პარლამენტის ბიურომ პოლიტიკური ჯგუფი „გირჩი“ დაარეგისტრირა

© photo: Girchi / FB„გირჩი“ პარლამენტში
„გირჩი“ პარლამენტში - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2021
გამოწერა
საქართველოს ამ მოწვევის პარლამენტში შესაძლებელი გახდა პოლიტიკური ჯგუფების ჩამოყალიბება, რომლებზეც ფრაქციის წესები ვრცელდება.

თბილისი, 23 ივნისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის ბიურომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის“ რეგისტრირების თაობაზე. 

პარლამენტის დეპუტატები - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2021
„გირჩი“ პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფს ქმნის

ბიუროს წევრების მხრიდან აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა გახდა, რომელმაც გუშინ მხარი დაუჭირა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის რეგისტრაციის საკითხს.

ივნისში პარლამენტმა მიიღო ცვლილებები რეგლამენტში, რომელთა მიხედვითაც პარლამენტში შესაძლებელი გახდა პოლიტიკური ჯგუფების ჩამოყალიბება, რომლებზეც ფრაქციის წესები ვრცელდება.

თითოეულ პოლიტიკურ ჯგუფში მინიმუმ ორი ადამიანი უნდა იყოს. ამასთან პოლიტიკური ჯგუფები ისარგებლებენ იმავე უფლებებით, როგორც ფრაქციები, გარდა იმ უფლებებისა, რომლებიც ფრაქციისთვის კონსტიტუციით არის გათვალისწინებული.

პოლიტიკური ჯგუფების ხელმძღვანელებს ექნებათ ბიუროზე დასწრების უფლება და ფრაქციებისთვის გათვალისწინებული ყველა სხვა უფლება, გარდა მოადგილის ყოლის უფლებისა.

ყველა ახალი ამბავი
0