Dalood-ის ბრენდ-მენეჯერი საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გახდება

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის სხდომა
პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო, 1920, 24.05.2021
გამოწერა
ბაია კვიციანი მამის კვალს მიჰყვება - კანდიდ კვიციანი ორი მოწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო და ასევე მმართველი პარტიიდან, მაგრამ მაშინ ეს „ნაციონალური მოძრაობა" იყო.

თბილისი, 24 მაისი — Sputnik. ბაია კვიციანი, რომელმაც კენჭი მმართველი პარტია „ქართული ოცნების" საარჩევნო სიით იყარა, მეათე მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატი გახდება.

პარლამენტში კვიციანი მარიამ ქვრივიშვილს შეცვლის, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. უწყების ინფორმაციით, ქვრივიშვილი კურირებას გაუწევს ტურიზმს, ავიაციასა და კურორტებს.

მარიამ ქვრივიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 24.05.2021
პარლამენტიდან მთავრობაში – მარიამ ქვრივიშვილი ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

კვიციანი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების" პარტიული სიის 68-ე ნომერი იყო.

ის ქართული ბრენდის, სამოდელო სახლი Dalood-ის ბრენდ-მენეჯერია და ამავე ბრენდის კრეატიული დირექტორის მაკა კვიციანის და.

ბაია კვიციანის მამა კანდიდ კვიციანი ორი მოწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო.

საქართველოს პარლამენტი ქვრივიშვილის სადეპუტატო უფლებამოსილებას ვადაზე ადრე შეუწყვეტს. ამის შემდეგ კვიციანი ოფიციალურად გახდება საკანონმდებლო ორგანოს წევრი.

ყველა ახალი ამბავი
0