07:23 14 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1366
  • 100 RUB4.6046
  • USD3.4283
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
42 0 0

პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან არჩილ თალაკვაძის გადადგომის შემდეგ, 27 აპრილს მისი ადგილი კახა კუჭავამ დაიკავა.

თბილისი, 30 აპრილი - Sputnik. აშშ–ის კონგრესში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარე,  კონგრესმენი ჯერი კონოლი კახა კუჭავას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს. 

„ვულოცავ კახა კუჭავას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევას. მოველი მისი ხელმძღვანელობით ევროკავშირის მედიაციით მომზადებული შეთანხმების სრულად განხორციელებას და ნათელ მომავალს ქართველი ხალხისთვის",- დაწერა კონგრესმენმა Twitter-ის გვერდზე.

კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარეობის თანამდებობაზე  27 აპრილს აირჩიეს.

მმართველმა პარტიამ  „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე არჩილ თალაკვაძის გადადგომის შემდეგ წარადგინა. თავად თალაკვაძემ საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-სპიკერის პოსტი დაიკავა.

მთავარი თემები