18:39 12 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (302)
30 0 0

ელჩად დაინიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, რომელსაც საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგი და დიპლომატიურ სფეროში დიდი გამოცდილება აქვს.

თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. საქართველომ ახალ ელჩად ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში, ასევე საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად ევროკავშირში ვახტანგ მახარობლიშვილი დანიშნა, იუწყება საგარეო საქმეთა სამინისტრო.

მახარობლიშვილს დილომატიურ სამსახურში სხვადასხვა თანამდებობა 2000 წლიდან უკავია. 2016 წლიდან ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ხოლო 2019 წლის 8 ივნისიდან პირველი მოადგილე იყო.

უფრო ადრე, 2012–2016 წლებში მახარობლიშვილი გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე იყო, 2005–2009 წლებში – ბელგიასა და ლუქსემბურგში საქართველოს საელჩოსა და ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელის მრჩეველი.

მახარობლიშვილს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგი 2011 წელს მიენიჭა.

ახალ თანამდებობაზე მახარობლიშვილი ნატალი საბანაძეს შეცვლის, რომელიც თანამდებობიდან მიმდინარე წლის მარტში გადადგა.

თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (302)

მთავარი თემები