ლიეტუვის პრეზიდენტი თბილისში ჩამოვიდა

© photo: Ministry of foreign affairs of Georgiaლიეტუვის პრეზიდენტი საქართველოს ეწვია
ლიეტუვის პრეზიდენტი საქართველოს ეწვია - Sputnik საქართველო, 1920, 10.06.2021
გამოწერა
ვიზიტის ფარგლებში გიტანას ნაუსედა შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარესა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს.

თბილისი, 10 ივნისი – Sputnik. ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა მეუღლესთან ერთად საქართველოს ოფიციალური ორდღიანი ვიზიტით ეწვია, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

სტუმრებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი დავით ზალკალიანი და ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

გაბრიელიუს ლანდსბერგისი - Sputnik საქართველო, 1920, 29.04.2021
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში ვიზიტი შეაჯამა

„ვიზიტის დრო უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან რეგიონში არსებული ახალი გეოპოლიტიკური ფონი საჭიროებს მუდმივ კოორდინაციას და კომუნიკაციას ჩვენს პარტნიორებთან. ვიზიტის ფარგლებში განხილვის ძირითადი თემები იქნება ეს მიმართულებები. რა თქმა უნდა, ორმხრივი ურთიერთობები უაღრესად მზარდი დინამიზმით გამოირჩევა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოება, მეტი ტურისტის ხილვა საქართველოში პოსტპანდემიურ პერიოდში“, – განაცხადა ზალკალიანმა.

ლიეტუვის პრეზიდენტის ვიზიტის ოფიციალური ნაწილი პარასკევს იწყება. ის შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს პირისპირ, შემდეგ კი ორი ქვეყნის დელეგაციების შეხვედრა გაიმართება გაფართოებულ ფორმატში. მოლაპარაკებების შემდეგ სახელმწიფოს მეთაურები მასმედიისთვის ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ და განცხადებებით გამოვლენ.

ვიზიტის ფარგლებში ლიეტუვის პრეზიდენტი ასევე შეხვდება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს კახა კუჭავას და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს.

დავით ზალკალიანი და ედგარს რინკევიჩსი - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2021
ლატვია საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო 15 ათას დოზა ვაქცინას გადმოსცემს

ეს პრეზიდენტ ნეუსედას პირველი ოფიციალური ვიზიტია საქართველოში.

საქართველომ და ლიეტუვამ დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 16 სექტემბერს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, კულტურის, განათლების, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის სფეროებში.

ქართულ ენაში 2018 წლის მაისში ოფიციალურად დამკვიდრდა დასახელება ლიეტუვა (Lietuva), რომელსაც მანამდე ლიტვას ვუწოდებდით. ეს საქართველოს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მხრიდან საპასუხო ჟესტი იყო იმაზე, რომ ლიეტუვურ ენაში ასევე დამკვიდრდა საქართველოს ავთენტური დასახელება (Sakartvelo). ამგვარად ლიეტუვა პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც საქართველოს მიმართ ავთენტური დასახელების გამოყენება დაიწყო.

ყველა ახალი ამბავი
0