14:21 13 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
5801

აქციის მონაწილეები პრეზიდენტისგან მოითხოვენ უარის თქმას ინიციატივაზე, რომლის თანახმად ვაკის პარკში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალი შეიძლება გაჩნდეს

თბილისი, 9 მაისი - Sputnik. „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიის“ წარმომადგენლებმა ათონელის ქუჩაზე, პრეზიდენტის რეზიდენციასთან საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეებმა ადგილზე მიიტანეს წითელი დროშები, სტალინის პროტრეტები წარწერით „სტალინი! გამარჯვება! სოციალიზმი!“ ისინი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას მოითხოვენ. აქციაზე პარტიის წარმომადგენლები სხვადასხვა რეგიონიდან შეიკრიბნენ.

День Победы 9 мая 2021 года. Акция коммунистов у резиденции президента Грузии
© Sputnik / STRINGER
კომუნისტების აქცია პრეზიდენტის რეზიდენციასთან

აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტისგან მოითხოვეს უარის თქმა ინიციატივაზე, რომლის თანახმად ვაკის პარკში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალი შეიძლება გაჩნდეს. ზურაბიშვილი გამოვიდა წინადადებით, რომ მემორიალი მიეძღვნას ყველა ჯარისკაცს, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის 1921 წლიდან, ქართული დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის შეწყვეტიდან იბრძოდა.

День Победы 9 мая 2021 года. Акция коммунистов у резиденции президента Грузии
© Sputnik / STRINGER
კომუნისტების აქცია პრეზიდენტის რეზიდენციასთან

აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ამ ძეგლის მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალის გვერდით დადგმა დაუშვებელია. კომპარტიის ერთ–ერთი წევრის, თემურ ფიფიას თქმით, პრეზიდენტის ინიციატივა, შესაძლოა, ქვეყნის ისტორიის გადაწერის სურვილს ემსახურება.

День Победы 9 мая 2021 года. Акция коммунистов у резиденции президента Грузии
© Sputnik / STRINGER
კომუნისტების აქცია პრეზიდენტის რეზიდენციასთან

აქციის მონაწილეებმა საქართველოს პრემიერისა და თბილისის მერის სახელზე წერილი დაწერეს, სადაც მოითხოვენ, რომ უარი ეთქვას პრეზიდენტს ამ ინიციატივაზე. ასეთივე შინაარსის წერილი ორშაბათს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სახელზეც გაიგზავნება.

მთავარი თემები