შევლენ თუ არა „ნაციონალები“ პარლამენტში

© Sputnik / Alexander Imedashviliნიკა მელია მხარდამჭერებთან ერთად
ნიკა მელია მხარდამჭერებთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 14.05.2021
გამოწერა
ამის შესახებ გადაწყვეტილებას „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერშიპი რამდენიმე დღეში მიიღებს, თუმცა არჩევანი არც ისე მარტივია.

შესვლის გადაწყვეტილება მათი ამომრჩევლის ნაწილის განაწყენებას ნიშნავს, ხოლო არშესვლით ისინი დასავლეთს გაანაწყენებენ, რაც ასევე რთული იქნება ისედაც კრიზისში მყოფი პარტიისთვის.

ნიკა მელიას დაპატიმრების შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობაში“ სიტუაცია სერიოზულად აირია და ამას ექსპერტი გია ხუხაშვილიც ადასტურებს. მისი თქმით, მელიას სულაც არ სჭირდება თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობა, რისკენაც ასე დაჟინებით მოუწოდებს მიხეილ სააკაშვილი, რადგან თუ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაზეა საუბარი, მელია უნდა ეცადოს ოპოზიციის საერთო ეროვნული ლიდერი გახდეს და მცირე – 2-3 პროცენტიანი პარტიებიც გააერთიანოს ხელისუფლების დამარცხების სურვილით.

ნიკა მელია - Sputnik საქართველო, 1920, 07.05.2021
ნიკა მელიას საქმე – როგორ არ შევთანხმდეთ

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ვარაუდობს, რომ: „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შევა, თუმცა აშკარაა, რომ მათ ჯერ მკაფიო სტრატეგია არ აქვთ, როგორი უნდა იყოს მათი შემდგომი პოლიტიკა. იყო რევოლუციური სცენარი, რომელიც ამ ეტაპისთვის აქტუალური აღარ არის. როგორც ჩანს, ჯერ თავად სააკაშვილსაც არ აქვს ჩამოყალიბებული, როგორი უნდა იყოს მათი მოქმედების გეგმა უკვე პარლამენტში. სააკაშვილი ახლა რთულ მდგომარეობაშია. მას აშკარად აწყობდა რევოლუციური სცენარი, მაგრამ კარგად დაინახა დასავლეთის მყარი პოზიცია, რომ საქართველოში დასავლეთი დესტაბილიზაციას არაფრის ფასად არ დაუშვებს. ამ ფონზე რევოლუციისკენ მოწოდება უკვე ძალიან ანტიდასავლური ნაბიჯი იქნებოდა და ამიტომ მოუწოდა პარლამენტში შესვლისკენ. ალბათ ახლა ფიქრობს, როგორ მიაღწიოს თავის მიზანს ისე, რომ დასავლეთი არ გაანაწყენოს“.

ნანა კაკაბაძე - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2021
პარლამენტის წევრთა რაოდენობა, შესაძლოა, ასამდე შემცირდეს

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ადგილობრივ არჩევნებამდე ხუთი თვით ადრე „ნაციონალური მოძრაობა“ რთულად, დაყვედრებით, მაგრამ მაინც შევა პარლამენტში და იქიდან გააგრძელებს ბრძოლას, რადგან, ექსპერტ იაგო კაჭკაჭიშვილის თქმით, დასავლეთის ჩარევის შედეგად ოპოზიცია ბოიკოტის – როგორც უკვე ამოწურული პოლიტიკური ბრძოლის ფორმის ტყვეობიდან გამოვიდა და ახალი სუნთქვა გაეხსნა. მისი თქმით, პროექტი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციის სრული კონსოლიდაციის პირობებში 43 პროცენტი ვერ გადალახოს და ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს, სრულიად რეალურია, რადგან „ოცნებას“ ამომრჩევლის ნაწილს გახარიას პარტია, ნაწილს კი პოლიტიკურ სარბიელზე ახლად გამოჩენილი ლევან ვასაძე წაართმევს. თუმცა ამ ფონზე არც „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობას სძინავს და ისინი აქტიურად განიხილავენ არჩევნებში კოალიციურად მონაწილეობის ვერსიას.

მოლაპარაკებები სახელისუფლებო პარტიასა და ოპოზიციას შორის - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2021
პარლამენტმა ლეგიტიმაცია შეიძინა, მელია და რურუა კი ციხეს მალე დატოვებენ

რამაზ საყვარელიძის აზრით, შესაძლოა, „ქართულმა ოცნებამ“ ვადამდელი არჩევნები დაუშვას, რათა ბევრად უფრო ძლიერი პოზიციებით მოვიდეს და ეს ოპოზიცია ან საერთოდ ვერ შევიდეს პარლამენტში, ან ძალიან სუსტად შევიდეს. რაც შეეხება ლევან ვასაძესა და გიორგი გახარიას, ისინი ნაწილობრივ „ქართული ოცნების“, ნაწილობრივ კი „პატრიოტთა ალიანსის“ ხმებს წაიღებენ. სხვათა შორის, შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეთა ნაწილის გული გახარიამაც მოიგოს და თუ ვადამდელი არჩევნები დაინიშნა, ამ პარტიამ მესამე ადგილზე გადაინაცვლოს, რაც მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსის დაკარგვას ნიშნავს.

მანამდე კი ძალიან მნიშვნელოვანია – შეძლებს თუ არა ყოფილი მმართველი პოლიტიკური ძალა ახალი სტრატეგიის შეთავაზებას იზოლაციითა და ეკონომიკური პრობლემებით გაწამებული საქართველოს მოსახლეობისთვის.

 

ყველა ახალი ამბავი
0