18:34 13 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (416)
58 0 0

ირაკლი ღარიბაშვილი გიორგი გახარიას მოქმედებების შეფასებაში სრულად ეთანხმება „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის შეფასებას.

თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. გიორგი გახარიას გადადგომა პრემიერ-მინისტრის პოსტიდან უპრეცედენტო ნაბიჯი იყო, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არა აქვს, განაცხადა საქართველოს მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავის წინამორბედზე.

გახარიამ პრემიერის პოსტი და მმართველი პარტია მიმდინარე წლის თებერვალში დატოვა. მიზეზი პარტიის ხელმძღვანელობასთან, მათ შორის, მის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან უთანხმოება გახდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას დაპატიმრების გამო. წასვლის შემდეგ მან თავისი პარტია შექმნა, „ქართული ოცნება“ გააკრიტიკა და ბრალად დასდო, რომ ის საკუთარ პარტიულ ინტერესებზე უფრო ზრუნავს, ვიდრე სახელმწიფოზე. ამის პასუხად მმართველმა პარტიამ და ბიძინა ივანიშვილმა გახარიას „სახელმწიფოს ღალატში“ დასდეს ბრალი.

„ჩვენ ვიხილეთ უპრეცედენტო ნაბიჯი მისი მხრიდან, რასაც ალბათ მსოფლიო ანალოგი არ მოეპოვება, როცა პრემიერ-მინისტრი გადადგა იმის გამო, რომ კანონი არ აღსრულებულიყო, და ჩვენ მოვისმინეთ მისი განმარტებები, რომ მომატებული რისკი და საფრთხე იყო“, – განუცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ნებისმიერ სამუშაოს ახლავს პასუხისმგებლობა და ყველას გვეკისრება პასუხისმგებლობა ყველა მოქმედებისთვის, იქნება ეს წარუმატებლობა, მიღწევა თუ წარმატება.

გახარიამ პრემიერის პოსტიდან გადადგომის რეალური მიზეზი დაასახელა>>

„რაც შეეხება შეფასებას, ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა სრულყოფილი შეფასება და მან დაარქვა ყველაფერს თავისი სახელი, მათ შორის გახარიას ქმედებას. შესაბამისად, დამატებით ვერაფერს გეტყვით გარდა იმისა, რომ მე მინდა ყველა ადამიანს ვუსურვო წარმატება, იქნება ეს პოლიტიკოსი, მეწარმე თუ ეკონომიკაში დასაქმებული პირი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მანამდე ბიძინა ივანიშვილმა მკაცრად გააკრიტიკა გახარია იმის გამო, რომ მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და ყველაზე გავლენიანი სახელმწიფო მოხელე სრულიად გაუგებარ დროს ყოვლად გაუგონარი მიზეზით გადადგა. ის მიიჩნევს, რომ გახარიას მოქმედება თებერვალში იყო თავისი გუნდის ღალატი და, უფრო მეტიც – „საკუთარი სახელმწიფოს პირდაპირი ღალატი“.

გადადგომის მომენტში გახარია პოპულარული პოლიტიკოსი იყო. მისმა პოსტებმა და ფოტოებმა სოციალურ ქსელებში ათასობით მოწონება დაიმსახურა, რაც ქართული პოლიტიკისთვის რეკორდია.

ივანიშვილის სატელიტი თუ ოპოზიციონერი? ვინ არის სინამდვილეში გახარია>>

აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვის თანახმად (2021 წლის თებერვალში, გადადგომამდე), საქართველოში პოპულარულ პერსონებს შორის, პატრიარქ ილია მეორის შემდეგ, გახარიას მეორე ადგილი ეკავა.

ჯერ კიდევ პარტიის შექმნამდე მან თავის მხარეს გადაიბირა პარლამენტის ექვსი დეპუტატი, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურაში დასაქმებული რეგიონული ჩინოვნიკების ნაწილი.

თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (416)

მთავარი თემები