10:24 19 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7754
  • 100 RUB4.3879
  • USD3.1681
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
82 0 0

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ადვოკატებმა აღნიშნეს, რომ სასამართლო სხდომაზე მელიას გათავისუფლებას არ ელოდებიან.

თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლო ხუთშაბათს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას საქმის განხილვას განაგრძობს.

პროკურატურის ვერსიით, მელიას ბრალად ედება 2019 წლის 20–21 ივნისის ღამეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, როდესაც საპროტესტო აქცია არეულობასა და პარლამენტის შტურმის მცდელობაში გადაიზარდა.

პოლიტიკოსის ადვოკატები არ ელოდებიან, რომ მელიას ამ სხდომაზე გაათავისუფლებენ.

ადვოკატ გიორგი კონდახიშვილის თქმით, ნიკა მელიას გათავისუფლება ხელისუფლების ხელშია, მაგრამ ისინი ამას არ ელოდებიან.

ამასთან, თავად ნიკა მელიამ ამ კვირის დასაწყისში განაცხადა, რომ თანახმაა, პროკურატურის მიერ მოთხოვნილი გირაოს თანხა ევროკავშირმა გადაიხადოს, რაც ერთ-ერთ ვარიანტად განიხილებოდა ევროკავშირის შუამავლობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების დროს.

თუმცა გირაოს გადასახდელად საჭიროა სასამართლოს გადაწყვეტილება აღკვეთის ზომის შეცვლის შესახებ, რადგან თბილისის საქალაქო სასამართლომ 17 თებერვალს მელიას აღკვეთის ზომად გამოძიების პერიოდში პატიმრობა შეუფარდა.

მელია 23 თებერვალს დააკავეს მას შემდეგ, რაც მან ხელმეორედ განაცხადა უარი გირაოს გადახდაზე. პროკურატურის მოთხოვნით პარლამენტმა მას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა. თუმცა ამ დროისათვის მელია საქართველოს პარლამენტის წევრთა რიგებში ირიცხება.

ნიკა მელიას დაპატიმრებამ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს პარტნიორების მხრიდან კრიტიკა გამოიწვია. ამჟამად პარლამენტში მზადდება კანონპროექტი ამნისტიის შესახებ, რომელიც 20–21 ივნისის ღამის მოვლენებში ყველა ბრალდებულს, მათ შორის მელიასაც შეეხება.

მთავარი თემები