14:47 12 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
8810

გახარიამ შაბათს წარადგინა თავისი ახალი პარტია „საქართველოსთვის“ და მისი სამომავლო საქმიანობის ძირითად პრინციპებზე ისაუბრა.

თბილისი, 29 მაისი – Sputnik. პარტია „საქართველოსთვის“ მონაწილეობას მიიღებს ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების არჩევნებში და გამარჯვებაზეა ორიენტირებული, განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

გახარიამ შაბათს წარადგინა თავისი ახალი პარტია და გუნდი, რომელიც ძირითადად სხვადასხვა უწყებებში ნამუშევარი ჩინოვნიკებისგან შედგება.

„ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზანია არჩევნებზე მოიპოვოს მაქსიმალური მხარდაჭერა. ეს იქნება ჩვენი მიზანი“, – აღნიშნა გახარიამ.

ყოფილი პრემიერი თბილისის მერობის კანდიდატად წარდგენის შესახებაც ისაუბრა.

„ჩემზე ბევრად უკეთესი კანდიდატი არსებობს“, - განაცხადა გახარიამ.

პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერმა აღნიშნა, რომ მისი პარტია მხარს დაუჭერს ნებისმიერ ღირსეულ კანდიდატს.

„იქ სადაც ღირსეული კანდიდატი იქნება, ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ ექნება მის წარმომავლობას“, – აღნიშნა გახარიამ.

რაც შეეხება სხვა პარტიებთან თანამშრომლობას, გახარიამ განაცხადა, რომ მისი პარტია არ ითანამშრომლებს „რადიკალური ტენდენციების“ მქონე ძალებთან.

„ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ამ ქვეყანაში დავასრულოთ რადიკალური დაპირისპირება, რადიკალიზმი ნებისმიერი სახის. ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი მხრიდან მოდის ეს რადიკალიზმი“, – განაცხადა გახარიამ.

საქართველოში ადგილობრივი ორგანოების არჩევნები შემოდგომით გაიმართება.

მთავარი თემები