02:37 02 აგვისტო 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7174
  • 100 RUB4.2829
  • USD3.1244
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
61 0 0

დღევანდელი აქციის მონაწილეები 2019 წლის 20-21 ივნისის ღამის მოვლენების გამო მსჯავრდებულთა ამნისტიის წინააღმდეგ გამოდიან.

თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობასთან აქციაზე, რომელიც 2019 წლის 20-21 ივნისის ღამის მოვლენების მეორე წლისთავს მიეძღვნა.

20 ივნისს ანტისამთავრობო აქცია არეულობაში გადაიზარდა. გამოძიების ვერსიით, საპროტესტო აქციის მონაწილეები პარლამენტში შეჭრას შეეცადნენ. შტურმის თავიდან აცილების მიზნით პოლიციამ შეკრებილთა დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. არეულობის დროს დაშავდა 240 ადამიანი, მათ შორის 80 პოლიციელი, 40-მდე ჟურნალისტი, ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა.

აქციის მონაწილეებს შორის არიან დარბევის დროს დაშავებული მოქალაქეები, პოლიტიკური ლიდერები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

Акция протеста в столице Грузии у парламента страны 20 июня 2021 года
© Sputnik / Alex Shlamov
საპროტესტო აქცია, რომელიც 2019 წლის 20-21 ივნისის ღამის მოვლენებს მიეძღვნა. 20.06.2021

დღევანდელი აქციის მონაწილეები 2019 წლის 20-21 ივნისის ღამის მოვლენებისთვის მსჯავრდებულთა ამნისტიის წინააღმდეგ გამოდიან.

ამჟამად პარლამენტში ამნისტიის შესახებ კანონპროექტის ორი ვარიანტია რეგისტრირებული - ერთი შემუშავებულია „ქართული ოცნების“ მიერ, მეორე - ოპოზიციის მიერ. ეს ვერსიები ერთმანეთისგან პირველ რიგში თავად ამნისტიის პროცესის ხედვით განსხვავდება.

Зураб Джапаридзе. Акция протеста в столице Грузии у парламента страны 20 июня 2021 года
© Sputnik / Alex Shlamov
საპროტესტო აქცია, რომელიც 2019 წლის 20-21 ივნისის ღამის მოვლენებს მიეძღვნა. 20.06.2021. ზურაბ ჯაფარიძე.

პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, რომელიც აქციას ესწრება, ჩადენილია დანაშაული, რომლის პატიება არ შეიძლება. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი ამნისტიის კანონი შორსაა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შედგენილი დოკუმენტისგან.

შეკრებილებს უკავიათ იმ ღამით დაშავებულთა ფოტოები, თემატური პლაკატები, საქართველოს დროშები. მონაწილეებს უჭირავთ ასევე აშშ-ის და ევროკავშირის დროშები.

მთავარი თემები