პეტრე ცისკარიშვილი: ბოიკოტს აზრი აღარ აქვს

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტი
პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 14.05.2021
გამოწერა
ამ ეტაპზე პარტიაში პარლამენტში შესვლასა და შარლ მიშელის მიერ მომზადებული შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერასთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს.

თბილისი, 14 მაისი – Sputnik. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მეათე მოწვევის პარლამენტის საქმიანობაში მონაწილეობა უნდა მიიღოს, ბოიკოტმა აზრი დაკარგა, განაცხადა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა. 

ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2021
ირაკლი კობახიძე: მელია თუ ერთადერთი კანდიდატი იქნება არჩევნებს დამაჯერებლად მოვიგებთ

ცისკარიშვილს განცხადებით, პარლამენტში შესვლისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ მომზადებული შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერასთან დაკავშირებით პარტია კონსულტაციებს აწარმოებს და საბოლოო გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გახდება ცნობილი.

„ერთპარტიული პარლამენტი აღარ არსებობს. უკეთესი იქნებოდა, ბოიკოტი რამდენიმე თვე, თუნდაც ადგილობრივ არჩევნებამდე გაგრძელებულიყო, მაგრამ რადგანაც ეს ვერ მოხერხდა, არ მგონია, რომ „ქართული ოცნება“ იქ მარტო უნდა დავტოვოთ და მათი სურვილი შევასრულოთ, როდესაც პარლამენტში ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე არიან“, – განაცხადა ცისკარიშვილმა.

გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, ყველაზე მსხვილმა ოპოზიურმა პარტიამ 15 მაისს დაანონსებული საპროტესტო აქციაც გააუქმა. პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, არსებულ რეალობაში აქციის გამართვა აზრს მოკლებულია.

დაანონსებულ აქციაზე ოპოზიცია ვადამდელი არჩევნების გამართვის, პოლიტპატიმრების გათავისუფლების და სხვა მოთხოვნების წამოყენებას გეგმავდა. „პოლიტპატიმრებად“ ოპოზიცია ნიკა მელიას და ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ თანამფლობელ გიორგი რურუას მოიხსენიებდა. 

ნიკა მელია მხარდამჭერებთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 14.05.2021
შევლენ თუ არა „ნაციონალები“ პარლამენტში

დღეისათვის ორივე მათგანი თავისუფალია. რურუა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა 27 აპრილს შეიწყალა, 10 მაისს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელია გირაოთი გაათავისუფლა. გირაოს თანხა 40 ათასი ლარი „ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ გამოყო, ხოლო „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საია) აღნიშნული თანხა ხელისუფლებას 8 მაისს გადასცა.

რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, კომპრომისული შეთანხმების თანახმად, რომელსაც მმართველმა პარტიამ და ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2022 წელს დაინიშნება იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება“ პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.

ამ დროისათვის ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან და „ნაცმოძრაობასთან“ ერთად საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვაზე უარს აცხადებენ „ევროპული საქართველო“ და „ლეიბორისტული პარტია“.

პარლამენტში სხდომები ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე ტარდება. „ნაცმოძრაობას“ საკანონმდებლო ორგანოში 36 მანდატი ეკუთვნის. 

ყველა ახალი ამბავი
0