ნაცმოძრაობამ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო

© Sputnik / Alexander Imedashviliენმ-ის ოფისში
ენმ-ის ოფისში - Sputnik საქართველო, 1920, 30.05.2021
გამოწერა
დღემდე ენმ-ში პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით აზრთასხვადასხვაობა იყო - ნაწილი შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის გარეშე პარლამენტში შესვლას ემხრობოდა, მეორე ნაწილი ამ მოსაზრების წინააღმდეგი იყო.

თბილისი, 30 მაისი – Sputnik. ყველაზე მსხვილმა ოპოზიციურმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო, განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ.

ამასთან ერთად პარტია არ მოაწერს ხელს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს.

პოლიტსაბჭოს სხდომაზე აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა რამდენიმე საათი მიმდინარეობდა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, „ნაცმოძრაობას“ 33 მანდატი ეკუთვნის – ყველაზე მეტი პარლამენტში შესულ სხვა ოპოზიციურ პარტიებს შორის.

„ჩვენ მივიღეთ მოცემულ მომენტში ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, რომელიც არც ერთ კომფორტის ზონას არ დაუტოვებს ბიძინა ივანიშვილს და ჩვენ მას ბრძოლას გავუმართავთ ყველგან, იქნება ეს საპარლამენტო სხდომათა დარბაზი თუ საკომიტეტო სხდომათა დარბაზები, აჭარის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი დარბაზები, მოედნები, ქუჩები, სოფელში, რაიონში, მთაში, ბარში - ყველგან. ბიძინა ივანიშვილს ექმენა უდიდესი წინააღმდეგობა, იმიტომ რომ წელს ბიძნა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმი უნდა დამარცხდეს“, - განაცხადა მელიამ.
აქციის დაშლა 2019 წლის 20-21 ივნისს - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2021
მმართველმა პარტიამ „ამნისტიის შესახებ“ თავისი კანონპროექტი გაიტანა: ვის შეეხება ამნისტია

მანამდე ოპოზიციურ პარტიაში პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა იყო. „ნაცმოძრაობის“ წევრების ერთი ნაწილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის გარეშე პარლამენტში შესვლას ემხრობოდა. ხოლო მეორე ნაწილი კი ამის წინააღმდეგი იყო, რადგან მიიჩნევდა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და პარლამენტი არალეგიტიმურია.

რაც შეეხება იმას, რომ პარტია შარლ მიშელის დოკემენტს ხელს არ აწერს, მელიას თქმით, ამ შეთანხმებაში მათთვის ერთი პუნქტია მიუღებელი.

„არის ამ შეთანხმებაში ერთი პუნქტი, რომელიც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი არის, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მით უმეტეს „პოსტ ფაქტუმ“ ჩვენ ხელმოწერას ამ დოკმენტზე ვერ დავსვამთ, თუმცა სხვა საკითხებთან მიმართებაში ჩვენ თავიდან ბოლოდე ჩავერთვებით", - აღნიშნა მელიამ.

სავარაუდოდ, მელია ამნისტიის პუნქტს გულისხმობდა.

როგორც მელიამ აღნიშნა, ქართულმა ოპოზიციამ დაამტკიცა, რომ ბრძოლისა და გაერთიანების უნარი გააჩნია.

ენმ-ის თავმჯდომარის თქმით, პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ტურნე საქართველოს რეგიონებში და შეხვედრები ამომრჩევლებთან. ასევე კონსულტაციები საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან კიევში.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0