03:49 02 აგვისტო 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7174
  • 100 RUB4.2829
  • USD3.1244
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
51 0 0

ვიზიტის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი შეხვდება რომის პაპ ფრანცისკეს და ვატიკანის სხვა მაღალი რანგის წარმომადგენლებს.

თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 16 ივნისს ოფიციალური ვიზიტით ვატიკანს ეწვევა, ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური იუწყება.

დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის აუდიენცია რომის პაპთან, მის უწმინდესობა პაპ ფრანცისკესთან.

ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართება სხვადასხვა მაღალი რანგის შეხვედრა.

საქართველომ და ვატიკანმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის მაისში დაამყარეს.

ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იყო 1999 წელს რომის პაპის იოანე პავლე მეორის ვიზიტი. 2016 წელს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ასევე რომის პაპი ფრანცისკე.

ვატიკანსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობები წარმატებით ვითარდება მეცნიერებისა და განათლების სფეროებში. წმინდა საყდრის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების წყალობით ქართველ სტუდენტებს რომში თეოლოგიური განათლების მიღების შესაძლებლობა აქვთ. ვატიკანი ასევე გამოყოფს სტიპენდიებს ქართველი მუსიკოსებისთვის, რათა მათ სწავლა იტალიის წამყვან კონსერვატორიებში განაგრძონ.

2011 წელს ქართველ მეცნიერებს მიეცათ შესაძლებლობა ორი წლის განმავლობაში ემუშავათ ვატიკანის „ფიდეს პროპაგანდის“ კონგრეგაციის დაცულ არქივებში, სადაც ინახება უძველესი ხელნაწერები საქართველოს შესახებ.

წმინდა საყდარი ასევე დიდ ყურადღებას უთმობს ქართული კულტურის ძეგლების დაცვას და რესტავრაციას. წმინდა საყდრის ნუნციატურის დახმარებით, საქართველოში შესაძლებელი გახდა სვანეთში არსებული უძველესი ქართული ხატების აღდგენა და ასევე დაარსდა სახელოსნო, სადაც მსურველები მინანქარზე მუშაობის ხელოვნებას ეუფლებიან.

მთავარი თემები