ზურაბიშვილმა მონაკოს პრინცი საქართველოში მოიწვია

© photo : press-service of the President of Georgiaსალომე ზურაბიშვილი და მონაკოს პრინცი ალბერ მეორე
სალომე ზურაბიშვილი და მონაკოს პრინცი ალბერ მეორე - Sputnik საქართველო, 1920, 11.06.2021
გამოწერა
მონაკოში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი მონტე–კარლოს ღვინის სასახლეში ქართული ღვინის გამოფენას დაესწრო.

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მონაკოს სამთავროში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მონაკოს პრინც ალბერ მეორესთან შეხვედრა გამართა და ის საქართველოში მოიწვია. 

მონაკო - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2021
საქართველოს პრეზიდენტი მონაკოში მიემგზავრება

პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე სახელმწიფო მეთაურებმა იმსჯელეს კორონავირუსის პანდემიის, ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის საკითხებზე.

განსახილველ საკითხებს შორის იყო ორ ქვეყანას შორის ტურიზმის განვითარებისა და ღვინის ტურიზმის პოპულარიზაციის თემები.

საქართველოს პრეზიდენტმა და მონაკოს სამთავროს პრონცმა ასევე განიხილეს მონაკოდან სომელიეების საქართველოში ჩამოყვანის საკითხი.

მონაკოს სამთავროში პრეზიდენტ ზურაბიშვილის ვიზიტი გრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0