასაჯაროვებს დეტალურ ინფორმაციას რუსთაველის გამზირზე მომხდარი დაპირისპირების მიზეზებისა და შედეგების თაობაზე და თუ რატომ გახდა შეუძლებელი ესკალაციის თავიდანვე აღკვეთა. 
დაპირისპირება აქციაზე პარლამენტთან - Sputnik საქართველო, 1920, 07.07.2021
პოლიციამ 6 ივლისს რუსთაველზე  კონტრაქციის 100 მონაწილე დააკავა
სამშაბათს, საღამოს რუსთაველის გამზირზე პოლიციას დიდი ძალისხმევა დასჭირდა ძალადობის წინააღმდეგ გამართული „მდუმარე აქციასა“ და ლგბტ–თემის მოწინააღმდეგეთა შორის ღია დაპირისპირების აღსაკვეთად.
„უნდა გაკეთდეს ყველაფერი იმისთვის, რომ მომავალში ძალადობა აღიკვეთოს. ძალზე მნიშვნელოვანია ძალადობის ფაქტებზე სამართლებრივი რეაგირება“, – განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, მან რუსთაველის გამზირზე განვითებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა ორივე მხარეს დააკისრა: „პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც ძალადობის განმახორციელებლებს, ისე მეორე მხარეს მდგომ ადამიანებს, რომელთაც ჩვენ ვაფრთხილებდით, მაგრამ მათ უარი არ თქვეს საკუთარ ღონისძიებებზე“.
მმართველი პარტიის თავმჯდომარის განმარტებით, „აუცილებელია უმრავლესობის განწყობას პატივი ვცეთ“. მისი თქმით, „საზოგადოების დიდ ნაწილში ჩამოყალიბებულია განწყობა, რომ პრაიდი, როგორც ღონისძიება, მიუღებელია და ისინი მას შეურაცხყოფად მიიჩნევენ“.
კობახიძის აზრით, ახლა „მთავარია ვებრძოლით აგრესიის გენერირების წყაროებს“. ამასთან, მისი მტკიცებით, „კონკრეტული პოლიტიკური ძალები და მედიასაშუალებები ცდილობენ ჩვენს პოლიტიკასა და საზოგადოებაში არეულობა შემოიტანონ“. 
აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 07.07.2021
რადიკალურმა დაჯგუფებამ პარლამენტის შენობის წინ ევროკავშირის დროშა დაწვა
მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილი და ოპოზიცია თბილისში ლგბტ-თემის სოლიდარობის კვირეულისა და ღირსების მარშის ჩატარების ხელშემწყობებად მოიხსენია და ქვეყანაში დაძაბულობის მცდელობაში დაადანაშაულა.
ორშაბათს, 5 ივლისს, როდესაც დაგეგმილი იყო „ღირსების მარშის“ ჩატარება, სექს-უმცირესობის მოწინააღმდეგეთა მიერ გამართულ აქციაზე შსს-მ ძალადობის 55 ფაქტი დააფიქსირა, აქედან 53 მასმედიის წარმომადგენლების მიმართ იყო ჩადენილი, დარბეულ იქნა „თბილისი პრაიდისა“ და პარტნიორი ორგანიზაციების ოფისები. ამის შემდეგ ოპოზიციამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა, რომელშიც პოლიცია „ორგანიზებული მასობრივი ძალადობის წინააღმდეგ მიზანმიმართულ უმოქმედობაში“, ხელისუფლება კი მის წახალისებაში დაადანაშაულა.
მეორე დღეს, სამშაბათს პოლიციას გაძლიერებული დაცვით მოუწია „მდუმარე აქციის“ მონაწილეთა ტერიტორიიდან გაყვანა და მათი კონტრაქციის მონაწილეთაგან დაცვა. ვითარება რუსთაველის გამზირზე ბოლო წუთამდე დაძაბული იყო.
ყველა ახალი ამბავი
0