17:30 14 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1366
  • 100 RUB4.6046
  • USD3.4283
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
14401

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტს თანამდებობრივ დანაშაულებზე დაუსწრებლად ორი საპატიმრო ვადა აქვს მისჯილი, საერთო ჯამში ექვსი წლის ვადით

თბილისი, 1 მაისი - Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავის Facebook-გვერდზე ვიდეოჩართვისას განაცხადა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თითქოსდა მისი სარჩელები საქართველოს წინააღმდეგ წარმოებაში მიიღო.

სარჩელები სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში აღძრულ საქმეებს ეხება. ტელეარხ TV Pirveli-ს ინტერვიუში მან განაცხადა, რომ მის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ორი მუხლი - „საქმის სამართლიანი განხილვის უფლება“ და „უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები“.

მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას უკვე კითხვებიც გამოუგზავნა.

„საუბარია ორი სისხლის სამართლის საქმეზე, ერთი არის ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტთან და მეორე – შეწყალების საქმეზე“, - განუმარტა ტელეარხს სააკაშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ორივე ბრალდება აგებულია ირიბ მტკიცებულებებზე და სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ვებგვერდზე სააკაშვილის სარჩელის განსახილველად მიღების შესახებ ოფიციალური დადასტურება ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა.

სააკაშვილი ჯერ კიდევ იძებნება საქართველოს სამართალდამცველი ორგანოების მიერ სასამართლოს გამოტანილი განაჩენის საფუძველზე. ექს-პრეზიდენტს დაუსწრებლად აქვს მისჯილი 6 წლით თავისუფლების აღკვეთა 2005 წელს პარლამენტის დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე. გარდა ამისა, მას დაემატა სამი წლით თავისუფლების აღკვეთა 2007 წელს სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებულების შეწყალების გამო. სააკაშვილი ბრალდებულია ასევე 5 მილიონი დოლარის ოდენობის სახელმწიფო სახსრების პირადი მიზნებისთვის გაფლანგვისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეში.

 

მთავარი თემები