23:13 13 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1656
  • 100 RUB4.6357
  • USD3.4271
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
45 0 0

ოპოზიციის 13 წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ოპოზიცია ქვეყნის გამოყვანას ღრმა პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისიდან ერთიანი ძალისხმევით შეძლებს.

თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. პარლამენტში შესულმა ოპოზიციონერებმა მმართველ პარტიასთან მიღწეული შეთანხმების შესრულების მიზნით კოლეგებს ძალისხმევის კონსოლიდაციისკენ მოუწოდეს.

დოკუმენტს „საქართველოს წინსვლის გზა“, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ მმართველი პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის კომპრომისული შეთანხმების სახითაა წარმოდგენილი, მოლაპარაკებების მონაწილეთა უმრავლესობამ 19 აპრილს მოაწერა ხელი. ამ დოკუმენტის საფუძველზე ოპოზიციის 13 წარმომადგენელი პარლამენტში შევიდა.

„მიგვაჩნია, რომ ახლა ზოგიერთი ოპოზიცური პარტიის მხრიდან არა ურთიერთდაპირისპირების წამახალისებელი და შეთანხმების მიზნების დამაზიანებელი საუბრის, არამედ ოპოზიციური ძალისხმევის კონსოლიდაციის დროა, რათა ვაიძულოთ ხელისუფლება, შეასრულოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები“, - ნათქვამია 13 ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ ხელმოწერილ განცხადებაში.

მათ თავიანთ ოპოზიციონერ კოლეგებს მოუწოდეს, შეუერთდნენ შეთანხმებაში.

„მოვუწოდებთ შეთანხმებაზე ჯერ კიდევ არ შემოერთებულ ოპოზიციონერ კოლეგებს, მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს და ყველამ ერთად მთელი ძალისხმევა მივმართოთ, რათა ხელისუფლებამ სრულფასოვნად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ ოპოზიცია ქვეყნის გამოყვანას ღრმა პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისიდან ერთობლივი ძალისხმევით შეძლებს.

დღეისათვის ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უარს აცხადებს დოკუმენტის ხელმოწერაზე და ბოიკოტის რეჟიმში მანამდე დარჩება, სანამ ნიკა მელია პატიმრობაში იქნება. ამგვარად, პარლამენტში ჯერჯერობით არ არის წარმოდგენილი „ნაცმოძრაობის“ 34-დან 32 დეპუტატი, ასევე „ევროპული საქართველოს“ ორი და „ლეიბორისტული პარტიის“ ერთი დეპუტატი.

მთავარი თემები