20:47 13 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პრეზიდენტი (180)
69 0 0

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური ვიზიტი ჩრდილოეთ მაკედონიაში 11 მაისს დასრულდება.

თბილისი, 9 მაისი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი  სალომე ზურაბიშვილი 10 მაისს ოფიციალური ვიზიტით ჩრდილოეთ მაკედონიას ეწვევა, ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის უმაღლესი თანამდებობის პირებთან -  პრეზიდენტ სტევო პენდაროვსკისთან, ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტ ტალატ ჯაფერისთან და პირველ ვიცე–პრემიერ არტან გრუბისთან. 

ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება ორ დოკუმენტს - შეთანხმებას „საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის მთავრობებს შორის ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“ და მემორანდუმს „ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკასთან კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“. დოკუმენტებზე ხელმოწერის შემდეგ ორი ქვეყნის პრეზიდენტები პრესისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი ჩრდილოეთ მაკედონიაში 11 მაისს დასრულდება.

დიპლომატიური ურთიერთობები ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დამყარდა 2019 წლის 16 თებერვალს, მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ორი ქვეყნის საგარეო უწყებების ხელმძღვანელთა მიერ ,,დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ“ ოქმის ხელმოწერის შედეგად.

მანამდე საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები ყოფილ იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიასთან (FYROM) დამყარებული არ ჰქონია საბერძნეთის რესპუბლიკის მხრიდან FYROM-ის სახელწოდების ირგვლივ მიმდინარე დავის გამო. ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკას ჩრდილოეთ მაკედონია 2019 წელს ეწოდა და დავა, რომელიც საბერძნეთსა და ბალკანეთის ამ ქვეყანას შორის რამდენიმე ათეული წელი გრძელდებოდა, დასრულდა.

თემები:
საქართველოს პრეზიდენტი (180)

მთავარი თემები