ანა დოლიძე თბილისის მერობისთვის ბრძოლას აპირებს

© photo: Anna Dolidze / FBანა დოლიძე
ანა დოლიძე - Sputnik საქართველო, 1920, 15.06.2021
გამოწერა
მმართველმა პარტიამ წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო. ოპოზიციაში კი ჯერჯერობით არ არსებობს ერთიანი ხედვა ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების არჩევნებთან დაკავშირებით.

თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. პარტიის „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე თბილისის მერის პოსტზე ოპოზიციის ერთიან კანდიდატად განსახილველად საზოგადოებას საკუთარ თავს სთავაზობს.

თბილისისა და ქვეყნის სხვა მუნიციპალიტეტების მერებისა და საკრებულოების არჩევნები მიმდინარე წლის ოქტომბერში გაიმართება.

პოლიტიკოსი თავის ოფიციალურ გვერდზე სოციალურ ქსელში წერს, რომ თბილისს, რომელიც მაგალითია მთელი საქართველოსთვის, სჭირდება მერი, რომელმაც ზუსტად იცის, რა სჭირდება ხალხს. თბილისს სჭირდება მერი ხალხისთვის, წერს პოლიტიკოსი.

ანა დოლიძე - Sputnik საქართველო, 1920, 28.03.2021
ანა დოლიძე: ვქმნი პარტიას, რომელიც მოემსახურება სახალხო ინტერესს

„მეგობრებო, დიდი ხანია საუბარია მედიაში, ვინ უნდა იყოს მერობის საერთო კანდიდატი. ვფიქრობ, ეს უნდა იყოს ადამიანი, რომელიც იქნება ხალხისთვის. საზოგადოებას ვთავაზობ ჩემ კანდიდატურას განსახილველად. მე არასდროს დავუბრკოლებივარ შიშს, რომ ხალხის ინტერესის დასაცავად დავპირისპირებოდი წინა თუ ამჟამინდელ ხელისუფლებას და დიდ კორპორატიულ ინტერესებს“, – წერს ანა დოლიძე.

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ანა დოლიძე დიდუბე-ჩუღურეთში მაჟორიტარად კენჭს იყრიდა როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი და მოიპოვა მესამე ადგილი ხმების 17,95%-ით, თუმცა არჩევნების მეორე ტურში ვერ მოხვდა – მას „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენელმა გიორგი ვოლსკიმ გადაუსწრეს.

პოლიტიკოსმა პარტია „ხალხისთვის“ მიმდინარე წლის მაისის ბოლოს დააფუძნა.

41 წლის ანა დოლიძე პროფესიით იურისტია. 2004-2006 წლებში მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის თანამდებობაზე; 2013-2016 წლებში იყო დასავლეთ ონტარიოს უნივერსიტეტის (კანადა) იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ–პროფესორი; 2015-2016 წლებში მუშაობდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე; 2016-2018 წლებში იყო საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი; 2017 წლიდან არის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; 2018 წელს საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ დაინიშნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად, რომელიც მან ორი წლის შემდეგ დატოვა. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

„ქართული ოცნების“ მთავარი ოფისი - Sputnik საქართველო, 1920, 12.06.2021
ცნობილი გახდა როდის დაასახელებს მმართველი პარტია მერობის კანდიდატებს

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2021 წლის ოქტომბერში გაიმართება. „ქართული ოცნებისთვის“ ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელსაც პარტიის დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის გარეშე ჩაატარებს – ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მიიღო.

ოპოზიციაში ჯერჯერობით არ არსებობს ერთიანი ხედვა ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების არჩევნებთან დაკავშირებით. პარტიების ლიდერების ნაწილმა, მათ შორის პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ თბილისის მერის პოსტზე კენჭისყრის შესაძლებლობას განიხილავენ.

პირველი კოალიცია ადგილობრივი არჩევნებისთვის უკვე შეიქმნა >>

რაც შეეხება მმართველ პარტიას, მან წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო. როგორც მისმა ერთ-ერთმა ლიდერმა, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ამ ეტაპზე პარტიის მთავარ ამოცანას მოახლოებულ არჩევნებზე დამაჯერებელი გამარჯვება წარმოადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0